ხელისუფლებას პარტიების შესახებ კანონში კომპლექსური ცვლილებების გატარებისკენ მოუწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Mar.'12 / 18:01

კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან მმართველი პარტიის მზაობას მკაფიოდ ჩაიწეროს კანონმდებლობაში, რომ პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები არ გავრცელდება ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე, თუმცა მხოლოდ ამ თემაზე ფოკუსირებას არასაკმარისად მიიჩნევენ, რადგან შეზღუდვების áƒáƒ‘იექტი არა მხოლოდ ეს ორგანიზაციები, არამედ შესაძლოა ნებისმიერი მოქალაქე იყოს.

5 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარტიების შესახებ კანონში ნათლად უნდა ჩაიწეროს, რომ არ შეიზღუდება არასამთავრობო ორგანიზაციების და იმ დონორი ორგანიზაციების „ლეგიტიმურ აქტივობები“, რომლებიც პარტიების განვითარების კუთხით მუშაობენ.

“ერთის მხრივ მოხარულები ვართ, რომ პარლამენტმა უკვე ცალსახად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ აუცილებლად შევა ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დღეს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, "ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არის სწორი აქცენტის დასმა იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს მოეხსნებათ პრობლემები“. 

საკითხებს შორის, რომლის შეცვლასაც კამპანიის მონაწილეები მოითხოვენ 17 თებერვალს პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებში, იმ პირთა წრის შევიწროვებასთან ერთად, ვისზეც შესაძლოა შემზღუდველი რეგულაციები გავრცელდეს, ასევე შედის: მოსყიდვის ფაქტზე ამომრჩევლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება; კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლების განსაზღვრა; დაყადაღების წესის დეტალურად გაწერა და სანქციების შემცირება.

„კომპლექსურად უნდა მოხდეს ყველა ამ საკითხის განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ჩავთვლით, რომ რაიმე უკეთესობა და სერიოზული გაუმჯობესება კანონმდებლობის იქნა მიღწეული“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ეს განცხადებები საფუძველს მოკლებული და „ცოტა უცნაურია“, ვინაიდან პარალელურ რეჟიმში პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მათ მიერ áƒ›áƒáƒ›áƒ–ადებულ საკითხთა ფართო წრეზე მსჯელობა გრძელდება.

მინაშვილი მმართველი პარტიის სხვა დეპუტატებთან ერთად დღეს პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით საქართველოში მომუშავე ათამდე საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა.

მისი áƒ—ქმით, ამ ორგანიზაციებს გაუჩნდათ განცდა, რომ შესაძლოა პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები მათაც შეეხოთ, თუმცა „ჩვენ დავარწმუნეთ, რომ ეს მათზე არ ვრცელდება“.

შესაბამისი გარანტიების შესაქმნელად, დეპუტატის განცხადებით, კანონში გაკეთდება სპეციალური ჩანაწერი, რომ „შეზღუდვები არ ვრცელდება იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა მიზანია პარტიების ინსტიტუციური მხარდაჭერა“. თუმცა შეზღუდვები იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ამ ტიპის ორგანიზაციები რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ კამპანიაში ჩაერთვებიან, განაცხადა მინაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პარტიების შესახებ კანონში ცვლილებების ფორმულირებებზე მუშაობა მიმდინარეობს და პროექტის პირველადი ვარიანტი, სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის იქნება წარმოდგენილი.

Civil.Ge © 2001-2024