მმართველი პარტიის დაკვეთით განხორციელებული კვლევის შედეგები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Jan.'12 / 18:07

მმართველი პარტიის დაკვეთით იანვრის შუა რიცხვებში განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, სავარაუდოდ, პარლამენტი ორპარტიული იქნება იმ შემთხვევაში არჩევნები რომ დღეს ჩატარდებოდეს, სადაც ნაციონალურ მოძრაობას დიდი უპირატესობა ექნება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის ჯერ კიდევ შესაქმნელ პარტიასთან „ქართული ოცნებასთან“ შედარებით.     

კვლევა ნაციონალურმა მოძრაობამ ამერიკულ კომპანია Greenberg Quinlan Rosner–ს დაუკვეთა, რომელიც პირველად მმართველმა პარტიამ 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დაიქირავა. 

კვლევის თანახმად, რომლის ცდომილების ზღვარიც 2.8%–ს შეადგენს და რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ თავის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა, ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულ 1 200 ამომრჩეველს შორის ნაციონალურ მოძრაობას 47%, ხოლო ქართულ ოცნებას – 19% უჭერს მხარს; ქრისტიან–დემოკრატებს 4% ემხრობა, ხოლო 14%–ს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

11–16 იანვარს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა იმ 56%–ს შორის, რომლებიც, სავარაუდოდ, მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მმართველი პარტიის მხარდაჭერა 58%–მდე იზრდება, ხოლო ივანიშვილის მომავალი პარტია 18%–ს იღებს (ამგვარი „სავარაუდო ამომრჩევლების“ ცდომილების ზღვარი 3.8%–ს შეადგენს).

ნოემბერში მმართველი პარტიის დაკვეთით განხორციელებული ანალოგიური კვლევის თანახმად, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა სავარაუდო ამომრჩევლებს შორის 48%–ს შეადგენდა, ხოლო ქართული ოცნების – 29%–ს.

სხვა კითხვებზე პასუხებით კვლევა ასევე ითვლის, თუ áƒ áƒáƒ’ორ შეიძლება áƒ’ანაწილდეს იმ 14%–ის ხმები, რომელთაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამგვარი ამომრჩევლების გადანაწილებით, კვლევა მმართველ პარტიას 65%–ს, ხოლო ქართულ ოცნებას – 25%–ს ანიჭებს; ამ შემთხვევაშიც ქრისტიან–დემოკრატები კვლავ ვერ ახერხებენ 5%–იანი ბარიერის გადალახვას, რაც პარლამენტში პარტიული სიით კანდიდატების შესაყვანად არის áƒ¡áƒáƒ­áƒ˜áƒ áƒ.       

თავის ვებ–გვერდზე Greenberg Quinlan Rosner–ს პრეზიდენტი სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობა და თბილისის მერი გიგი უგულავა თავის კლიენტებს შორის ჰყავს ჩამოთვლილი. Greenberg Quinlan Rosner–ის ადგილობრივი კონტრაქტორი არის მარკეტინგული კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ACT Research–ი.

გია ხუხაშვილმა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტიდან, რომლის ერთ–ერთი დონორი ბიძინა ივანიშვილია, განუცხადა Civil.ge-ს 28 იანვარს, რომ ინსტიტუტს ახალი კვლევა ჯერ არ დაუკვეთია, თუმცა გეგმაში აქვს ამის გაკეთება, რათა ამ სფეროში "აღარ იყოს მონოპოლია". თავისი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კვლევა  საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა ნოემბერში გამოაქვეყნა.   

Civil.Ge © 2001-2024