სააკაშვილი: ‘ობამასთან შეხვედრის კონკრეტულმა შედეგებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 Jan.'12 / 11:07

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, áƒ áƒáƒ› პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის კონკრეტულმა შედეგებმა „ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა“.

„მე ვარ ძალიან მოხიბლული და კმაყოფილი ამ შეხვედრის შედეგებით “, – აღნიშნა მან 30 იანვარს აშშ–ის პრეზიდენტთან ბარაქ ობამასთან შეხვედრის შემდეგ ქართველი ჟურნალისტებისთვის ცალკე გაკეთებულ განცხადებაში.    

მისი თქმით, ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა, რომელიც მას ოდესმე ჰქონია თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში. სააკაშვილი ორჯერ შეხვდა პრეზიდენტ ობამას წინამორბედს, ჯორჯ ბუშს თეთრ სახლში – 2006 წლის ივლისში და 2008 წლის მარტში.

თეთრი სახლის წინ ქართველი ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცხადებაში სააკაშვილმა ხაზი გაუსვა აშშ–თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის „ახალ დონეზე“ აყვანას.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შემდგომ ახალ დონეზე ავწიოთ ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. თუ წინა წლებში ეს იყო საუბარი მხოლოდ ანტიტერორისტულ ოპერაციებზე ან ჩვენ ერთ–ორ მონაწილეობაზე ავღანეთის ოპერაციაში ან ერაყში, ახლა უკვე საუბარია იმაზე, რომ ამერიკასთან ერთად ვითანამშრომლოთ საქართველოს საკუთარი თავდაცვის განვითარების საკითხებზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას, ძალიან კონკრეტული შეხვედრები დაიგეგმა და ეს არის ახალი, უფრო მაღალი დონე ჩვენი თანამშრომლობის სამხედრო უსაფრთხოების სფეროში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

  • გორდონი საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
  • ბოკერია: თავდაცვის სფეროში აშშ–სთან თანამშრომლობა ღრმავდება
  • საქართველო აშშ–ის თავდაცვის ხარჯების დოკუმენტში
  • ობამამ შესაძლოა აშშ–ის თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოზე დებულებების შესრულება ‘არასავალდებულოდ’ მიიჩნიოს

    საქართველოს ელჩმა აშშ–ში თემურ იაკობაშვილმა განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს, რომ გადაწყდა, რომ მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია აშშ–ის ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს, რათა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ახალ დონეზე აყვანის საკითხი განიხილონ, რაც საქართველოს საკუთარი თავის უკეთ დაცვაში დაეხმარება. იაკობაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ–ის თავდაცვის მდივანს შორის. 

    პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ობამასთან შეხვედრის დროს იქნა განხილული, ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება.

    „პრეზიდენტმა ობამამ გამოაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს, რაც ნიშნავს პერსპექტივას ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების. უნდა გვესმოდეს, რომ ამას წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის უახლოეს წლებში“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

    „თქვენ მოისმინეთ, რომ პრეზიდენტი ობამა მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ნატოში; რა თქმა უნდა, ეს უფრო ფართოდ განსახილველი საკითხია, რადგან NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებსაც ეხება, მაგრამ ამერიკის მხარდაჭერა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    „და თქვენ მოისმინეთ, რამდენად დადებითად და მაღალფარდოვნად ისაუბრა მან áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს დემოკრატიულ მიღწევებზე, ჩვენს მიერ გატარებულ რეფორმებზე, მათ შორის, უმცირესობების დაცვის კუთხით, დემოკრატიის განვითარების კუთხით და ჩვენს დემოკრატიულ პერსპექტივებზე... რა თქმა უნდა, არჩევნების ჩატარებაც და ყველა სხვა პროცესი დემოკრატიული, რომლის შემდგომი გაგრძელება საქართველოში იქნება კიდევ გაგრძელება იმისა, რაც უკვე მიღწეულია, მაგრამ პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ რაც უკვე მიღწეულია, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს წარმატება, არამედ მთელი რეგიონისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

  • Civil.Ge © 2001-2024