კვლევა აჩვენებს, რომ ორი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Dec.'11 / 17:28
  • 2013 წლიდან პრემიერ–მინისტრად 26.1% ივანიშვილს, ხოლო 24.2% სააკაშვილს ისურვებდა;
  • ხვალ, რომ არჩევნები იყოს ორი პარტია გადალახავდა ბარიერს: ნაციონალური მოძრაობა (36% ); ივანიშვილის პარტია (32%);
  • თბილისში, იმერეთში, მცხეთა–მთიანეთში ივანიშვილი ლიდერობს; სამეგრელოში, სამცხე–ჯავახეთში, ქვემო ქართლში –მმართველი პარტია;
  • 77.7%  აუცილებლად მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას;
  • 75.7%–ისთვის ხელისუფლების შეცვლა მისაღებია მხოლოდ არჩევნების გზით;
  • 56.3% მიესალმება ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას, თუმცა 10%–ით ნაკლები აფასებს დადებითად მის პირველ ნაბიჯებს;
  • 53% არ უჭერს მხარს პარლამენტის რიცხოვნობის 190–მდე გაზრდას.

საქართველოში ორი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობის და პოლიტიკაში ახლადმოსული მილიარდერი ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის სახით, ნათქვამია კვლევაში, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით 11–22 ნოემბერს ჩაატარა.

კვლევის პრეზენტაცია 8 დეკემბერს შედგა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით.

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელია, კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით და ანონიმურობის დაცვით, áƒ“აახლოებით, 3000 საარჩევნო ასაკის რესპოდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით  გამოიკითხა. მისი თქმით, კვლევის ცდომილება ქვეყნის მასშტაბით 1.8%, ხოლო რეგიონულ მონაცემებში 6–7%–ია.

კვლევის დამკვეთი –  áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი  – ნოემბრის დასაწყისში დაფუძნებული ორგანიზაციაა და მისი ერთ–ერთი დონორი ბიძინა ივანიშვილია.  

“მისი [ივანიშვილის] ფინანსური მხარდაჭერა ინსტიტუტს ჰქონდა, მაგრამ არა ამ საქმისთვის. ჩვენ გვქონდა ამის შესაძლებლობა, რომ დაგვეფინანსებინა ეს კვლევა“, – განუცხადა ინსტიტუტის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა გია ხუხაშვილმა Civil.ge-ს კვლევასთან ივანიშვილის ფინანსური კავშირის შესახებ áƒ“ასმულ კითხვაზე და კონკრეტული ციფრების დასახელების გარეშე, დასძინა, რომ კვლევა „ძალიან სერიოზული თანხა დაჯდა“.

კვლევის შედეგების პრეზენტაციას ერთი დღით ადრე უსწრებდა აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევაზე დაყრდნობით ქართულ მედიაში ფრანგმენტულად გავრცელებული ინფორმაცია პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით.

სპეციალურ მიმართვაში ხუხაშვილმა მოუწოდა IRI–ს, რომ გააკეთოს განმარტებები, მის მიერ დაკვეთილ კვლევასთან დაკავშირებით 7 დეკემბერს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით „გაჟონილ“ მონაცემებზე, რადგან ამ კვლევით „პროპაგანდისტული მანიპულირება“ აზიანებს IRI–ის „მაღალ ავტორიტეტს“.

მედიის მიერ IRI–ის მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნაციონალური მოძრაობა 42%; ბიძინა ივანიშვილის პარტია 18%; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - 8%.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, ანალოგიურ კითხვაზე რესპოდენტთა 36%–მა ნაციონალური მოძრაობა, 32% – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალა; 4.3% – ქრისტიან–დემოკრატები; 1.6% – ლეიბორისტები; 1.5% – თავისუფალი დემოკრატები დაასახელა; დანარჩენ პარტიებს 1%–ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს.

იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, აქამდე ჩატარებულ კვლევებთან შედარებით, საგრძნობლად, 12.8%–მდე  შემცირდა იმ რესპოდენტთა ოდენობა, ვისაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. მისი თქმით, მისი ორგანიზაციის მიერ ივლისში ჩატარებულ კვლევაში რესპოდენტთა ეს ოდენობა 27%–ს შეადგენდა.

კვლევამ აჩვენა, რომ ივანიშვილის 32%–იან რეიტინგის მდგენელი, კაჭკაჭიშვილის განცხადებით, არის იმდეგაცრუებული ამომრჩევლის ივანიშვილის ფაქტორის გამო პოლიტიკისკენ შემობრუნება, სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა გადმობირება და მმართველი პარტიის ელექტორატის მიმხრობის „პირველი ნიშნები“. „ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობის, დაახლოებით, 3% თავის აქტივში გადმოიტანა“, – განაცხადა მან, თუმცა დასძინა, რომ ეს აშკარად გამოხატული ტენდენციის სახეს არ ატარებს.

რეგიონულ ჭრილში, ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვნად ლიდერობს იმერეთში, თბილისში, მცხეთა–მთიანეთში; ხოლო ნაციონალური მოძრაობა უპირატეს პოზიციებს ინარჩუნებს – სამცხე–ჯავახეთში, სამეგრელო–ზემო სვანეთში,  ქვემო ქართლში; დანარჩენ რეგიონებში დაფიქსირებული მონაცემები მათ თანაბარ შანსებზე მიუთითებს, რეგიონალურ დონეზე კვლევის 6–7%–იანი ცდომილების გათვალისწინებით. რეგიონებში მხარდაჭერის თვალსაზრისით, ყველა სხვა დანარჩენ პარტიას, რომელთა რეიტინგებიც საკმაოდ დაბალია, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა áƒ£áƒ¡áƒ¬áƒ áƒ”ბს, თუმცა ის მკვეთრად ჩამორჩება ლიდერების პოზიციებს.

კითხვაზე, თუ რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს 5%–იანი ბარიერის გადალახვას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, რესპოდენტთა 26% ნაციონალურ მოძრაობას; 21.4% ბიძინა ივანიშვილის პარტიას; 14.7 – ქრისტიან–დემოკრატებს; 7.9% – ირაკლი ალასანიას თავისუფალ დემოკატებს; ხოლო 4.4% – ლეიბორისტებს ასახელებს.  დანარჩენი პარტიები 4%–ს მიღმა არიან. 

რესპოდენტთა უფრო მეტი ოდენობა (39%)  აცხადებს, რომ ისინი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში შესაძლო დარჩენას დადებითად აფასებენ, ხოლო 35.8% ამ პერსპექტივას უარყოფითად უყურებს მაშინ, როცა დაახლოებით, 18%–ს ამ საკითხის მიმართ ნეიტრალური განწყობა აქვს.

თუმცა კითხვაზე, თუ ვის ისურვებდნენ პრემიერ–მინისტრად 2013 წლის შემდეგ, როცა ამჟამინდელი პრეზიდენტის მეორე და უკანასკნელი áƒ•áƒáƒ“ა იწურება, რესპოდენტთა 26.1%–მა ბიძინა ივანიშვილი, ხოლო 24.2%–მა – მიხეილ სააკაშვილი დაასახელა; შემდეგ მოდიან ირაკლი ალასანია (7.8%), გიორგი თარგამაძე (6.8%) და გიგი უგულავა (6.4%).

კაჭკაჭიშვილის განცხადებით, ნიშანადობლივია, რომ სააკაშვილის გაპრემიერების მსურველთა მონაცემი (24.2%) ჩამორჩება მმართველი პარტიის მხარდამჭერთა (36%) ოდენობას.

ამასთან, რესპოდენტთა 31.8%–ს მომავალ პრეზიდენტად ბიძინა ივანიშვილი; 12.7% – თბილისის მერი, გიგი უგულავა; 9.3% – ირაკლი ალასანია; 7.1% – გიორგი თარგამაძე, ხოლო 2.3% – პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სურთ.

გამოკითხულთა 77.7% აცხადებს, რომ 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, ამ მხრივ მხოლოდ 6.7%–ია განწყობილი სკეპტიკურად.

ამასთან, გამოკითხულთა 75.7%–ისთვის ხელისუფლების შეცვლა მისაღებია მხოლოდ არჩევნებით; რევოლუციურ გზას, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, რესპოდენტთა მხოლოდ 6.8% უჭერს მხარს; არსებული ხელისუფლების შეცვლა 12.2%–ისთვის მიუღებელია.

რესპოდენტთა 59.1% ფიქრობს, რომ 2012 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება; 15.4%–ს კი გაყალბების მოლოდინი აქვს.

კვლევის თანახმად, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას რესპონდენტთა 56.3% მიესალმება, თუმცა 10%–ით ნაკლები, 46.2% აფასებს დადებითად მის პირველ პოლიტიკურ ნაბიჯებს, 18.5%  – უარყოფითად, ხოლო 21.4% ნეიტრალურად არის განწყობილი.

კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 39.5%–ის აზრით, ბიძინა ივანიშვილმა სწორად აირჩია პარტნიორებად თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები; საპირისპიროს 30% მიიჩნევს, ხოლო ამდენივეს უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

რესპოდენტთა 45% მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება შეძლებს მოუგვარებელი პრობლემების გადაჭრას, ხოლო ზუსტად ამდენივე საპირისპიროს ფიქრობს. პრობლემების მოგვარების მოლოდინი ბიძინა ივანიშვილის მიმართ რესპოდენტთა 57%–ს აქვს.

ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობა მთავარ პრობლემებად უმუშევრობას, „დაკარგულ ტერიტორიებს“, სიღარიბეს, ფასების ზრდას და ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობას ასახელებს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულთა 53% არ უჭერს მხარს პარლამენტში დეპუტატთა რიცხოვნობის 150–დან 190–მდე გაზრდის ინიციატივას – ამ იდეას მხოლოდ 13% ემხრობა. 

 

Civil.Ge © 2001-2024