ივანიშვილი: სააკაშვილი ‘აგონიაშია’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Dec.'11 / 16:48


ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ესაუბრება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წინ, 29 დეკემბერს. ფოტო: ინტერპრესნიუსი

ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალ რეგულაციებისთვის  უკუქცევითი ძალის მინიჭება, იმის მაჩვენებელია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა „აგონიაშია“, განაცხადა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილმა 29 დეკემბერს. 

„ვგულისხმობ იმას, რომ ის აგნოია და ის აპათეა, რომელშიც იმყოფება დღეს áƒžáƒ áƒ”ზიდენტი, ჩვენი ხელისუფალი, ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ ამის სამტკიცია, რაც მიიღეს დღეს, რომ შექმნეს პრეცედენტი მსოფლიოში, რომ კანონს მისცეს უკუქმედების საშუალება. აი ამის მსგავსი ქმედებებით ვერ შეაჩერებს სააკაშვილი იმ პროცესს, რისთვისაც მოწოდებულია საქართველოს მოსახლეობა – თავისუფლებისთვის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს თბილისში საფრანგეთის საელჩოში მისვლის შემდეგ.

„ის, რომ ხელისუფლებას დღეს სურს, რომ მთელი საქართველო ციხეში ამყოფოს და შიშისა და სიცრუის მეშვეობით შეინარჩუნოს ხელისუფლება. არ მოხდება“, – განაცხადა მან.

„როგორც გაზაფხულის მოსვლას ვერ შეაჩერებს პრეზიდენტი, ასევ ვერ შეაჩერებს ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვას“, – განაცხადა ივანიშვილმა, „მოხდება მოსახდენი დროულად და კანონიერად“.

Civil.Ge © 2001-2024