ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფი წარადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Feb.'12 / 14:11

ბიძინა ივანიშვილი მისი სამომავლო პარტიის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციაზე, 15 თებერვალი. ფოტო: ინტერპრესნიუსი

მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მისი სამომავლო პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 18–კაციანი საინიციატივო ჯგუფი წარადგინა.

ამ ჯგუფში შედიან: ბიზნესმენი გიორგი ჟვანია, გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა, რომელიც áƒáƒ“რე, გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის პარტიის წევრიც იყო; áƒ˜áƒ áƒáƒ™áƒšáƒ˜ ღარიბაშვილი, ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის „ქართუს“ ხელმძღვანელი; ელისო ჩაფიძე, გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი;

იურისტები და უფლებადამცველები: თამაზ ავდალიანი, ქურთთა უფლებების დაცვის ფონდი წარმომადგენელი; ზაქარია ქუცნაშვილი; არჩილ კბილაშვილი –ეს ორი უკანასკნელი ივანიშვილის ინტერესებს იცავდა სასამართლოში; მანანა კობახიძე, ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი;

ასევე ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი და ივანიშვილის ერთ–ერთი მრჩეველი; ნოდარ ხადური - ეკონომისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც ასევე ასოცირებული იყო ნინო ბურჯანაძის პარტიასთან "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო".

დიპლომატები: თედო ჯაფარიძე, ყოფილი ელჩი აშშ–ში, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; გიორგი ვოლსკი, 2004-2007 წლებში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; მაია ფანჯიკიძე, ივანიშვილის პრესსპიკერი, საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული ოცნება“ ოფისის ხელმძღვანელი და ყოფილი ელჩი ჰოლანდიასა და გერმანიაში;  

სამეცნიერო და აკადემიური წრის წარმომადგენლები: ნუგზარ დავითაშვილი, რომელიც აშშ–ში, ატლანტის ბენ ფრანკლინის აკადემიაში áƒ›áƒáƒ¦áƒ•áƒáƒ¬áƒ”ობს; ივანე კიღურაძე, მათემატიკოსი, აკადემიკოსი;

სპორტის სფეროდან: ფეხბურთელი კახი კალაძე და ლერი ხაბელოვი, áƒáƒšáƒ˜áƒ›áƒžáƒ˜áƒ£áƒ áƒ˜ ჩემპიონი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი;

ასევე მწერალი სოხუმიდან გურამ ოდიშარია და მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, რომელიც ბოლოს დროს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული აკადემიის“ აქტიური წევრი იყო.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ პარტიაში ასევე წარმოდგენილი იქნება სოზარ სუბარი, ყოფილი სახალხო დამცველი და ქართული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და ასევე გუგული მაღრაძე, ქალთა პარტიის ლიდერი. მან ასევე აღნიშნა, რომ აგრძელებს თანამშრომლობას ადვოკატ ეკა ბესელიასთან, რომელსაც, „თუ სურვილი დარჩება ამის“, ასევე შეეძლება პარტიაში გაწევრიანება.

“პარტიის თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერიც მე ვიქნები“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო პარტიული საქმიანობის უფლება შეზღუდული აქვს.

მან ხელისუფლებას იანვრის დასაწყისში მიმართა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების თაობაზე, რაზეც  პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მაქსიმუმ სამ თვეში უნდა მიიღოს.

“მე ვფიქრობ, რომ ის [პრეზიდენტი სააკაშვილი] ვერ შეძლებს მოქალაქეობის უფლება არ დამიბრუნოს, რაც უკანონოდ ჩამომართვა“, – განაცხადა ივანიშვილმა და გაიმეორა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობას ვერ მიიღებს, პარტიას მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ჩაუდგება სათავეში.

პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა, დაახლოებით, აპრილის დასაწყისისთვის იგეგმება. ამ დროისათვის ასევე დასრულდება პარტიის რეგიონული სტრუქტურების ფორმირება, რაშიც ივანიშვილის თქმით, ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით "ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეგვიშალოს". áƒáƒ› ეტაპზე ასეთი 44 ოფისი ფუნქციონირებს.

როგორც ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, პარტიის პრეზენტაციამდე, კოალიციის შექმნის შესახებ გაკეთდება განცხადება.

Civil.Ge © 2001-2024