აფხაზეთის ლიდერი მორიგ თავდასხმას გადაურჩა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Feb.'12 / 13:40

აფხაზეთის ტელევიზიით გაშვებული კადრი, სადაც ჩანს აფხაზეთის ლიდერის კორტეჟის ერთ–ერთი მანქანა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს 22 თებერვალს გადაუთას სიახლოვეს.

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი 22 თებერვალს დილით მორიგ თავდასხმას გადაურჩა მას შემდეგ, რაც áƒ›áƒ˜áƒ¡ ესკორტს გუდაუთიდან სოხუმისკენ მიმავალ გზაზე ცეცხლი გაუხსნეს, იტყობინება „აფსნიპრესი“.

ამავე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად აფხაზეთის ლიდერი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის სულ ცოტა ორი წევრი დაიჭრა, რომელთაგანაც áƒ”რთ–ერთი áƒ¡áƒáƒáƒ•áƒáƒ“მყოფოში გარდაიცვალა. áƒ›áƒáƒ’ვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაცვის მეორე áƒ¬áƒ”ვრიც გარდაიცვალა.            

აფხაზეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, "ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა" ადგილობრივი დროით დილის 8:25 საათზე ამოქმედდა. áƒ–ოგიერთი ინფორმაციით, "ფუგასის" ნაღმი აფეთქდა.

"აფსნიპრესის" ცნობით, აფეთქების შემდეგ ანქვაბის ესკორტს ყუმბარმტყორცნიდან და ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გაუხსნეს. 

აფხაზეთის ლიდერის ესკორტის SUV ტიპის áƒ›áƒáƒœáƒ¥áƒáƒœáƒáƒ¡, áƒ áƒáƒ›áƒ”ლშიც გავრცელებული ინფორმაციით, ანქვაბის დაცვა იჯდა, áƒ§áƒ£áƒ›áƒ‘არა მოხვდა, რის შედეგადაც მანქანა დაიწვა. "აფსნიპრესის" ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ეთის ლიდერი არ დაშავებულა და ამჟამად იგი თავის სამუშაო ადგილას იმყოფება. 

ანქვაბმა განუცხადა Associated Press-ს ტელეფონით სოხუმიდან, რომ მისი დაცვის ორი წევრი მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა, ხოლო ერთი დაიჭრა. 

"ჩემი მანქანა ძალიან დაზიანდა, მაგრამ მე თავს კარგად ვგრძნობ", – განაცხადა ანქვაბმა.    

სეპარატისტულ რეგიონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

თავდასხმის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ანქვაბს ტელეფონით ესაუბრა და თავდასხმის გამოძიებაში მოსკოვის დახმარება შესთავაზა, იტყობინება კრემლი.  

2005 წლის შემდეგ ეს ანქვაბზე უკვე მეხუთე ან შესაძლოა მეექვსე თავდასხმაც არის.

2005 წლის თებერვალში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სოხუმის მახლობლად áƒªáƒ”ცხლი გაუხსნეს ანქვაბის ესკორტს. იმ დროს ადგილობრივი ტელევიზია იტყობინებოდა, რომ მის მანქანას 17 ტყვია მოხვდა. თუმცა, ანქვაბი, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, მისი მოადგილის მანქანაში იჯდა და არ დაშავებულა.

2005 წლის აპრილში ანქვაბი კვლავ უვნებელი გადარჩა, როდესაც სოხუმის მახლობლად მის ესკორტს ისევ გაუხსნეს ცეცხლი. ამჯერად, ანქვაბის მძღოლი დაიჭრა.

2007 წლის ივნისში სოხუმსა და გუდაუთას შორის მდებარე გზაზე დისტანციური მართვის ნაღმი „ფუგასი“ აფეთქდა. მაშინ სოხუმში აცხადებდნენ, რომ ნაღმის სამიზნეს, რომელიც იმ ტრასაზე იყო დამონტაჟებული, სადაც ანქვაბის კორტეჟი რეგულარულად მოძრაობდა, სწორედ ანქვაბი წარმოადგენდა. მაშინ იტყობინებოდნენ, რომ ნაღმი შემთხვევით აფეთქდა, რის გამოც სავარაუდო ტერორისტული აქტი არ შედგა.

2007 წლის ივლისში ანქვაბის მანქანას, რომელიც იმავე მარშრუტით, გუდაუთასა და სოხუმს შორის გზაზე გადაადგილდებოდა, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბმა მცირე დაზიანება მიიღო.

2010 წლის სექტემბერში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ანქვაბი, რომელიც მაშინ ვიცე–პრეზიდენტი იყო, ხელისა და ფეხის არეში დაიჭრა. თავდასხმა გუდაუთაში მოხდა, როდესაც РПГ-26 ტიპის ყუმბარმტყორცნიდან გასროლილი ჭურვი ანქვაბის კუთვნილ ორსართულიანი სახლის სახურავს მოხვდა.

არც ერთი ეს შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა და არც არავინ დაუკავებიათ. თავად ანქვაბი თავდასხმებს "შიდა" აფხაზურ ძალებს აბრალებს, თუმცა დეტალებზე მას საჯაროდ არასდროს უსაუბრია.

Civil.Ge © 2001-2024