მმართველი პარტია საარჩევნო კოდექსის პროექტის შეცვლის ინიციატივით გამოდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Dec.'11 / 18:20
  • დამოუკიდებელ კანდიდატებს მაჟორიტარად კენჭისყრის უფლება ექნებათ;
  • პატიმართა ხმის მიცემის უფლებაზე სრული აკრძალვის გაუქმება.

მმართველი პარტია საარჩევნო კოდექსის პროექტში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რათა ვენეციის კომისიის მიერ თვის დასაწყისში áƒ¬áƒáƒ áƒ›áƒáƒ“გენილი რეკომენდაციებიდან რამდენიმე áƒ’აითვალისწინოს.   

პროექტში დაგეგმილ ცვლილებებს შორის არის იმ დებულების დამატება, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის, თბილისის საკრებულოს და თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემს. ამჟამად მხოლოდ პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს შეუძლია მაჟორიტარად კენჭისყრა.

ვენეციის კომისია დიდი ხანია ურჩევს საქართველოს კოდექსიდან ამ აკრძალვის ამოღებას. ოპოზიციური პარტიები ყოველთვის თავს იკავებდნენ ამგვარ ცვლილებაზე, რადგანაც მათ მიაჩნიათ, რომ ეს მეტ შესაძლებლობას მისცემს მმართველ პარტიას მანევრირებისთვის ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარული არჩევნების დროს. ადრე დამოუკიდებელ კანდიდატებს ჰქონდათ უფლება კენჭი ეყარათ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში და პარლამენტში ბევრი ასეთი კანდიდატი, როგორც წესი, áƒžáƒ áƒ–სახელისუფლებო დეპუტატად მიიჩნეოდა. დამოუკიდებელ კანდიდატებს მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის მოთხოვნის შედეგად აეკრძალათ.

მმართველი პარტიის წინადადების თანახმად, ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს ექნება უფლება მაჟორიტარად დამოუკიდებელი კანდიდატი წარადგინოს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მმართველი პარტია ასევე გამოდის ინიციატივით მოიხსნას პატიმართა ხმის მიცემის უფლებაზე აბსოლუტური აკრძალვა. წინადადების თანახმად, იმ პატიმრებს, რომელთაც 5 წელზე მეტი არ აქვთ მისჯილი, უფლება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, რეფერენდუმში და პლებისციტში.

მმართველი პარტიის ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რამდენიმე სხვა რეკომენდაციას, თუმცა ისეთი საკითხები, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და უთანაბრობა ოლქებს შორის კვლავ ყურადღების მიღმა რჩება.

მმართველი პარტიის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა, რომელმაც 8 დეკემბერს ინიციატივა წარმოადგინა, განაცხადა, რომ პროექტში შემოთავაზებული ცვლილებები საბოლოო არ არის და განხილვები გაგრძელდება სხვა საკითხებზე, მათ შორის იმ დებულებებზე, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას არეგულირებს.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, მმართველი პარტია დათანხმდა საარჩევნო უბნებზე (კენჭისყრის კაბინის გარდა) áƒ¤áƒáƒ¢áƒ/ვიდეო გადაღებას იმ პირების მიერ, რომელთაც უფლება აქვთ საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ.

 

Civil.Ge © 2001-2024