პოლიტიკური მოსყიდვისთვის სასჯელი მკაცრდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Dec.'11 / 20:32

პარლამენტმა 27 დეკემბერს პირველი და მეორე მოსმენებით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება მიიღო, რომლითაც მკაცრდება სასჯელის ფორმა იმ შემთხვევებზე, რომლებიც პოლიტიკურ áƒ›áƒáƒ¡áƒ§áƒ˜áƒ“ვას ეხება.

სისხლის სამართლოს კოდექსში ცვლილების პროექტის თანახმად, ”პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების ან მომსახურების, ანდა სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა, გაწევა, ან ასეთის მოთხოვნა ან მიღება, აგრეთვე მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით”, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ანდა ჯარიმით.

ამ დებულებით გათვალისწინებულ უკანონო ქმედებებში ჩართული იურიდიული პირი ისჯება „ლიკვიდაციით“.

როგორც დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა 27 დეკემბერს გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა, ლიკვიდაცია შეეხებათ იურიდიულ პირებს, გარდა პოლიტიკური პარტიებისა. თუმცა, ჯერ კიდევ დასადგენია, თუ რა სანქცია იქნება áƒ’ამოყენებული áƒžáƒáƒšáƒ˜áƒ¢áƒ˜áƒ™áƒ£áƒ áƒ˜ პარტიების მიერ ამ ნორმის დარღვევის შემთხვევაში. 

სისხლის სამართლის კოდექსის იგივე დებულების ამჟამად არსებული ფორმულირება მხოლოდ საარჩევნო კამპანიის პერიოდს ეხება და კრძალავს მატერიალური სარგებლის áƒ¨áƒ”თავაზებით áƒ“ა გადაცემით áƒáƒ›áƒáƒ›áƒ áƒ©áƒ”ველთა წაქეზებას, რათა მათ „ხმა მისცენ რომელიმე საარჩევნო სუბიექტს ან თავი შეიკავონ არჩევნებში ხმის მიცემისგან“. არსებული კოდექსით, ამგვარი ქმედებები ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით. 

ამ დებულების ახალი ფორმულირებით ასევე დასჯადია „პოლიტიკური მიზნით“ ფულის ან სხვა რაიმე სახის სარგებლის მიღება; ამგვარი ქმედებაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღვეთით ვადით სამ წლამდე.

ოპოზიციურმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს ცვლილება და მას „ბუნდოვანი“ უწოდეს, რაც, მათი თქმით, ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა; განსაკუთრებით კი ეს ეხებოდა áƒ©áƒáƒœáƒáƒ¬áƒ”რს – „პოლიტიკური მიზნით“.          

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა განაცხადა საპარლამენტო მოსმენის დროს, რომ მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა, მათ შორის სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა ეს ფორმულირება უფრო კონკრეტული და მკაფიო გახდეს; მისი თქმით, საბოლოო ფორმულირება 28 დეკემბერს პროექტის მესამე და საბოლოო მოსმენით დამტკიცებამდე იქნება მზად.

მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა იმ მაქსიმალური წლიური თანხის დასადგენად, რომლის გაცემაც პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ სხვადასხვა საქმიანობების ფარგლებში,  მაგალითად áƒ“ღესასწაულების áƒ“როს, რაც არ ჩაითვლება პოლიტიკურ კორუფციად.

სისხლის სამართლის კოდექსში შემოთავაზებული ცვლილება რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციამაც გააკრიტიკა.

ერთობლივ განცხადებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადეს, რომ „კერძო სექტორისთვის დადგენილი შეზღუდვები, გარკვეულწილად, აღნიშნული სექტორის ბუნებისათვის შეუსაბამოა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, არაპროპორციული და ზედმეტად მკაცრი ჩადენილ დარღვევასთან მიმართებაში“.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ "კანონპროექტებით არ ხდება ცალკე სპეციალური მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება ისეთი დარღვევების ჩადენისათვის, როგორებიცაა საჯარო მოხელეების მიერ ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება,"

Civil.Ge © 2001-2024