ახალი შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Dec.'11 / 16:38
  • პარლამენტის წევრთა რაოდენობა აღარ გაიზრდება;
  • 150–წევრიან პარლამენტში 73 მაჟორიტარი და 77 პარტიული სიით არჩეული დეპუტატი იქნება;
  • საკონსტიტუციო უმრავლესობა 3/4–ით განისაზღვრება;
  • 5%–იან ბარიერგადალახული პარტია ფრაქციის შესაქმნელად საჭირო 6 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

მომავალ პარლამენტში დეპუტატების საერთო რაოდენობის გაზრდის გეგმაზე უარის თქმის შემდეგ, მმართველი პარტია და ზოგიერთი ოპოზიციური პარტია შეთანხმდნენ 19 დეკემბერს, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს და პარტიული სიით არჩეულ დეპუტატებს შორის მანდატების გადანაწილება უმნიშვნელოდ შეცვალონ.  

ახალი შეთანხმების თანახმად, მაჟორიტარული დეპუტატების რაოდენობა არსებული 75–დან 73–მდე შემცირდება, ხოლო პარტიული სიით არჩეული დეპუტატების რაოდენობა არსებული 75–დან 77–მდე გაიზრდება.

ახალი შეთანხმების სხვა ძირითადი პუნქტები:

  • პროპორციული სისტემით ადგილების განაწილების წესის შეცვლა; ახალი შეთანხმების თანახმად, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი ავტომატურად შეიყვანს თავის 6 წევრს პარლამენტში 5%–იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ 5%–იანი ბარიერის გადალახვა პარტიას ან ბლოკს საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ავტომატურად აძლევს, რადგანაც ამისთვის სულ ცოტა 6 დეპუტატია საჭირო. áƒ“ეპუტატებს ექვსამდე პარტიები იმ გაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე áƒ¨áƒ”ავსებენ, რომელიც ამჟამად მოქმედი წესით იმ პარტიებს ერგებათ, რომლებმაც არჩევნებში მეტი ხმა მიიღეს. 
  • 2013 წლის ბოლოდან საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად უფრო მაღალი ზღვარის დაწესება. შეთანხმების თანახმად, კონსტიტუციაში ცვლილების მიღება შესაძლებელი იქნება áƒ¡áƒáƒ›áƒ˜–მეოთხედით, ნაცვლად áƒáƒ›áƒŸáƒáƒ›áƒáƒ“ არსებული áƒáƒ áƒ˜–მესამედისა. ეს საკონსტიტუციო შესწორება ძალაში, მიღების შემთხვევაში, 2013 წლის 1 დეკემბრიდან შევა. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო, ნაცვლად ამჟამინდელი 100 დეპუტატისა. 

მმართველი პარტიის დეპუტატებმა 2013 წლის მიწურულიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის ზღვარის გაზრდის ამოქმედება დაუკავშირეს კონსტიტუციაში შარშან შეტანილი იმ ცვლილებების ამოქმედების ვადებს, რომლითაც პრემიერ–მინისტრის ფიგურა პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირების ხარჯზე ძლიერდება 2013 წელს ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ. ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ კი განაცხადა, რომ 2013 წლის დეკემბრამდე იმ ძალას, რომელიც 2/3–ით იქნება 2012 წლის მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი, áƒ¨áƒ”საძლებლობა ექნება áƒ™áƒ•áƒáƒ áƒ£áƒ›áƒ˜áƒ¡ აწევამდე áƒ’ანახორციელოს მისთვის სასურველი საკონსტიტუციო ცვლილებები.

ფაქტიურად, მაჟორიტარული და პროპორციული სისტემებით არჩეული დეპუტატების რაოდენობის ცვლილება იმ ორი მაჟორიტარული მანდატის გაუქმების შედეგია, რომლებიც სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში მდებარე ორი ერთმანდატიანი ოლქისთვის იყო გათვალისწინებული.

პარლამენტის ამჟამინდელ 75 მაჟორიტარ დეპუტატს შორის ორი 2008 წლის მაისში ლიახვის და ახალგორის ოლქებში არჩეული დეპუტატები არიან. áƒáƒ› ორ ოლქს აგვისტოს ომამდე თბილისი აკონტროლებდა.  საარჩევნო სისტემიდან ამ ორი ოლქის ამოღება ვაკანტურ ადგილებს შექმნის პარლამენტში, რომლებიც პარტიული სიით არჩეული დეპუტატებით შეივსება.

ეს ახალი შეთანხმება ასევე იმას ნიშნავს, რომ აღარ განხორციელდება თავიდან დაგეგმილი ყველაზე მსხვილი ერთმანდატიანი ოლქების დაყოფა, რითიც შენარჩუნდება áƒ”რთმანდატიან ოლქებს შორის áƒáƒ›áƒáƒ›áƒ áƒ©áƒ”ველთა რაოდენობის მხრივ არსებული დიდი უთანასწორობა. ვენეციის კომისია უკვე დიდი ხანია ითხოვს თანაბარი რაოდენობის ერთმანდატიანი ოლქების ჩამოყალიბებას, რათა ამომრჩეველთა თანასწორუფლებიანობა იქნეს გარანტირებული, ანუ არ ხდებოდეს ისე რომ, áƒ›áƒáƒ’ალითად, áƒžáƒáƒ¢áƒáƒ áƒ ოლქში დარეგისტრირებული ექვსი ათასი ამომრჩეველიც და ასიათასიანი, ან უფრო დიდი, ოლქიც, ორივე ერთ დეპუტატს ირჩევდეს.

ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია 2012 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ვერ იქნება გათვალიწინებული და ის შესაძლოა შემდეგი პარლამენტების არჩევისას იქნას გაზიარებული,  განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან დღეს გამართული პარტიული კონსულტაციების შემდეგ. áƒáƒ› კონსულტაციებს არასაპარლამენტო პარტიებიდან ესწრებოდნენ მხოლოდ ახალი მემარჯვენეები და მრეწველები.

კუბლაშვილის თქმით, შეთანხმებული პრინციპების შესაბამისად გაიწერება ფორმულირებები იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც ნოემბერში იქნა ინიცირებული მმართველ პარტიასა და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას შორის áƒ–აფხულში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად და რომლის áƒ—ავდაპირველი ვარიანტიც პარლამენტის რიცხოვნობის 150–დან 190–მდე გაზრდას ეხებოდა. áƒ¨áƒ”საბამისი ცვლილებები შევა ასევე საარჩევნო კოდექსის პროექტში, სადაც აისახება 150–წევრიან პარლამენტში 73 მაჟორიტარისა და 77 პარტიული სიით ასარჩევ დეპუტატთა თანაფარდობა. 

საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტებს დიდი ალბათობით áƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტი წლის ბოლომდე დაამტკიცებს.



 

Civil.Ge © 2001-2024