ივანიშვილის ტელეკომპანიის მოძრავი სატელევიზიო სატელიტური სადგური ‘შეგნებულად დააზიანეს’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Feb.'12 / 20:00


მოძრავი სატელევიზიო სადგური, რომელიც áƒ¡áƒáƒ‘აჟო კონტროლის გავლის შემდეგ დაზიანებული აღმოჩნდა, áƒ’ანკუთვნილია ივანიშვილის მეუღლის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანიისთვის, რომელიც "მე–9 არხის" სახელწოდებით დაიწყებს მაუწყებლობას. ამავე სახელწოდების არხი ივანიშვილმა 2004 წელს დახურა. ფოტო: ინტერპრესნიუსი.

მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანიის კუთვნილი მოძრავი სატელევიზიო სატელიტური სადგური "შეგნებულად დააზიანეს" მაშინ, როცა ის ბათუმის პორტში 5 საათის განმავლობაში იყო საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით „დაკავებული“, იტყობინება ივანიშვილის პრესსამდივნო.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამიზნულად  ზიანდება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების ტვირთი. შპს „იგრიკას“ კუთვნილი სატელევიზიო სატელიტური სადგურის მწყობრიდან გამოყვანა  ხელისუფლების იმ ძალადობრივი პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ის  ქართული მედიის მიმართ ახორციელებს,“– ნათქვამია განცხადებაში.

პრესსამდივნო განმარტავს, რომ შპს „იგრიკას“ კუთვნილი ტელეკომპანია "მე–9 არხის" 450 ათასი ევროდ ღირებული სატელევიზიო სატელიტური სადგური „გამართულად მუშაობდა“, როცა საქართველოში გამოგზავნამდე ლიტვურმა ტელესაკომუნიკაციო კომპანიამ და საერთაშორისო კომპანია „SGS”-მა „ადგილზე დეტალურად შეამოწმეს“.

„მოძრავი სატელიტური სადგურის საბაჟო კონტროლის ზონიდან გამოყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქარხნის ლუქები ახსნილი იყო(ეს დასტურდება ვიდეომასალით). მოგვიანებით კი ექსპერტებმა დაადასტურეს ტვირთის დაზიანების ფაქტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრესსამდივნოს ინფორმაციით, ტექნიკა ბათუმის პორტში 9 თებერვალს შევიდა და ხუთი საათის განმავლობაში არც ტვირთის თანმხლებ პასუხისმგებელ პირებს და არც შპს „იგრიკას“ წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება დასწრებოდნენ საბაჟო კონტროლის გავლის პროცესს, რის მიზეზადაც დასახელდა „საბაჟოზე ინტერნეტის გათიშვის გამო სათანადო დოკუმენტაციის გაუცემლობა“.

“კონტროლი განხორციელდა ცალმხრივად, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ  მოძრავი ტელესადგურის დათვალიერებისას ის შეგნებულად დააზიანეს“, – აცხადებს ივანიშვილის პრესსამდივნო. 

ივანიშვილის „ქართუ ჯგუფში“ შემავალი კომპანიების წარმომადგენლებმა რამოდენიმეჯერ განაცხადეს, რომ მათ საბაჟოზე პრობლემებს უქმნიდნენ, მათ შორის ტვირთების განზრახ დაზიანების კუთხით. ეს ინფორმაცია 6 იანვარს ივანიშვილის წარმომადგენლებმა áƒ—ბილისში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებსაც მიაწოდეს და  გადასცეს დოკუმენტაცია, სადაც დაზიანებულ აპარატურას შორის ასევე იყო რვა ერთეული LiveU-ს პორტატული მოწყობილობა, რომლებიც პირდაპირი ტრანსლაციისთვის გამოიყენება.

Civil.Ge © 2001-2024