ივანიშვილი მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატების საჭიროებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Feb.'12 / 15:59

იმისათვის, რომ არ მოხდეს ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციური ხმების გაყოფა, მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი კოალიცია მზად არის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე მიაღწიოს შეთანხმებას.

თუმცა, გაზეთ „ასავალ–დასავალთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე თანამშრომლობა მხოლოდ იმ პარტიებთან იქნება შესაძლებელი, რომლებიც "არ ტოვებენ ხელისუფლებასთან შესაძლო თანამშრომლობის ეჭვს" და áƒ áƒáƒ›áƒšáƒ”ბთანაც "მთავარ საკითხებზე ჩვენი ხედვები" არ áƒ˜áƒ¥áƒœáƒ”ბა საპირისპირო.

ოქტომბერში, როდესაც ივანიშვილმა პირველად განაცხადა პოლიტიკაში წასვლის გეგმების შესახებ, მან რამდენიმე პარტია ჩამოთვალა, ვისთანაც არ ითანამშრომლებდა, მათ „ფსევდო–ოპოზიცია“ უწოდა და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში დასდო ბრალი. ამ პარტიებს შორის მან სხვებთან ერთად ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა, ახალი მემარჯვენეები და ლეიბორისტული პარტია დაასახელა.

მომავალ პარლამენტში 73 ადგილს 73 ერთმანდატიან ოლქში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული áƒ¬áƒ”სით გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.

იმ სისტემით, სადაც მაჟორიტარი დეპუტატი „გამარჯვებულს ყველაფერი რჩება“ áƒžáƒ áƒ˜áƒœáƒªáƒ˜áƒžáƒ˜áƒ— აირჩევა (თუმცა კანდიდატმა შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 30% უნდა მიიღოს), 75 ერთმანდატიანი ოლქიდან 71–ში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. მაშინ ოპოზიციის კანდიდატებმა თბილისის ორ ოლქში (ორივე ახალი მემარჯვენეების კანდიდატებმა მოიგეს),  და ასევე ცაგერის (სადაც მმართველ პარტიას კანდიდატი არ ჰყოლია) და ყაზბეგის ოლქებში მოიგეს არჩევნები.

2008 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც მხოლოდ პარტიებს შეეძლოთ კანდიდატების დასახელება, წლევანდელ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატებიც შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას. მართალია ახალი საარჩევნო კოდექსი დამოუკიდებელი კანდიდატებისგან 5 000–ლარიანი დეპოზიტის áƒ¨áƒ”ნატანს áƒ˜áƒ—ხოვს, რომლის დაბრუნებასაც ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ხმების სულ ცოტა 10%–ს მიიღებენ, მაგრამ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატთა რაოდენობა, როგორც ჩანს, მაინც გაიზრდება, რასაც ხმების კიდევ უფრო მეტი გაყოფა მოყვება.

„ასავალ–დასავალთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ თანამშრომლობა შეუძლებელია ნინო ბურჯანაძესთან, რადგანაც მათი შეხედულებები ძირითად საკითხებზე განსხვავებულია. ივანიშვილის თქმით, ბურჯანაძე მომხრეა, რომ ხელისუფლება ქუჩის აქციების გზით შეიცვალოს, რაც მისთვის მიუღებელია. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ძირითადი განსხვავება ჩვენი პროდასავლური პოზიციებია, რომელსაც ნინო არ იზიარებს“.

იმავე ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი კოალიცია მხოლოდ ფართომასშტაბიანი გაყალბების შემთხვევაში მიმართავს ქუჩის საპროტესტო აქციებს, რათა საკუთარი ხმები დაიცვას. მისი თქმით, ხმების დაახლოებით 5%–ის გაყალბება გამორიცხული არ არის, მაგრამ 20 და 30%–ის გაყალბება მის კოალიციას უბიძგებს, რომ მხარდამჭერებს ხმების დაცვისკენ მოუწოდოს ქუჩის აქციების გზით.

„იმ შემთხვევაში, თუ ოცი და ოცდაათი პროცენტის გაყალბება მოინდომა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევაში ჩვენ ანგელოზები ვერ ვიქნებით! დიახ, ქუჩაშიც დავდგებით და ხმებსაც დავიცავთ! გიმეორებთ: კანონით განსაზღვრული ყველა მეთოდით დავიცავთ ჩვენს ხმებს“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ფართომასშტაბიანი გაყალბების შემთხვევაში არც აშშ და არც ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ დაუჭერს მხარს.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი კვლავ დარწმუნებულია, რომ მისი კოალიცია, რომელიც სამ პარტიას აერთიანებს და რომელშიც მისი დაგეგმილი პარტიაც შევა, მომავალ პარლამენტში ხმების ორ მესამედს აიღებს. მისი თქმით, მმართველი პარტიის უმრავლესობით მოსვლა აბსოლუტურად გამორიცხულია.

„მომავალ არჩევნებში მათ გამარჯვებაზე ლაპარაკი დროის უაზროდ ფლანგვაა“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ის კი არა, ნორმალური ანალიტიკოსი და მრჩეველი რომ ჰყავდეს ვინმე, აუცილებლად ურჩევდა სააკაშვილს, რომ რაც უფრო ადრე დაწერს გადადგომის განცხადებას, უფრო უკეთესი იქნება მისთვის“.

Civil.Ge © 2001-2024