სააკაშვილი: ‘კავკასიური ერებისთვის საქართველო არის ფანჯარა ევროპაში’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Feb.'12 / 13:59

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 თებერვალს პარლამენტში ყოველწლიური საანგარიში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო არის „ლოკომოტივი მომავლისკენ“ და „ფანჯარა ევროპაში“ კავკასიური ერებისთვის.

„ქართველი ერის ისტორიული არჩევანია დასავლეთი, მაგრამ ჩვენი რეგიონია კავკასია, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება არ შეიძლება განიხილებოდეს კავკასიური უსაფრთხოების გარეშე. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას საერთო კავკასიური განვითარებისთვის და ყოველთვის ვიაქტიურებთ კავკასიელ ხალხებთან და ქვეყნებთან მეგობრობაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„საქართველო მყარად უჭერს მხარს სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობის პრინციპს, თუმცა ჩვენ კავკასიას განვიხილავთ, როგორც ერთიან რეგიონს“, – განაცხადა მან.

„საქართველო იმიტომაც აღიზიანებს მტერს, რომ პირველად ასწლეულების განმავლობაში საქართველომ შექმნა კავკასიაში თანამედროვე სახელმწიფოებრიობის მაგალითი, რაც არის დამპყრობლისთვის კოშმარის ტოლფასი, რადგანაც ამას ვერასოდეს წარმოიდგენდა; ამიტომ არის, რომ იხრჩობა ჯავრისგან“, – განაცხადა მან.

„საქართველო არა მხოლოდ ლოკომოტივია კავკასიისთვის მომავლისკენ, არამედ ჩვენ ვართ მათი ფანჯარა ევროპაში იმიტომ, რომ კავკასიაში გაჩნდა არა მხოლოდ თანამედროვე სახელმწიფო, არაკორუმპირებული სახელმწიფო აპარატი, სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო, არამედ ამ სახელმწიფოს ექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან და ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა áƒáƒ¡áƒ”ვე დასძინა, რომ საქართველო „განვითარების მაგალითი“ იქნება კავკასიისთვის, რომელიც მთელ თავის მიღწევებს დანარჩენ რეგიონს გაუზიარებს.  „ეს ვერ მოუნელებია საქართველოს მტერს“, – áƒ®áƒáƒ–ი გაუსვა áƒ›áƒáƒœ.

შემდეგ მან მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების თაობაზე თბილისის სურვილზე ისაუბრა და რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივით გამოვიდა.

2010 წელს საქართველომ 90–დღიანი უვიზო რეჟიმი შემოიღო ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მაცხოვრებლებისთვის.   

Civil.Ge © 2001-2024