საარჩევნო კოდექსის ძირითადი სიახლეები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Jan.'12 / 18:03

ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა 27 დეკემბერს დაამტკიცა, ძალაში 10 იანვრიდან შევიდა მას შემდეგ, რაც კანონის საბოლოო ტექსტი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

108–გვერდიანი დოკუმენტის უმეტესი დებულებები, რომელიც საარჩევნო წესებს 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და სხვა მორიგი არჩევნებისთვის განსაზღვრავს, 2001 წელს მიღებული წინა საარჩევნო კოდექსის ანალოგიურია.  

თუმცა ახალ კანონმდებლობაში ასევე ასახულია რიგი სიახლეების, რომლებიც ქვემოთ არის მოყვანილი:

არჩევნებში მონაწილეობა

  • არჩევნებში მონაწილეობის უფლება პირველად მიეცათ იმ პატიმრებს, ვისაც ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშაული. სისხლის სამართლის კოდექსი განმარტავს, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადის ის დანაშაული, რომელიც მაქსიმალურ სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას არაუმეტეს 5 წლის ვადით;
  • დამოუკიდებელ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა კენჭი იყარონ პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარულ არჩევნებში, ასევე თბილისის მერის პოსტზე. 2008 წლის შემდეგ მხოლოდ პარტიის მიერ დასახელებულ კანდიდატებს ჰქონდათ ეს უფლება. პრეზიდენტობის არაპარტიული კანდიდატის წარდგენის უფლება ასევე აქვთ 5–კაციან საინიციატივო ჯგუფებს;
  • პარტიულ სიებში ქალების რაოდენობის გაზრდისა და შესაბამისად სქესთა შორის ბალანსის დაცვის უზრუნველყოფისთვის საარჩევნო კოდექსი მიუთითებს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონზე, რომელშიც ნათქვამია, რომ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი მისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსების 10%–ს მიიღებს დანამატის სახით, თუ მის პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორის სულ ცოტა 2 კანდიდატი „განსხვავებული სქესის“ იქნება.

საარჩევნო ადმინისტრაცია

  • საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი უცვლელი დარჩა. სამივე დონის კომისია შედგება 13 წევრისგან. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ექვსი წევრი, მათ შორის თავმჯდომარე, არჩეულია პრეზიდენტის წარდგინებით და ამჟამად მასში შედის 7 წევრი შემდეგი პარტიებიდან: ნაციონალური მოძრაობა; ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა; ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია; მრეწველები; ევროპელი დემოკრატები (პაატა დავითაიას პარტია); კონსერვატიული პარტია და ლეიბორისტული პარტია;
  • საარჩევნო პერიოდში ცესკოს და საოლქო კომისიების წევრები ხელფასის ორმაგ ოდენობას მიიღებენ;
  • ცესკოს თავმჯდომარეს საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციაში გატარების ერთპიროვნული უფლებამოსილება მიენიჭა; ისევე როგორც მაჟორიტარი კანდიდატების დარეგისტრირების უფლება მიიღეს საოლქო კომისიის თავმჯდომარეებმა. ადრე რეგისტრაციას áƒ¨áƒ”საბამისი კომისიები ახორციელებდნენ.  

ამომრჩეველთა სიები

  • ცესკო კვლავაც ვალდებული იქნება, რომ ორჯერ, საარჩევნო პერიოდის დასაწყისსა და კენჭისყრის დღემდე თავის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოში და ყოველ საარჩევნო ოლქში. ეს ტრადიციული წესი კოდექსის პროექტში გათვალისწინებული არ იყო;
  • კოდექსი ამომრჩეველთა სიებზე მომუშავე კომისიას 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩვნებისთვის ერთიანი სიის დაზუსტების ვადას 1 აგვისტომდე უხანგრძლივებს, მანამდე განსაზღვრული 1 ივლისის ნაცვლად. ამ კომისიას ასევე აქვს უფლებამოსილება, რომ აგვისტოდან სიების ცესკოში გადაცემის შემდეგაც შეეძლოს გააკონტროლოს ის ცვლილებები, რომლებსაც ცესკო სიაში არჩევნებამდე არაუგვიანეს მე–14 დღისა შეიტანს. ცესკო ვალდებულია, რომ სიებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ „დაუყოვნებლივ“ აცნობოს კომისიას. საბიუჯეტო დაფინანსების მქონე კომისია, რომელიც კოდექსის თანახმად, უშუალოდ 2012 წლის საპარლამენტოს არჩევნებისთვის არის შექმნილი, áƒ—ანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით დაკომპლექტებულია არანაკლებ 15 წევრით, ნაცვლად თავდაპირველად კანონით განსაზღრული არანაკლებ 21 წევრისა. ამჟამად კომისიაში 21 წევრი მუშაობს.

აგიტაცია, ადმინისტრაციული რესურსები და მედია

  • არჩევნების დღეს აგიტაცია კვლავ დაშვებული იქნება,  ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, რომ ნებისმიერი სახის წინასაარჩევნო საქმინობა არჩევნებამდე 24 საათით ადრე შეწყვეტილიყო;
  • პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შორის გუბერნატორებს და გამგებლებს, კვლავაც ექნებათ აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან ორგანიზაციას საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა კვლავ არ შეეძლებათ.
  • კოდექსის თანახმად იკრძალება საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის იმ ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე იკრძალება აგიტაციის მიზნებისთვის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება. თუმცა ეს უკანასკნელი შეზღუდვა არ ვრცელდება პრეზიდენტზე, დეპუტატებზე, პრემიერ-მინისტრზე, მთავრობის სხვა წევრებზე და მათ მოადგილეებზე, áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებზე და áƒáƒ•áƒ¢áƒáƒœáƒáƒ›áƒ˜áƒ£áƒ áƒ˜ რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებზე, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებზე;
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნაწილში კოდექსში ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნა, რომელშიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება ექნებათ პარტიებს, ხოლო სხდომებზე შესაძლოა მიიწვიონ ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. áƒ™áƒáƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜áƒ იქმნება არჩევნების წლის 1 ივლისს, ხოლო რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში ის ფუნქციონირებას არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში იწყებს. კომისია, რომლის მსგავსიც რამოდენიმე წინა არჩევნებზეც ფუნქციონირებდა, იხილავს საკითხებს, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე დარღვევის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც კომისიას აწვდიან საარჩევნო სუბიექტები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები. კოდექსში ნათქვამია, რომ დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია „რეკომენდაციით მიმართოს“ შესაბამის ორგანოს „გონივრულ ვადაში შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით“;
  • საარჩევნო პერიოდში საბიუჯეტო სახსრების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებულ დებულებაში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კამპანიის დროს დაუგეგმავი სახელმწიფო ხარჯები იქნება გაწეული ან საბიუჯეტო პროგრამები გაიზრდება, „უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება“.
  • მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების კუთხით, საარჩევნო კოდექსში სიახლეს წარმოადგენს დებულება, რომლის მიხედვითაც ფასიანი სარეკლამო დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს; კვლავაც ძალაში რჩება რეგულაცია უფასო დროის გამოყოფის თაობაზე.

ფინანსები

  • საარჩევნო კამპანია ფინანსდება პოლიტიკური გაერთიანების ფონდიდან, ხოლო საარჩევნო ბლოკის შექმნის შემთხვევაში, ბლოკის პირველი ნომერი პარტიის ფონდიდან, თუმცა ამ შემთხვევაში ბლოკში შემავალ სხვა პარტიებს შეუძლიათ შეუზრუდავად გადასცენ კუთვნილი თანხები ბლოკის პირველ ნომერ პარტიის ფონდს;
  • კამპანიის ფონდზე და ხარჯებზე ვრცელდება პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით დაწესებული შეზღუდვები;
  • საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაციის მომენტიდან 3 კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულობების შესახებ;
  • პარტიები ფინანსურ საკითხებში ანგარიშვალდებული არიან კონტროლის პალატის წინაშე;
  • საპარლამენტო არჩევნებში 5%–იან ბარიერ გადალახული სუბიექტი არა უმეტეს 1 მლნ ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებს ბიუჯეტიდან იმ დათქმით,  რომ 300 000 ლარი მიზნობრივად უნდა მიიმართოს წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად. მილიონის ფარგლებში საბიუჯეტო დაფინანსება იმ ოდენობის იქნება, რა თანხასაც დახარჯავს საარჩევნო სუბიექტი კამპანიის დროს;
  • საბიუჯეტო დაფინანსების მქონე პარტიები არჩევნების დღისთვის საოლქო და საუბნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით დაფინანსებას მიიღებენ ყოველ საარჩევნო უბანზე 60 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ საარჩევნო ოლქზე − 120 ლარის ოდენობით.

საარჩევნო დავები, სანქციები

  • საარჩევნო დავების განხილვის კუთხით ახალი საარჩევნო კოდექსი აწესებს შესაძლებლობას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გასაჩივრდეს ზემდგომ კომისიაში ან პირდაპირ სასამართლოში;
  • მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ნაციონალურ მოძრაობასა და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას შორის შეთანხმების შედეგად კოდექსის პროექტში ასახული იყო სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადის 4 დღემდე გაზრდა, ეს დებულება კანონში áƒ£áƒ™áƒ•áƒ” აღარ ფიგურირებს და ვადა კვლავ 2 დღე რჩება, რიგ შემთხვევებში კი ის პირიქით შემცირებულია და 1 დღემდე არის დაყვანილი;
  • საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას;
  • საარჩევნო დარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმები ახალ კოდექსში წინამორბედი დოკუმენტიდან თითქმის უცვლელად არის გადმოტანილი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში მათი ოდენობები გაზრდილია, ასევე დამატებულია,  მაგალითად, ახალი სანქცია, როცა თანამდებობის პირი 2000 ლარით ჯარიმდება მაშინ, თუ ხელს შეუშლის წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებას.

მარკირება

  • საარჩევნო კოდექსი კვლავ ითვალისწინებს ამომრჩეველთა მარკირებას – პროცედურას, რომელიც კოდექსის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში გათვალისწინებული არ იყო და რაც 2003 წლიდან მოქმედებს, როგორც ხმის მრავალჯერადი მიცემისაგან დამცავი მექანიზმი;
  • საარჩევნო უბნებზე ვიდეო–თვალის დამონტაჟების დებულებას კოდექსი აღარ ითვალისწინებს.

პარლამენტის არჩევნები

  • საქართველოს პრეზიდენტი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თარიღს არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე ნიშნავს;
  • 150–წევრიან პარლამენტში 4 წლის ვადით 77  დეპუტატი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, აქამდე არსებული 75/75–ზე შეფარდების ნაცვლად. პარლამენტის რიცხოვნობის გაზრდის გეგმაზე უარი ითქვა;
  • პარლამენტის საარჩევნო სისტემა, მათ შორის მაჟორიტარულ ოლქებს შორის უთანაბრობა, რაც ვენეციის კომისიის შეშფოთების საგანს წარმოადგენს, პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. პარლამენტში მოხვდება ის პარტია, რომელიც 5%–იან ბარიერს გადალახავს და ის გარანტირებულად გაიყვანს ფრაქციის შესაქმნელად საჭირო სულ ცოტა ექვს დეპუტატს, ხოლო მაჟორიტარულ არჩევნებს მოიგებს ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30%–სა;
  • მომდევნო პარლამენტში ლიახვისა და ახალგორის ოლქებიდან, რომლებზეც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველო ვეღარ აკონტროლებს, მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა გათვალისწინებული აღარ არის. კოდექსში ნათქვამია: „საპარლამენტო არჩევნებისას მაჟორიტარული ოლქი არ იქმნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე“;
  • პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს 25 წლიდან საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში უცხოვრია საქართველოში ან სხვა ქვეყანაში დგას საკონსულო აღრიცხვაზე;
  • იმ თანამდებობის პირების ჩამონათვალს, რომლებიც პარლამენტარად კენჭისყრის შემთხვევაში ვალდებული არიან გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან, პრეზიდენტი უდგას სათავეში;
  • იმ პარტიამ, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში და არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, ცესკოს თავმჯდომარეს რეგისტრაციისთვის საპარლამენტო არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე პერიოდში უნდა მიმართოს. მხოლოდ ასეთი პარტიაა ვალდებული ცესკოს წარუდგინოს მხარდამჭერთა სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია;
  • პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა რეგისტრაციისთვის მხარდამჭერთა სიებთან ერთად, ასევე უნდა წარადგინოს 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება უკან, თუ  ხმების 10%–ს მაინც მიიღებს;
  • პარლამენტის არჩევნების შეჯამება ხდება არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე–19 დღისა.

Civil.Ge © 2001-2024