ივანიშვილის მეუღლის კომპანია ტელევიზიას ქმნის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Jan.'12 / 17:11

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის კუთვნილი კომპანია „აქცეპტი“ ახალი ტელევიზიის ჩამოყალიბებას გეგმავს კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მქონე შპს „იგრიკას“ მართვის უფლების მიღების შედეგად. 

“აქცეპტს“, 2011 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „იგრიკა“ მართვის უფლებით 2013 წლის 31 დეკემბრამდე გადაეცა. ხელშეკრულების თანახმად, მმართველი კომპანია, რომელიც ვალდებულია ინვესტიციები განახორციელოს, წლიური მოგების 15%–ს მიიღებს. მას უფლება აქვს ისარგებლოს მესაკუთრის ყველა უფლებამოსილებით, გარდა წილის გასხვისებისა.

ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ „აქცეპტის“ 80%–იანი წილის მფლობელი áƒ’ახდა ეკატერინე ხვედელიძე, რომლის ადვოკატებმაც რამდენიმე დღის წინ გაახმოვანეს პარტიის ჩამოყალიბებისა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გზით áƒ˜áƒ•áƒáƒœáƒ˜áƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜áƒ¡ მეუღლის áƒžáƒáƒšáƒ˜áƒ¢áƒ˜áƒ™áƒáƒ¨áƒ˜ მოსვლის გეგმები. „აქცეპტის“ დანარჩენ 20%–ს კახა კობიაშვილი ფლობს.  ეს უკანასკნელი ასევე არის ივანიშვილთან ასოცირებული რამოდენიმე კომპანიის დირექტორი. „აქცეპტის“ დირექტორად ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული ოცნების“ წევრი ლაშა შონია დაინიშნა.

შპს „იგრიკას“ 100%–იანი წილის მესაკუთრეა ილია (ბაჩო) კიკაბიძე, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორია. მას შემდეგ, რაც კიკაბიძემ „აქცეპტთან“ ხელშეკრულება გააფორმა, 23 დეკემბერს შპს „იგრიკამ“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან თანამგზავრით მაუწყებლობის უფლება მიიღო.

თავდაპირველად “იგრიკამ“, დაახლოებით, სამწლიანი ლოდინის შემდეგ, 2011 წლის სექტემბერში საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზია მიიღო, თუმცა ნოემბერში არსებული ლიცენზიის პირობებით თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით გავრცელების ნებართვაც ითხოვა. მას ამჟამად გააჩნია საერთო ტელემაუწყებლობის უფლება, რომლის გეოგრაფიული არეალიც საქართველოზე ვრცელდება.

“იგრიკას“ მმართველმა კომპანიამ მაუწყებლობა ლიცენზიის გაცემიდან 10 თვის ვადაში უნდა დაიწყოს.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნონა ყანდიაშვილმა ამ ეტაპზე ვერ დააკონკრეტა, თუ როდიდან გავა ეთერში ახალი ტელევიზია, თუმცა აღნიშნა, რომ შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა თავად გააკეთებს განცხადებას გეგმებთან დაკავშირებით.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი საინფორმაციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია. ამას მაყურებელი თავად მიხვდება“, – განუცხადა ყანდიაშვილმა Civil.ge-ს. 

6 იანვარს ივანიშვილის „ქართუ ჯგუფში“ შემავალი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი, თბილისში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდენენ და განუცხადეს რომ კომპანიების კუთვნილ ტვირთებს საქართველოს საბაჟოზე პრობლემებს უქმნიდნენ. მათი თქმით ასევე ადგილი ქონდა ტვირთების საბაჟოზე განზრახ დაზიანებასაც. მათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცეს დოკუმენტაცია, სადაც დაზიანებულ აპარატურას შორის ასევე იყო რვა áƒ”რთეული LiveU-ს პორტატული მოწყობილობა, რომლებიც პირდაპირი ტრანსლიაციისთვის გამოიყენება.

ნონა ყანდიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული აპარატურა ახალი ტელევიზიისთვის არ იყო განკუთვნილი.

ოქტომბერში პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მილიარდელმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა რამოდენიმეჯერ განაცხადა, რომ „გამოუსწორებელი შეცდომა“ დაუშვა, როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ მისი კუთვნილი ტელეკომპანია „მე–9 არხი“ დახურა, რითაც გაშვებული იქნა შანსი, რომ ზომიერი კონტროლი განხორციელებულიყო მთავრობის ქმედებებზე.

"ამ ვითარების შექმნაში, დღეს რაც გვაქვს, ჩემი ყველაზე დიდი ბრალეულობა და შეცდომა ტელევიზიის დახურვა იყო", – განაცხადა მან.  

Civil.Ge © 2001-2024