სოხუმმა მოსახლეობის აღწერის საბოლოო მონაცემები გამოაქვეყნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Dec.'11 / 12:47

სეპარატისტული აფხაზეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ 28 დეკემბერს გამოქვეყნებული მოსახლეობის აღწერის საბოლოო შედეგების თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 240 705 შეადგენს, რომლის ნახევარსაც ეთნიკური აფხაზები წარმოადგენენ.

ეს ბოლო აღწერა 2011 წლის თებერვალში ჩატარდა. 2003 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, სეპარატისტულ რეგიონში დაახლოებით 214 000 ადამიანი ცხოვრობდა. თუმცა, ეს ციფრები ყოველთვის წარმოადგენდა დაპირისპირების საგანს, რადგან áƒ¡áƒ®áƒ•áƒáƒ“ასხვა მაჩვენებლები 180 000–დან 220 000–ის ფარგლებში მერყეობდა.

სეპარატისტული რეგიონის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 122 069 ადამიანი ეთნიკური აფხაზია (50.71%); 43 166 – ქართველი, რაც 17.93%–ია და რომელთა უმეტესობაც გალის რაიონში ცხოვრობს (მონაცემებში ცალკეა გამოყოფილი áƒ˜áƒ¡ 3 600 მკვიდრი, რომელთაც, აფხაზეთის სტატისტიკის სამმართველოს ინფორმაციით, საკუთარი თავი მეგრელებად დაასახელეს); სომხები – 41 864 (17.39%); რუსები – 22 077 (9.17%); ბერძნები – 1 380 (0.6%).

1989 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 525 061–ს შეადგენდა, მათ შორის 239 872 ეთნიკური ქართველი (45.7%), 93 267 აფხაზი (17.8%), 76 541 სომეხი (14.6%) და 74 914 ეთნიკური რუსი იყო (14.3%). 

საქართველოს ახალ ეროვნულ კონცეფციაში ნათქვამია, რომ „90-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად თავისი საცხოვრებელი ადგილი იძულებით დატოვა ამ ტერიტორიების მოსახლეობის დაახლოებით 80%-მა, 500 000-მდე მოქალაქემ, რომელთაგან 261 000 ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს“.

Civil.Ge © 2001-2024