ივანიშვილის ტელევიზია უახლოეს ხანებში ამოქმედდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Jan.'12 / 14:27

ოპოზიციონერი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანია ახალი სატელიტური ტელემაუწყებლობის დაწყებას, სადაც  „ჟურნალიტებს ექნებათ სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა“, უახლოეს ხანებში გეგმავს, იტყობინება ივანიშვილის პრესსამდივნო 20 იანვარს.

17 იანვარს შპს „აქცეპტმა“, რომლის 80%–იანი წილის მფლობელი არის ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე, ხოლო დანარჩენ 20%–ს ამავე კომპანიის დირექტორი, კახა კობიაშვილი ფლობს, შპს „იგრიკა“ 20 ათას ლარად შეისყიდა, კონტრაქტის áƒ—ანახმად.

„იგრიკას“ მფლობელი იყო ილია (ბაჩო კიკაბიძე), ტელეკომპანია „მაესტროს“ ამჟამინდელი დირექტორი, რომელმაც „იგრიკასთვის“ საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია გასული წლის სექტემბერში მიიღო, ხოლო სატელიტური მაუწყებლობის უფლება დეკემბერში მოიპოვა. ვიდრე ამ უკანასკნელ ლიცენზიას მიიღებდა  კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისაგან, 12 დეკემბერს მან „იგრიკას“ ორწლიანი მართვის უფლებით გადაცემაზე შეთანხმება გააფორმა შსპ „აქსეპტთან“, რომლის მფლობელიც ივანიშვილის მეუღლე სწორედ ამ გარიგების დადების შემდეგ გახდა.

ივანიშვილის პრესსამდივნო ადასტურებს, რომ „იგრიკა“ ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაში გადავიდა. ხვედელიძის პოლიტიკური გააქტიურების გეგმები ბოლო პერიოდში გაცხადდა.

“ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალიტებს ექნებათ სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც ტელევიზიის დებულებასა და კონტრაქტებში აისახება შესაბამისი ფინანსური ვალდებულებებითა და გარანტიებით“, – იტყობინება პრესსამდივნო.

ჯერ–ჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა სახელწოდებით დაიწყებს ფუნქციონირებას ახალი ტელეკომპანია, რომელიც „გადაწყვეტილია“, რომ „მჭიდროდ" ითანამშრომლებს áƒ”ვროპაში მოქმედ მაღალკვალიფიციურ საერთაშორისო ფონდებსა და ორგანიზაციებთან.  

“ვფიქრობთ, მათი მონაწილეობა ახალი ტელევიზიის ფორმირების საქმეში კიდევ უფრო განამტკიცებს დემოკრატიული სამყაროსთვის დამახასიათებელი სარედაქციო სტანდარტების დამკვიდრებას საქართველოში, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი თავისუფალი ქართული მასმედიის განვითარების გზაზე“, – ნათქვამია პრესსამდივნოს განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024