სააკაშვილი პრემიერ–მინისტრობის პერსპექტივაზე კვლავ არ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Feb.'12 / 14:39

პრეზიდენტი სააკაშვილი პრეზიდენტობის შემდგომ გეგმებზე საუბრისგან კვლავ თავს იკავებს და აცხადებს, რომ „კოჭლი იხვის“ როლში ყოფნა არ სურს.

როდესაც მას სამომავლო გეგმებზე ჰკითხეს, სააკაშვილმა 31 იანვარს ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც ამის თაობაზე რამდენიმე მედია საშუალება, მათ შორის Bloomberg, The Washington Times და  Foreign Policy áƒ˜áƒ¢áƒ§áƒáƒ‘ინებიან: „ყველაზე ნაკლებად, რისი გაკეთებაც მინდა არის რომ საკუთარ მომავალზე სპეკულაციებით საკუთარი თავი კოჭლ იხვად ვაქციო“.

„ზოგჯერ მეკითხებიან, ‘აპირებთ, რომ პუტინივით მოიქცეთ?’ არსებითად, საქართველოს ვერ ეყოლება პუტინი, ვინაიდან საქართველო რუსეთი არ არის, ეს ერთი, და მეორე, სწორედ ახლა ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პუტინის მსგავსი არასდროს არაფერი გვქონდეს საქართველოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

რამდენჯერაც კი მისთვის ადრე უკითხავთ შეეცდება, თუ არა ის ხელისუფლებაში დარჩენას პრემიერ–მინისტრის რანგში, რომლის უფლებამოსილებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, 2013 წლის ბოლოს, როცა მისი მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადა იწურება, სააკაშვილი ყოველთვის პასუხობდა, რომ áƒáƒ›áƒáƒ–ე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან ეს მას „კოჭლ იხვად“ (ბოლო საპრეზიდენტო ვადაში მყოფი) აქცევს, რაც თავის მხრივ, áƒ›áƒáƒ¡ áƒ áƒ”ფორმების გატარებაში ხელს შეუშლის.

სააკაშვილმა, რომელიც 30 იანვარს თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამას შეხვდა, 31 იანვარს áƒ›áƒ¡áƒáƒ¤áƒšáƒ˜áƒ ბანკში შეკრებილ აუდიტორიას  სიტყვით მიმართა, სადაც შედგა მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაცია სახელწოდებით „კორუფციის დაძლევა საჯარო სამსახურებში – საქართველოს რეფორმების ქრონიკა“ (Fighting Corruption in Public Services - Chronicling Georgia’s Reforms).

კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს გამოცდილება ამსხვრევს იმ მითს, თითქოს კორუფცია კულტურის ნაწილია და რომ საქართველო áƒ›áƒáƒ’ალითს წარმოადგენს ბევრი იმ ქვეყნისთვის, რომელთა ხელმძღვანელობაც საჯარო სამსახურების რეფორმა სურს.

კვლევაში შესწავლილია საქართველოს სხვადასხვა უწყების áƒ“ა სექტორის, მათ შორის საპატრულო პოლიციის, საგადასახადო და áƒ¡áƒáƒ‘აჟო სამსახურების, სამოქალაქო და საჯარო რეესტრების, მისაღები გამოცდების და მუნიციპალური სამსახურების რეფორმის მაგალითები.

კვლევის თანახმად, საქართველოს მაგალითმა ის ათი მთავარი ფაქტორი გამოავლინა, რამაც ქვეყნის მიღწევებს შეუწყო ხელი: ძლიერი პოლიტიკური ნების არსებობა; რეფორმების დასაწყისშივე ნდობის მოპოვება; ყველა მიმართულებით რეფორმების ერთდროულად და აქტიურად გატარება; ახალი კადრების მოზიდვა; სახელმწიფო როლის შეზღუდვა; არატრადიციული მეთოდების გამოყენება; მჭიდრო კოორდინაცია; საერთაშორისო გამოცდილების ადგილობრივ პირობებზე მორგება; ახალი ტექნოლოგიების დანერგვა რეფორმების პროცესში და სტრატეგიული კომუნიკაციის გამოყენება.   

„იმ დროს, როდესაც ბევრი ეს ფაქტორი, შესაძლოა, სავსებით გასაგები ჩანდეს, ყოვლისმომცველობამ, სიმამაცემ და რეფორმების თანმიმდევრობამ საქართველოს მაგალითი უნიკალური გახადა“, – განაცხადა მსოფლიო ბანკმა.

ვაშინგტონში პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე შეხვდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, მათ შორის კომიტეტის áƒ—ავმჯდომარეს ჯონ კერის, ასევე სენატორებს რიჩარდ ლუგარს, ბენ კარდინს, ტომ უდალს და ჯეინ შაჰინს, იტყობინება  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Civil.Ge © 2001-2024