ობამა თეთრ სახლში სააკაშვილს უმასპინძლებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Jan.'12 / 18:41


პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა ლისაბონში, ნატოს სამიტის ფარგლებში, 2010 წლის 19 ნოემბერს. áƒ¤áƒáƒ¢áƒ: თეთრი სახლი/ áƒžáƒ˜áƒ¢ სოუზა

პრეზიდენტი ობამა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს 30 იანვარს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში უმასპინძლებს, სადაც მთელი რიგი საკითხები იქნება განხილული, დაწყებული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობიდან და დამთავრებული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა ობამამ ოფიციალური ვიზიტით, áƒáƒ•áƒáƒšáƒ£áƒ  დარბაზში შეხვედრისთვის მიიწვია პრეზიდენტი სააკაშვილი. 

ორ პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა 2010 წლის ნოემბერში ლისაბონში ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართა. 2011 წლის იანვარში ორმა პრეზიდენტმა ხანმოკლე შეხვედრა გამართა ვაშინგტონში ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის  ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ.

თეთრმა სახლმა განაცხადა სამშაბათს, რომ 2012 წელს აღინიშნება აშშ–ის და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავი და ორი პრეზიდენტი „ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურის და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების გზით“ 2009 წელს ხელმოწერილი აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შედგომი გაძლიერების საკითხს განიხილავს.

„პრეზიდენტი ობამა ხაზს გაუსვამს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ჩვენი  თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში“, – განაცხადა თეთრმა სახლმა.

„პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ–ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

„პრეზიდენტს ასევე სურს საქართველოს მომავალი არჩევნები და რეფორმები განიხილოს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს შემდგომ ტრანსფორმაციას აქტიურ და სტაბილურ დემოკრატიულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა თეთრმა სახლმა.

პრეზიდენტი სააკაშვილი თავის ამერიკელ კოლეგასთან დაგეგმილ შეხვედრაზე ვაშინგტონთან თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრებს აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კონტექსტში, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.    

„ორი ქვეყნის ლიდერი მრავალ საკითხს, მათ შორის, ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირების გზებს განიხილავენ“, – ნათქვამია განცხადებაში. „ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის, მისი დემოკრატიული რეფორმებისა  და ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე  წინსვლისათვის  საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ძალიან მოხარული ვართ, რომ ეს შეხვედრა დაიგეგმა: ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 18 იანვარს.

მისი თქმით, სააკაშვილის ვიზიტის დროს განსახილველ áƒ—ემებს შორის ის საკითხებიც იქნება, რომლებიც „მუდმივადაა ჩვენს დღის წესრიგში, áƒ áƒáƒª არის áƒ©áƒ•áƒ”ნი ერთობლივი პარტნიორობა უსაფრთხოებისადმი არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად“, როგორც ამ რეგიონში, ისე სხვაგან, áƒ›áƒáƒ’ალითად ავღანეთში, სადაც წელს საქართველო თავისი áƒ™áƒáƒœáƒ¢áƒ˜áƒ’ენტის ზრდას გეგმავს, დაახლოებით, 1 685 სამხედრომდე.

„ჩვენ ასევე ვისაუბრებთ იმ გზებზე, რომლითაც აშშ შეძლებს განაგრძოს აქ, საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა ისე, რომ ამ ქვეყნის áƒ›áƒáƒ¡áƒáƒ®áƒšáƒ”ობას არა მხოლოდ საკუთარი მომავლის არჩევის თავისუფლება ჰქონდეს, არამედ ამის გაკეთება ისეთ გარემოში მოუწიოთ, სადაც მათ შეეძლებათ მეტი კეთილდღეობის მიღწევა და სადაც ექნებათ იმის თავისუფლება, რომ თავიანთი მომავალი ლიდერები თავადვე აირჩიონ“, – განაცხადა ელჩმა.

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში წელს იგეგმება.

Civil.Ge © 2001-2024