ალასანია: ობამა–სააკაშვილის დაგეგმილი მოლაპარაკებები ‘მნიშვნელოვანია’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Jan.'12 / 11:56

ირაკლი ალასანიამ, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა და მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა პარტნიორმა, განაცხადა, რომ მისი მოლოდინია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს 30 იანვარს თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე პრეზიდენტი ობამა ეტყვის, რომ მან უნდა „მიბაძოს [ჯორჯ] ვაშინგტონს... და არ უნდა მიბაძოს პუტინს“, რომელიც ხელისუფლებაში პრემიერ–მინისტრის áƒ áƒáƒœáƒ’ში დარჩა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა“, – განაცხადა ალასანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „სუბიექტური აზრი“ ორშაბათს საღამოს და დასძინა, რომ თეთრი სახლის განცხადებამ ობამა–სააკაშვილის დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე, ნათლად წარმოაჩინა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეხვედრაზე განსახილველად დაგეგმილ საკითხთა შორის ერთ–ერთი მთავარი იქნება.

„საერთაშორისო თანამეგობრობა, ამერიკელების ჩათვლით, ძალიან ნათლად ეუბნება სააკაშვილს: ‘ჩვენ გვერდში ვუდგავართ ქართული დემოკრატიის მშენებლობას – არა სააკაშვილს, არა ალასანიას ან ივანიშვილს, არამედ ქართული ინსტიტუტების მშენებლობას’. ამ კუთხით შემდეგ არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოსთვის და ის ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც პროცესს პოლარიზაციისკენ ან ქუჩისკენ წაიყვანს, თუკი სააკაშვილი გახდა ამის მიზეზი, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული“, – განაცხადა ალასანიამ.

მან განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საკმაოდ მაღალ სტანდარტებს უყენებს და არსებობს იმის ნიშნები, რომ ეს არჩევნები „უფრო სამართლიანი იქნება და უფრო კონკურენტულ გარემოში ჩატარდება“.

თუმცა, ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ამომრჩეველთა დაშინებას „ბინძური მეთოდებით“ ცდილობს, განსაკუთრებით კი რეგიონებში; მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მისი პარტიის აქტივისტი დააპატიმრეს გამოგონილი ბრალდებით, კერძოდ კი, áƒ›áƒáƒ¡ იარაღის უკანონო შენახვაში დასდეს ბრალი.  

„თავისუფალი დემოკრატების“ ლანჩხუთის აქტივისტი 14 იანვარს დააკავეს და იმავე დღეს გირაოთი გაათავისუფლეს. საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილას სკოლის ოთხმა მასწავლებელმა განაცხადა 18 იანვარს, რომ ისინი ივანიშვილის მხარდაჭერისთვის სამსახურიდან დაითხოვეს, კერძოდ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მხარდამჭერი პეტიციის ხელმოწერის გამო. ჭორვილა ივანიშვილის მშობლიური სოფელია. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში „კვირის რეპორტაჟმა" 22 იანვარს áƒ’ადასცა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ შსს–ს თანამშრომლებმა სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაახლოებით, 12 ადგილობრივ მკვიდრს, მათ შორის 17 წლის ბიჭს, საჩხერეში გამართულ საახალწლო კონცერტზე ივანიშვილის მხარდამჭერი შეძახილების გამო.    

ალასანიას თქმით, უწყებათაშორისი ეფექტური კომისიის შექმნა, რომელიც საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ áƒ›áƒáƒ®áƒ“ეს რეაგირება და აღიკვეთოს ამომრჩეველთა და ოპოზიციური აქტივისტების დაშინება. áƒáƒ®áƒáƒšáƒ˜ საარჩევნო კოდექსი, რომელიც ძალაში იანვარში შევიდა, ამგვარი კომისიის  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის áƒ›áƒ˜áƒ”რ შექმნას ითვალისწინებს. áƒ¡áƒáƒáƒ áƒ©áƒ”ვნო კოდექსის თანახმად, áƒ™áƒáƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜áƒáƒ› 2012 წლის 1 ივლისიდან უნდა დაიწყოს ფუნქციონირება.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლის შესახებ ივანიშვილის áƒ’ანცხადების პირველი დღიდანვე ხელისუფლება ოპოზიციის ქუჩაში გაყვანას ცდილობს. „ჩვენი ამოცანა არის, რომ მივიდეთ არჩევნებამდე და არ მივცეთ საშუალება სააკაშვილს რელსებიდან გადაიყვანოს ჩვენი ძალისხმევა“, –აღნიშნა áƒ›áƒáƒœ. 
 

Civil.Ge © 2001-2024