კამპანია პარტიების შესახებ კანონში ცვლილებების წინააღმდეგ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Feb.'12 / 16:57


„ქორთიარდ მერიოტში“ 16 თებერვალს კამპანიის „ეს შენ გეხება“ პრეზენტაცია გაიმართა. ფოტო: ინტერპრესნიუსი

უფლებადამცველი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ჯგუფმა დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც არის áƒ“ეპუტატების დარწმუნება იმაში, რომ პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში დეკემბრის ბოლო მიღებულ ცვლილებებს გადახედონ. 

იმის გამოსახატად, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა ორგანიზაციების და ინდივიდუალური პირების ფართო სპექტრს შეეხოს, კამპანიას მათ შემდეგი სახელწოდება შეურჩიეს: „ეს შენ გეხება“.

კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭირვალობა – áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველო, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ასევე რამდენიმე მედია საშუალება, მათ შორის ყოველკვირეული ჟურნალი „ლიბერალი“. კამპანიის მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო".

ჯგუფი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარტიების დაფინანსების წესებს ამკაცრებს და პარტიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს პოლიტიკურ პარტიებთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ ორგანიზაციებს და áƒ¤áƒ˜áƒ–იკურ პირებსაც უწესებს, „ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას“. ჯგუფი ასევე აცხადებს, რომ „კანონის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, დიდია საშიშროება მათი არათანამიმდევრული და შერჩევითი იმპლემენტაციისა“. ჯგუფი ასევე შეშფოთებულია იმის გამო, რომ კანონით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული პოლიტიკური მიზნით ფულადი სახსრების áƒáƒœ სხვა სახის უპირატესობის მიღებაზე, თუ ამ ქმედების ჩადენა შეგნებულად ხდება. 

ანალოგიური áƒ¨áƒ”შფოთება áƒ’ამოთქვა შეკრების áƒ“ა გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ, რომელმაც აღნიშნა 13 თებერვალს საქართველოში რვადღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ, რომ áƒ“ეკემბრის ბოლოს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები „არათანაბარ პოლიტიკურ პირობებს ქმნის".

მმართველი პარტიის დეპუტატები და áƒáƒ¤áƒ˜áƒªáƒ˜áƒáƒšáƒ£áƒ áƒ˜ პირები áƒáƒªáƒ®áƒáƒ“ებენ, რომ მოცემული საკანონმდებლო ცვლილებების ერთადერთი მიზანი პოლიტიკური კორუფციის აღკვეთაა, ასევე áƒ®áƒ•áƒ áƒ”ლების შევსებაა იმისათვის, რომ გამოირიცხოს გარემოება, სადაც მსხვილ ფინანსებს არაპროპორციულად დიდი ზეგავლენა ექნებათ დემოკრატიულ პროცესებზე.

ამ საკითხზე კამათისას ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის ხაზს უსვამენ პოლიტიკური პარტიების შესახებ შეცვლილი კანონის იმ დებულებას, რომელიც აცხადებს, რომ კანონის მიერ გათვალისწინებული შეზღუდვები ვერ იქნება გამოყენებული გამოხატვის თავისუფლების და სამოქალაქო აქტიურობის წინააღმდეგ.

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის კომენტირებისას აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა 14 თებერვალს: „მე ვფიქრობ, რაც საზოგადოების რეაქციიდან áƒœáƒáƒ—ელია, რომ ამ კანონმდებლობის ასპექტების შესახებ წუხილები არსებობს“.

„მე ვიცი დებულება ამ კანონმდებლობაში, რომელიც ცალსახად აცხადებს, რომ არ შეიძლება მისი [კანონის] გამოყენება გამოხატვის თავისუფლების ან პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მიზნით. ნათელია, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია საქართველოში კვლავ შეშფოთებულია, მიუხედავად ამ დებულებისა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონმდებლობის აღსრულების პროცესში ასევე იყოს წესების დაზუსტების პროცესი, რათა ყველასთვის ნათელი გახდეს მათი შესაბამისი პასუხისმგებლობები“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ–ის მზადყოფნა, რომ დაეხმაროს საქართველოს „ძალიან კონკურენტუნარიანი კამპანიის“ ჩატარებაში, რათა áƒ¨áƒ”დგეს „რაც შეიძლება თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, რასაც შედეგად ისეთი პარლამენტის ჩამოყალიბება მოყვება, რომელიც სრულად ასახავს ქართული საზოგადოების შეხედულებებს და მომავალს. “

16 თებერვალს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ჯგუფმა, რომლებიც კამპანიას „ეს შენ გეხება“ ახორციელებენ, პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვისკენ მოუწოდეს. კამპანიის ფარგლებში ჯგუფმა Facebook-ზე გვერდი გახსნა და ამ საკითხთან დაკავშირებით ვებ–გვერდის გახსნასაც გეგმავს. ჯგუფი პეტიციას და მათ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებებს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგენს, რის პარალელურადაც საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია გაიმართება.

პეტიციაში ნათქვამია, რომ „კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც: ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას; სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას; აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში“.

Civil.Ge © 2001-2025