ვენეციის კომისიის საარჩევნო რეკომენდაციები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Dec.'11 / 18:25

ვენეციის კომისიამ 1 დეკემბერს საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. პროექტი მმართველმა პარტიამ სექტემბერში გამოაქვეყნა.

საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლომდე დამტკიცდება, ვენეციის კომისიას სექტემბერში გაეგზავნა განსახილველად. როგორც მოსალოდნელია, კომისიის დასკვნა ოფიციალურად დეკემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე იქნება მიღებული.

აღნიშნა რა, რომ საერთო ჯამში საარჩევნო კოდექსის პროექტი „ხელს უწყობს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და ბევრი დადებითი თვისება აქვს“, ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ „პროექტის მთელი რიგი დებულებები შეშფოთებას იწვევს ან კითხვებს წარმოშობს“.

რეკომენდაციებში ერთ–ერთი ძირითადი ყურადღება ექცევა მნიშვნელოვან  შეუსაბამობას ერთმანდატიან ოლქებს შორის, მათ შორის სხვაობას ამომრჩეველთა რაოდენობის კუთხით, რაც, კომისიის თქმით, „ძირს უთხრის ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობის პრინციპს“. ეს ის საკითხია, რომელიც ვენეციის კომისიამ წარსულშიც რამდენჯერმე დააყენა. 

საარჩევნო სისტემა

ახალი კოდექსის პროექტი შერეული სისტემის არსებობას ითვალისწინებს, სადაც დეპუტატთა ნაწილი პარტიული, პროპორციული სისტემით აირჩევა, მეორე ნაწილი კი – მაჟორიტარული სისტემით (დეტალებისთვის იხილეთ მოცემული ბმული).

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილებაა იმ პირობით, რომ ის საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის ვენეციის კომისიის დოკუმენტის –  áƒ¡áƒáƒáƒ áƒ©áƒ”ვნო საკითხებში კარგი პრაქტიკის კოდექსის შესაბამისი იქნება.

„შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში იქნა არჩეული, როგორც ასეთი, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თუმცა, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა საქართველოში, დაახლოებით, თანაბარი ზომის საარჩევნო ოლქების უზრუნველყოფა, რითიც  შერეული სისტემის ფარგლებში ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობა იქნებოდა გარანტირებული“, – განაცხადა ვენეციის კომისიამ.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ყველაზე პატარა და დიდ ოლქს შორის სხვაობა 6 000 ამომრჩევლიდან 150 000–მდე მერყეობდა.

ხელისუფლება ნაწილობრივ მოაგვარებს ამ მნიშვნელოვან სხვაობას ოლქებს შორის, ვინაიდან 10 უმსხვილესი ოლქის შუაზე გაყოფა იგეგმება; შედეგად მაჟორიტარული ადგილების რაოდენობა პარლამენტში არსებული 75–დან 83–მდე გაიზრდება.

თუმცა, სხვაობა მაინც დარჩება; ამ ათი უმსხვილესი ოლქის გაყოფის შემდეგ, ახლად შექმნილი ოლქებში ამომრჩსველთა რაოდენობა დაახლოებით 52 000–დან 80 000–მდე იქნება; გარდა ამისა, ისევ დარჩება ხუთი ოლქი 10 000–ზე ნაკლები ამომრჩევლით, ხოლო 42 სხვა ოლქში 10 000–დან 50 000–მდე ამომრჩეველი იქნება.

ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსის პროექტში იმგვარი შესწორების შეტანის რეკომენდაციას იძლევა, რომ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა თანაბარი რაოდენობა იყოს უზრუნველყოფილი.

მაჟორიტარული ოლქების საზღვრები, ძირითადად, მუნიციპალიტეტების საზღვრებს ემთხვევა. ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს ოქტომბერში საქართველოში ვიზიტის დროს განუცხადა, რომ პოლიტიკურად ძალიან რთული იქნება საარჩევნო ოლქების ხელახალი გადანაწილება და ოლქებისა და მუნიპალური საზღვრების ერთმანეთისგან გამიჯვნა.

„თუ, როგორც გაცხადდა, შეუძლებელია ამომრჩეველთა რაოდენობის შედარებითი თანასწორობის უზრუნველყოფა ერთმანდატიან ოლქებში, შესაძლოა განხილულ იქნას საარჩევნო სისტემის გადახედვა“, – განაცხადა ვენეციის კომისიამ თავის რეკომენდაციებში.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

მოქმედი ნორმების მსგავსად, ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების უფლებას იძლევა – კერძოდ, სახელმწიფო შენობების, საკომუნიკაციო საშუალებების, მანქანების – კამპანიის მიზნებისთვის იმ პირობით, რომ ყველა კანდიდატისა და პარტიისთვის ისინი თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.

„ერთი შეხედვით, ეს დებულება თანასწორი შესაძლებლობის პრინციპს იცავს, თუმცა, პრაქტიკულად ამგვარი თანასწორობა სწრაფად შეიძლება შეილახოს, რადგანაც სახელისუფლებო პოლიტიკურ პარტიებს უფრო ადვილად მიუწვდებათ ხელი ამგვარ რესურსებზე“, – განაცხადა ვენეციის კომისიამ.

ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება ყოველთვის იყო ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ერთ–ერთი შეშფოთების საგანი საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ.

„ეს პრობლემა ნაწილობრივ კანონმდებლობაში სიცხადის და სიზუსტის ნაკლებობითაა გამოწვეული, რაც ასევე განმეორდა კოდექსის პროექტში“, – განაცხადა ვენეციის კობიასიამ, „კოდექსის პროექტის დებულებები ბუნდოვანს ხდის ხაზს სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის და არ შეესაბამება ეუთოს ვალდებულებებს.“  

ამომრჩეველთა სიები 

არსებული კოდექსისგან განსხვავებით, ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი არ შეიცავს დებულებას, რომელიც ავალდებულებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არჩევნების დღემდე გამოაქვეყნოს. თუმცა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შემაჯამებელ ოქმში უნდა მიუთითოს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ამომრჩეველთა სიები საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს და არა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებში უნდა იყოს ხელმისაწვდომი გადამოწმებისთვის.

ვენეციის კომისიამ ასევე განაცხადა, რომ áƒ¡áƒžáƒ”ციალური კომისიის შექმნა, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა სიებს გადაამოწმებს, კარგი მოვლენაა პროცესში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის თვალსაზრისით. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კომისიის ეფექტურობა პრაქტიკულ საქმიანობაში გამოჩნდება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების აგიტაციის უფლება

ერთ–ერთი რეკომენდაცია პროექტის იმ დებულებას ეხება, რომელიც უცხოელ მოქალაქეებს საარჩევნო კამპანიაში აგიტაციას უკრძალავს. ეს დებულება ახალი არ არის; იგი არსებული საარჩევნო კოდექსის ნაწილიც არის. თუმცა, ამ დებულებამ მეტი პოლიტიკური áƒ“ატვირთვა შეიძინა მილიარდერი ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველო მოქალაქეობა შეუწყვიტეს.         

ვენეციის კომისიამ, რომელმაც წარსულში უკვე მოუწოდა საქართველოს გაეუქმებინა ეს აკრძალვა, კვლავ ურჩევს მას, რომ „ეს აკრძალვა გაუქმდეს“.

„იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობის არმქონე პირებს (მოქალაქეობის არ მქონე პირებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს) არ აქვთ ხმის მიცემის უფლება, მათ ნამდვილად აქვთ უფლება თავისუფლად გამოხატონ თავისი აზრი, შეუერთდნენ და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ დებატებში საარჩევნო კამპანიების დროს. ამგვარი დებულება საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირების ფუნდამენტალურ უფლებებს ზღუდავს და ადამიანის ძირითად უფლებებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ვენეციის კომისიამ.

სხვა რეკომენდაციები

ვენეციის კომისიამ, თავის წინა რეკომენდაციების მსგავსად, კვლავ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ნება დართოს დამოუკიდებელ კანდიდატებს ერთმანდატიან ოლქში იყარონ კენჭი. ამჟამად, მხოლოდ პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს შეუძლია მაჟორიტარული მანდატისთვის ბრძოლა.

კომისიამ ასევე გაიმეორა თავისი წინა რეკომენდაცია, რომ მოიხსნას პატიმართა ხმის მიცემის უფლების სრულმასშტაბიანი აკრძალვა. კომისიის რეკომენდაციით, მხოლოდ იმ პატიმრებს შეიძლება აეკრძალოთ ხმის მიცემა, რომლებიც მძმე სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის არიან გასამართლებული.

ვენეციის კომისია ასევე იძლევა რეკომენდაციას აიკრძალოს „ნებისმიერი ტიპის წინაარჩევნო საქმიანობა“ არჩევნებამდე 24 საათით ადრე.

კომისიამ ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო საჩივრებთან და სარჩელებთან დაკავშირებული დებულებები „უნდა გაუმჯობესდეს“ „მარტივი, გასაგები და გამჭირვალე პროცედურების“ შემოღების გზით.

რეკომენდაციები ასევე ეხება კოდექსის პროექტის იმ დებულებებს, რომლებიც პარტიების დაფინანსებას და შემოწირულობებს არეგულირებს; თუმცა მას შემდეგ, რაც პროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნა, საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომელიც ახალ რეგულაციებს აწესებს ამ კუთხით. ამჟამად, ცვლილებების პროექტს ვენეციის კომისია განიხილავს.

ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები, რათა პარტიების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია დროულად ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისთვის. კომისიის განცხადებით, ფინანსური ანგარიშები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფინანსური მონიტორინგის ჯგუფს არჩევნების დღემდე უნდა წარედგინოს. ეს დებულება ასევე უნდა შეიცავდეს ხარჯების (არა მხოლოდ შემოწირულობების) შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულებას როგორც წინასაარჩევნო, ისე პოსტ–საარჩევნო პერიოდებში, განაცხადა კომისიამ. მან ასევე მოუწოდა, რომ გაიზარდოს ცესკოს ფინანსური მონიტორინგის ჯგუფის ამჟამად შეზღუდული უფლებამოსილება პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიების ფინანსების შემოწმების საკითხში.

 

Civil.Ge © 2001-2024