პარტიების დაფინანსების ახალი წესები ამოქმედდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Dec.'11 / 16:50

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში პოლიტიკურ მოსყიდვასთან დაკავშირებული ცვლილებები 29 დეკემბერს, პარლამენტის მიერ დამტკიცებიდან მეორე დღეს, შევიდა ძალაში.

ორივე კანონი "საკანონმდებლო მაცნეს" ვებ–გვერდზე áƒ’ამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც მათ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოაწერა ხელი. მიხეილ სააკაშვილმა არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოწოდებები ვეტო დაედო ამ „არაკონსტიტუციური“ ცვლილებებისათვის.

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებისთვის მინიჭებული უკუქცევითი ნორმის თანახმად, პარტიებს, რომლებსაც აუთვისებელი აქვთ იურიდიული პირებისგან შემოწირულობები, 3 კალენდარულ დღეში ამ თანხების დაბრუნება უკან მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სახსრები სახელმწიფო საკუთრება გახდება.

კანონის ეს ნორმა მას შემდეგ აისახა საკანონმდებლო ცვლილებებში, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს –  რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებს, კონსერვატორებს და ხალხის პარტიას  – ჯამში 4.1 მლნ ლარის ოდენობით თანხები გადაერიცხათ, მათ შორის 3.3 მლნ ლარი ივანიშვილის, ხოლო 800 ათასი ლარი ფეხბურთელ კახი კალაძის კომპანიებიდან.

პარტიებს ამ თანხების უკან დაბრუნება 1 იანვრამდე áƒ›áƒáƒ£áƒ¬áƒ”ვთ იმ შემთხვევაში, თუ კანონის ამოქმედების მომენტისთვის დახარჯული არ აქვთ.

 

Civil.Ge © 2001-2024