სასამართლომ ივანიშვილის და მისი მეუღლის მოქალაქეობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Dec.'11 / 14:29

ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველო მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო საქმის არსებით განხილვას, რომელიც áƒáƒ áƒ¨áƒáƒ‘ათს დაიწყო, 20 დეკემბერს áƒ’ანაახლებს.

სასამართლო მოსამზადებელი სხდომის შემდეგ, საქმეზე, სადაც ივანიშვილის მხარე პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოდის, პირველი სასამართლო მოსმენა ადრე გამოცხადებული 8 დეკემბრის ნაცვლად, 12 დეკემბერს გაიმართა, თუმცა იმის გამო, რომ სხდომა სასამართლოს შენობაში არსებულ ერთ–ერთ ყველაზე პატარა დარბაზში ჩატარდა, მას ყველა მსურველი ვერ დაესწრო. მოსარჩელე მხარე საქმის აქტუალობიდან გამომდინარე სხდომის დიდ დარბაზში áƒ©áƒáƒ¢áƒáƒ áƒ”ბას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს თხოვნა არ გაიზიარა.

ივანიშვილის მხარე თავისი სარჩელით ითხოვს პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებულების ბათილად ცნობას, რითაც ივანიშვილს და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა, მათი მტკიცებით, „უკანონოდ“ შეუწყდათ.

მოსარჩელე მხარის ერთ–ერთი ძირითადი ხაზი გადის იმ არგუმენტზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული აქვს პრეზიდენტის მიერ საგამონაკლისო წესით, არ უნდა გავრცელებულიყო კანონის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას. ეს წესი, ივანიშვილის ადვოკატების მტკიცებით, ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით ან ნატურალიზაციით მიიღეს. ამ პოზიციის განსამტკიცებლად ისინი აპელირებას ახდენენ „მოქალაქეობის შესახებ კანონის“ შემდეგ ჩანაწერზე: „საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა“.

თუმცა მოპასუხე მხარის პოზიციაა, რომ კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია იმის მიუხედავად, მან მოქალაქეობა მიიღო დაბადებით, ნატურალიზაციით თუ áƒ’ამონაკლისი წესით.

ივანიშვილის დაცვის კიდევ ერთი პრეტენზია ეხება პროცედურულ საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ აცნობეს ივანიშვილს და მის მეუღლეს მათი მოქალაქეობის შეწყვეტის განზრახვაზე, რაზეც გადაწყვეტილება  ხელისუფლებამ მეხუთე დღეს მიიღო მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წასვლის შესახებ ივანიშვილის 7 ოქტომბრის განცხადებიდან შეიტყო, რომ მას რუსულთან ერთად საფრანგეთის მოქალაქეობაც გააჩნდა. წერილობით განცხადებაში, სადაც ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის შესახებ áƒáƒ áƒáƒ¤áƒ”რი იყო ნახსენები, áƒ˜áƒ•áƒáƒœáƒ˜áƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜ აცხადებდა, რომ ამ ორი ქვეყნის პასპორტების ჩაბარებას აპირებდა. მოპასუხე მხარემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მათ არ გააჩნდათ ვალდებულება, რომ წინასწარ ეცნობებინათ მოქალაქეობის შეწყვეტის გეგმებზე.

ივანიშვილის შემთხვევა განსხვავდება მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის შემთხვევისაგან. თუმცა ორივე მათგანი ერთად იხილება გამომდინარე იქიდან, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის ერთი ბრძანებულებით შეუწყდათ, რომლის ბათილად ცნობაც არის სასარჩელო მოთხოვნა.

ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა 2010 წლის 30 მარტს მიიღო მას შემდეგ, რაც 2004 წლის 10 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას „სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“ საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. ეკატერინე ხვედელიძეს კი, მისი ადვიკატების განცხადებით, áƒ¡áƒáƒ¤áƒ áƒáƒœáƒ’ეთის მოქალაქეობა უკვე გააჩნდა მაშინ, როცა მას და მის სამ შვილს პრეზიდენტმა ასევე საგამონაკლისო წესით მისცა საქართველოს მოქალაქეობა 2004 წლის 24 ივნისს

მოსარჩელე მხარის კითხვაზე, იყო თუ არა ცნობილი ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის გარშემო არსებული ფაქტობრივი გარემოებები, როცა მისი მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდნენ, პრეზიდენტის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე უპასუხა, რომ ამის შესახებ მათთვის ცნობილი არ იყო. 

ივანიშვილი–ხვედელიძის ადვოკატების განცხადებით, მათ კიდევ უფრო განუმტკიცდათ რწმენა, რომ მათი კლიენტების შემთხვევა პირველი და უნიკალურია, ვინაიდან მოპასუხე მხარემ, მოთხოვნის მიუხედავად, ვერ წარმოადგინა რაიმე მასალები ან სტატისტიკა ისეთ ანალოგიურ გადაწყვეტილებებზე, როცა საგამონაკლისო წესით მიღებული საქართველოს მოქალაქეობა პირებს ჩამოერთვათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მოტივით.  áƒ›áƒáƒ¡áƒáƒ áƒ©áƒ”ლე მხარის განცხადებით, áƒáƒ› ინფორმაციის მოპოვებაში მათ მოსამართლემ არ შეუწყო ხელი.  

ორშაბათის áƒ¡áƒáƒ¡áƒáƒ›áƒáƒ áƒ—ლო პროცესზე, ვიდრე მხარეები ახსნა–განმარტებებისა და კითხვა–პასუხის რეჟიმზე გადავიდოდნენ, მოსარჩელე მხარემ „არაობიექტურობისა“ და „მიკერძოებულობის“ მოტივით ორჯერ დააყენა 29 წლის მოსამართლის შოთა გეწაძის, რომელიც იმავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეა, აცილების შუამდგომლობა, რასაც არც მოპასუხე მხარის წარმომადგენლები, არც თავად მოსამართლე არ დაეთანხმნენ. მოსამართლემ, რომლის აცილების ერთ–ერთი საფუძველი იყო áƒ˜áƒ¡ ფაქტი, რომ როცა ის საკუთარ უარს ასაბუთებდა, სასამართლო დარბაზში ჩამწერი მოწყობილობა ითიშებოდა, ასევე არ დააკმაყოფილა პროცესის áƒáƒšáƒ¢áƒ”რნატიული აუდიო და ასევე ვიდეო ჩაწერის შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობები.

Civil.Ge © 2001-2024