სააკაშვილი „ბნელეთის ძალებზე“
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Dec.'11 / 16:47

დღევანდელი პოლიტიკური ვითარების შედარებისას 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ áƒ¨áƒ”ქმნილ სიტუაციასთან, როცა დღევანდელ ხელისუფლებას გაერთიანებული ოპოზიცია უპირიპისპირდებოდა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ და ჩვენ გავიმარჯვებთ შემდეგშიც“.

“ყველა ძალა შეიკრა მაშინ, მაშინაც რუსეთის მიერ დაფინანსებული – ახლა ამაზე ღიად შეიძლება ლაპარაკი – მაშინაც მთელი უცხოური სპეცსამსახურებით ზურგგამაგრებული, მაშინაც მთელი ეს ძველი საბჭოთა და კორუმპირებული შევარდნაძის დროინდელი ხალხი ერთად შეკრული, ის ვინც ძარცვავდა, ვინც ანადგურებდა, ვინც ამ დამცირებამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა  და მაშინაც ეგონათ, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო“, – განაცხადა მან, "ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ და ჩვენ გავიმარჯვებთ შემდეგშიც".

„იმიტომ, რომ როგორც არ უნდა შეიკრან წარსულის და ბნელეთის ძალები, როგორც არ უნდა მიგვათრევდნენ უკან საბჭოთა კავშირში ამ ჩაბნელებულ ეპოქაში, მართლა ჩაშმორებულ, გახრწნილ შევარდაძის დროინდელ მთავრობაში, უშუქობაში, უგზოობაში, უპერსპექტივობაში, ერთი და იგივე ხალხის მიერ მუდმივად ქვეყნის ძარცვაში, ქართველი ხალხი არის არა იქ, სადაც ისინი იკრიბებიან, არამედ ქართველი ხალხი ხართ თქვენ. ქართველი ხალხი არის ის, ვინც აქამდე მოიტანა ეს ქვეყანა, არ დაანგრევია და ბოლომდე არ მოასპობინა ჩვენი იმედი, არ მოაშლევინა მათ ჩვენი ოცნება“, – მიმართა მან ახალციხეში მოქალაქეებს.

ეს განცხადება პრეზიდენტმა ახალციხეში ადგილობრივი ადმინიტრაციის ახალი შენობის გახსნისას გააკეთა. მან განაცხადა, რომ ახალციხე „აღარ არის მიგდებული“ და ეს ქალაქი უნდა გახდეს „საქართველოს აღმშენებლობის მთავარი გვირგვინი“.

შემდეგ მან დასვა შეკითხვა, თუ როდის იყო საქართველოში ასეთი აღმშენებლობა და თავადვე უპასუხა, რომ „ეს იყო საქართველოს ოქროს ხანაში – დავითის და თამარის დროს“.

“ჩვენ ეპოქაში იქმნება ის, რაც არ შექმნილა რვა საუკუნის განმავლობაში. და ამას ვქმნით ჩვენ“, – განაცხადა მან, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ არ სურდა „თავის მოწონება“.

„ამას თქვენ აკეთებთ“, – განუცხადა მან შეკრებილებს და დასძინა: „ხალხი დღეს არის კოლექტიურ დავით აღმაშენებლად ქცეული, ხალხი დღეს არის კოლექტიურ თამარ მეფედ ქცეული. ხალხს დღეს ამაყად აქვს აფრიალებული ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც ჩვენს გარე მტრებს და შიდა  კოლონას ძალიან ნერვებს უშლის“.

“ჩვენ მაინც ავაშენებთ მიუხედავად იმისა, რომ მათ აღიზიანებთ ჩვენი შუშის სასახლეები, მათ არ მოსწონთ ჩვენი გაკეთებული გზები, მათ არ მოსწონთ ჩვენი გაკეთებულ თუნდაც თბილისის შუშის ხიდი ან სხვა ლამაზი შენობები.  რატომ იცით? იმიტომ, რომ როცა ეს ყველაფერი შენდება ბევრად უკეთესად, ვიდრე იმ იმპერიაში, რომელსაც ისინი ემონებიან, როცა მათი ფეხსაცმლის ლოკვაშია მათი საუკეთესო პირის გემო, მერე ვეღარ იტყვიან, რომ უნდა დავბრუნდეთ უკან იმათ საფარქვეშ“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

ძველ თბილისში, მტკვარზე გადებული საფეხმავლო შუშის ხიდი ოპოზიციონერმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ნოემბერში „მედიაპალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკრიტიკა, როგორც აქიტექტურის „ყველა კანონიკის“ დარღვევით აგებული ნაგებობა და  განაცხადა, რომ „ეს არის უნიკალური მაგალითი, რომ ვაჩვენოთ სააკაშვილის სახე კარგად“. 
 
პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ისე áƒ’ააკეთა განცხადებები "ნეოშევარდნაძისტულ ფლანგზე", ძალებზე, რომლებიც მისტირიან ვასალის მდგომარეობას და ცდილობენ საქართველოს წარსულში დაბრუნებას, რომ არცერთხელ áƒáƒžáƒáƒœáƒ”ნტის ვინაობა კონკრეტულად არ დაუსახელებია.

 

Civil.Ge © 2001-2024