დეპუტატებმა ავღანეთში დამატებითი სამხედროების გაგზავნას დაუჭირეს მხარი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Dec.'11 / 18:22

პარლამენტმა 103 ხმით 1–ის წინააღმდეგ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნას áƒáƒ•áƒ¦áƒáƒœáƒ”თში ქვეითთა დამატებითი ბატალიონის გაგზავნის თაობაზე, áƒ áƒáƒ›áƒšáƒ”ბიც დაემატებიან áƒ˜áƒ› 936 ქართველ ჯარისკაცს, ვინც უკვე მსახურობენ ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში.

კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ – რაც 749 სამხედროს შეადგენს – საქართველო გახდება ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი, 1 685 სამხედრო ეყოლება ავღანეთში.  áƒáƒ›áƒŸáƒáƒ›áƒáƒ“, ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მეტი სამხედრო ავღანეთში ავსტრალიას ჰყავს 1 550–ის ოდენობით.

საქართველომ, რომლის შეიარაღებული ძალებიც შეზღუდვების გარეშე მოქმედებენ, ავღანეთში 10 სამხედრო დაკარგა – ყველა მათგანი ჰელმანდის პროვინციაში.

საქართველომ პირველად თავისი სამხედროები ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის 2004 წელს გაგზავნა, როდესაც 50 ჯარისკაცი ხანმოკლე áƒ•áƒáƒ“ით იქნა განთავსებული ქვეყანაში გერმანული სარდლობის ფარგლებში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

2009 წლის ნოემბერში საქართველომ 173 სამხედრო განათავსა ქაბულში ფრანგული სარდლობის ქვეშ, ხოლო მომდევნო წელს საქართველომ ავღანეთში სამხედროების რაოდენობა გაზარდა და ჰელმანდის პროვინციაში ქვეითთა ბატალიონი გაგზავნა, რომლებიც იქ ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობენ.

2011 წლის დასაწყისში საქართველომ 11 სამხედრო ინსტრუქტორი გაგზავნა ყანდააარში ფრანგული სარდლობის ქვეშ.

მიესალმა რა საქართველოს ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა ნოემბერში თბილისში ვიზიტის დროს, რომ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობასა და ნატოს წევრობას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.

„საქართველოს წვლილი ჩვენს ოპერაციაში ავღანეთში ასევე ეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ნატოს შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობას... მაგრამ გარდა ამისა, მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ოპერაციაში წვლილსა და ნატოს მომავალ წევრობას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს; ეს ერთი ფაქტორია, თუმცა ბევრი ელემენტი არსებობს, რომელთა შესრულებაცაა საჭირო გაწევრიანებამდე“, – განაცხადა რასმუსენმა 9 ნოემბერს.
 

Civil.Ge © 2001-2024