ივანიშვილმა აშშ–ში და ევროპაში ლობირებისთვის BGR Group-ი დაიქირავა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Dec.'11 / 14:04

მილიარდერმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა ვაშინგტონში განთავსებული áƒšáƒáƒ‘ისტური ფირმა BGR Government Affairs LLC–ი დაიქირავა, რომელიც BGR Group–ის შვილობილი ფირმაა, რომელიც ევროპაშიც ახორციელებს საქმიანობას.

იგივე კომპანია დაიქირავა ზაფხულში ირაკლი ალასანიას პარტიამ, ჩვენი საქართველო – თავისუფალმა დემოკრატებმა. 

„თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, BGR Government Affairs-სთან ივანიშვილს პირდაპირ არ დაუდია კონტრაქტი; შეთანხმება BGR Gabara–ს მეშვეობით გაფორმდა. ეს უკანასკნელი ასევე BGR Group–ში შემავალი ფირმაა, რომელიც ჯგუფის ევროპულ ფილიალს წარმოადგენს; მისი ოფისი ლონდონშია განთავსებული და მის მომსახურეობაში შედის მთავრობებთან ურთიერთობების დამყარება, ძირითადად ლონდონსა და ბრიუსელში, ასევე მედიასთან ურთიერთობა მთელი ევროპის მასშტაბით.

BGR Government Affairs-ის მიერ აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, áƒ’აწეული მომსახურეობისთვის áƒ¤áƒ˜áƒ áƒ›áƒ ყოველთვიურად 25 000 აშშ დოლარს მიიღებს.

კონტრაქტის, რომელიც ძალაში 2011 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა, განახლება, მხარეებს შორის შეტყობინების საფუძველზე ყოველთვიურად მოხდება.

ალასანიას პარტიის მსგავსად, ივანიშვილის შემთხვევაშიც BGR Government Affairs-ი კლიენტს შემდეგი სახის მომსახურეობას უწევს: „კონტაქტების დამყარებას აშშ–ის მთავრობის წარმომადგენლებთან, მედია საშუალებებთან და სხვა პირებთან შეერთებული შტატების ფარგლებში... 2012 წლის სამართლიანი, ღია და პატიოსანი არჩევნების მეშვეობით უფრო ძლიერი ქართული დემოკრატიის ხელშეწყობის მიზნით“. 

იმავდროულად, საქართველოს მთავრობას ეროვნული უშიშროების საბჭოს მეშვეობით, ამჟამად áƒ¡áƒáƒ›áƒ˜ მოქმედი კონტრაქტი აქვს áƒ•áƒáƒ¨áƒ˜áƒœáƒ’ტონში ლობისტურ ფირმებთან, მათ შორის Podesta Group–თან; Orion Strategies–ისთან და გრეგორი მანიატისთან, კონსულტანტთან Ithaca Group-დან. ამ კონტრაქტების საერთო მოცულობა 840 000 აშშ დოლარს შეადგენს.

Civil.Ge © 2001-2024