მმართველი პარტიის დეპუტატების თქმით, პარტიების დაფინანსებაზე კანონს უკუქცევითი ძალა არ აქვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Dec.'11 / 21:48

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებით, პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს არანაირი უკუქცევითი ძალა არ აქვს და პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პოლიტიკურ გაერთიანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დაარღვია შემოწირულობის მიღების მომენტში არსებული კანონმდებლობა.

ეს განცხადება 29 დეკემბერს, საღამოს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე პავლე კუბლაშვილმა და აკაკი მინაშვილმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც აშშ–ის საელჩომ საქართველოში საგანგებო განცხადება გაავრცელა.

საელჩოს განცხადებაში, რომელიც áƒžáƒáƒ áƒ¢áƒ˜áƒ”ბის შესახებ კანონში ცვლილებების "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების შემდეგ გაკეთდა, áƒáƒ¦áƒœáƒ˜áƒ¨áƒœáƒ£áƒšáƒ˜áƒ, რომ áƒ™áƒáƒœáƒáƒœáƒ›áƒ“ებლობაში მიღებულ ცვლილებებს „ყურადღებით“ გაეცნენ და „ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას“.

“მე მინდა მივესალმო აშშ–ის საელჩოს მიერ გაკეთებულ ზოგადად პოზიტიურ განცხადებას საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ამავე დროს მინდა გამოვთქვა გარკვეული წუხილი, რომ ის მონაკვეთი, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების იმ ნაწილს, რომელიც თითქოს გულისხმობს უკუძალის ნორმას, ეს არის განცხადება, რომელიც ეფუძნება მცდარ ინფორმაციას“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი და 29 დეკემბერს გამოქვეყნებული კანონის იმ მუხლში, რომლის უკუქცევით ხასიათს ასევე აპროტესტებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც „არაკონსტიტუციურ“ ნორმას, წერია: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ  კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.

კანონპროექტის მესამე მოსმენით განსახილველ ვარიანტში, რომელიც საბოლოო კენჭისყრის ჩატარების შემდეგ áƒ’ახდა ხელმისაწვდომი, ეწერა: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის გამცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“  – სიტყვა „ამ“ საბოლოო ვარიანტში აღარ ფიგურირებს, რაც ცვლის ამ მუხლის არსს.

კანონისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭება მმართველი პარტიის დეპუტატმა კობა ხაბაზმა 27 დეკემბერს მეორე მოსმენით საპარლამენტო განხილვების დროს მოითხოვა. áƒ¡áƒáƒ™áƒ˜áƒ—ხის მესამე მოსმენით განხილვის დროს ამ კონკრეტულ თემაზე მსჯელობა არ ყოფილა.

ხაბაზი კანონის მიღების შემდეგ მიესალმა უკუქცევითი ნორმის კანონში ჩადებას. კერძოდ, მან 28 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა: "გუშინდელი დაყენებული ჩემი საკითხი ასახული იქნა მეორე მუხლს დაემატა ქვეპუნქტად, სადაც არის ნათქვამი, რომ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებსაც აი ამ მოქმედი კანონით, უკვე მოქმედი კანონის დარღვევით აქვთ მიღებული შემოსავლები და ეს თანხები არ აქვთ გახარჯული და მათ აქვთ აკუმულირებული გარკვეულწილად არჩევნებისთვის, ამ ადამიანებს ეძლევათ გარკვეული ვადა, ეს სამდღიანი ვადა, რომ ეს თანხა დაუბრუნონ უკან იმ ადამიანებს, ვინც ეს თანხა ჩაურიცხათ მათ. იმ შემთხვევაში, თუკი ეს თანხა  მათ გახარჯული აქვთ, ბუნებრივია ყველანაირი პასუხისმგებლობისგან არიან თავისუფალი".  

აღნიშნული ჩანაწერი კანონპროექტში მას შემდეგ გაჩნდა, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს –  რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებს, კონსერვატორებს და ხალხის პარტიას  – ჯამში 4.1 მლნ ლარის ოდენობით თანხები გადაერიცხათ, მათ შორის 3.3 მლნ ლარი ივანიშვილის, ხოლო 800 ათასი ლარი ფეხბურთელ კახი კალაძის კომპანიებიდან.

ივანიშვილის პარტნიორმა პარტიებმა დაგმეს ეს საკანონმდებლო ცვლილება, როგორც უშუალოდ მათ წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. საუბარი იყო იმაზე, რომ მათ კანონის დამტკიცებამდე მიღებული თანხები სამ დღეში უკან უნდა დაებრუნებინათ.

თუმცა როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, ამ ოთხ პარტიას თანხების უკან დაბრუნება არ მოუწევთ.

“თუ მათ მიერ შემოწირულობის მიღების მომენტში მოქმედი კანონმდებლობა ამ პოლიტიკური სუბიექტების მიერ არ იყო დარღვეული, ასეთ შემთხვევაში ვერანაირი ნორმა მათ ვერ აიძულებს, რომ რაიმე თანხა დაუბრუნონ უკან შემომწირველს ან რაიმე ფორმით დაჯარიმდნენ“, – განაცხადა მან, "თუ მათ მიერ დარღვეული იყო მაშინ მოქმედი კანონმდებლობა [ანუ მიღებული ჰქონდათ იურიდიული პირისგან 100 ათას ლარზე მეტი] როდესაც ისინი  იღებდნენ  ამ შემოწირულობას, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა იქნება. áƒ˜áƒ§áƒ თუ არა დარღვევა ყოველ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასება უკვე უნდა გააკეთოს კონტროლის პალატამ. უფრო მეტიც, ამ პარტიებს აქვთ საშუალება, რომ თუ რაიმე დარღვევებს ხედავენ აქამდე განხორციელებულ ქმედებებში, 3 დღის ვადაში გამოასწორონ ეს ხარვეზი და ასეთ შემთხვევაში აღარ დაეკისრებათ ეს პასუხისმგებლობა“.

“იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ ამ ნორმის სხვაგვარი ინტერპრეტაცია აღარ მოხდება“, – დასძინა კუბლაშვილმა.

კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც აშშ–ის საელჩო აცხადებს, რომ „გამოვთქვამთ სინანულს, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება ახალი საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილზე, რომელიც გააქარწყლებდა ეჭვებს საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანასწორობასთან დაკავშირებით“, აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული საარჩევნო სისტემა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ შეიცვლება.

„არჩევნებამდე ეს საკითხი დახურულია, იმიტომ, რომ არც დრო არ არის და არც ამის საშუალება“, – განაცხადა მან.

საარჩევნო კოდექსი პარლამენტმა 27 დეკემბერს დაამტკიცა, თუმცა მისი საბოლოო ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა და უცნობია, თუ რა ცვლილებები შევიდა მასში მიღების შემდეგ.  

Civil.Ge © 2001-2024