პუტინი: ‘ვიმედოვნებ, რომ გამოსავალი მოიძებნება’ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Mar.'12 / 12:09


რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჟურნალისტებს ესაუბრება, 7 მარტი. ფოტო რუსეთის პრემიერ–მინისტრის ვებ–გვერდიდან.

რუსეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განუცხადა ჟურნალისტებს 7 მარტს, რომ რუსეთს „განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს ქართველ ხალხთან“ და იმედი გამოთქვა, რომ „გამოსავალი მოიძებნება“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ როგორ განიხილავდა ის რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს მისი პრეზიდენტობის დროს იმ ფონზე, რომ რუსეთი áƒáƒ¦áƒ˜áƒáƒ áƒ”ბს áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას – გადაწყვეტილება, რომელიც „არავის მოსწონს“.

„როგორ შეიძლება ვინმეს მოეწონოს გადაწყვეტილება სამშვიდობოებზე თავდასხმის შესახებ?“ უპასუხა პუტინმა, „ეს ხომ áƒáƒ áƒáƒ•áƒ˜áƒ¡ მოეწონა, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან, რუსეთში, განსაკუთრებით, როცა áƒ®áƒáƒšáƒ®áƒ˜ დაიხოცა... ეს საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ქმედებების შედეგია, არა ჩვენი“.

„ჩვენ უკვე ბევრჯერ ვთქვით და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი: ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს ქართველ ხალხთან და ვიმედოვნებთ, რომ áƒ’ადაწყვეტილება გამოიებნება. მაგრამ ამაზე ახლა ნაადრევია საუბარი და ალბათ აზრიც არ აქვს. დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევია და ის კურირებს საგარეო პოლიტიკას. ასე რომ, თუ შეიძლება, კითხვები მას დაუსვით. მერე კი შევხედავთ რა იქნება შემდგომში“, – განაცხადა პუტინმა. 

მოგვიანებით ქართველმა ჟურნალისტმა მას ისევ დაუსვა კითხვა, აპირებს თუ არა ის თავის კოლეგასთან ურთიერთობებს და ამ კონტექსტში ახსენა თბილისის გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების თაობაზე.

პუტინმა უპასუხა, რომ მოსკოვს უვიზო მიმოსვლა აქვს დსთ–ს ქვეყნებთან, ორგანიზაციის, რომელიც საქართველომ დატოვა. თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა შეახსენა, რომ სავიზო რეჟიმი მოქმედებდა მაშინაც, როცა საქართველო ჯერ კიდევ დსთ–ს წევრი იყო 2008 წლის აგვისტომდე, პუტინმა უპასუხა: „დიახ, ეს ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთდა. ახლა კი ის [საქართველო] დსთ–დანაც გავიდა“.

შემდეგ ჟურნალისტმა ჰკითხა, áƒœáƒ˜áƒ¨áƒœáƒáƒ•áƒ“ა თუ არა ეს, რომ პუტინის პრეზიდენტობის 6–წლიან პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უცვლელი დარჩება.

“არ ვიცი“, – უპასუხა პუტინმა და იქვე იკითხა: „საქართველში არჩევნები როდის არის?... ამაზე ასევე ძალიან ბევრია დამოკიდებული“.

შემდეგ ჟურნალისტმა უთხრა მას, რომ საქართველოში არ არის ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებს.

“და თქვენ რა გინდათ რუსეთისგან? რომ რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი  ძალით აიძულოს?“– მიმართა მან შეკითხვით ჟურნალისტს, რაზეც მიიღო პასუხი: „გაიყვანეთ ჯარები აფხაზეთიდან და ოსეთიდან“.

“და თქვენ იქ ისევ შეხვალთ თქვენი ჯარებით?“ – განაგრძო პუტინმა, „თქვენ ერთხელ უკვე გააკეთეთ ასე. და ზუსტად ამიტომაც. ეს რომ არ ყოფილიყო, მაშინ სიტუაცია სხვანაირი იქნებოდა. გაიხსენეთ, როცა ეს მძიმე მოვლენები დაიწყო, სამხედრო მოქმედებები, დაგავიწყდათ რა ვთქვი მე?... მე ვთქვი: ‘სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული თავისი ხალხის წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ’. მან მიაღწია ტერიტორიების ჩამოშორებას. ახლა როგორ მოველაპარაკოთ ამ ხალხს? აი რაშია შეცდომა!“.

"ჩვენ ხომ მიხეილ ნიკოლაევიჩთან ბევრჯერ გვილაპარაკია ამის შესახებ", განაგრძო მან, "მე არ ვიცი, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, თუ მე ამაზე ვიტყვი, რომ მე მისთვის ბევრჯერ მითქვამს: ‘მიხეილ ნიკოლაევიჩ, ოღონდაც ნუ მიიყვანთ სისხლისღვრამდე!’. საჭიროა მოლაპარაკება ამ ადამიანებთან! ეს ხომ გუშინ არ წარმოიშვა და არა რუსეთის მხრიდან პროვოკაციის შედეგად. და 1921 წელს რა იყო? არ იცით? წაიკითხეთ ისტორია. იცით ხომ მართლა? და 1919 წელს? ეს რეიდები – ორი თუ სამჯერადი რეიდები. და ასევე ძველ დროშიც. ასე მარტივად არ არის! ეთნიკური ურთიერთობები – ძალიან ფაქიზი რამეა. და საჭიროა ურთიერთობების დალაგება ამ ადამიანებთან. მან თქვა: ‘კი რა თქმა უნდა! აუცილებლად! ჩვენ ასე ვიზამთ’. და რა გაკეთდა რეალურად? ყველაფერი საპირისპიროდ".

"ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ არ ჩავერეოდით აჭარაში, როცა იქ დაიწყება მოვლენები, იქ ჩვენი ბაზის არსებობის მიუხედავად. მე სიტყვას გაძლევთ, ჩვენ თითიც არ გაგვინძრევია, ჩვენ არ ჩავრეულვართ. მან შემდეგ მითხრა: ‘კი, თქვენ მართლაც შეასრულეთ სიტყვა’. და როგორ მოიქცა საქართველოს ხელმძღვანელობა? ჩვენ მოველაპარაკეთ მათ, რომ შევქმნიდით ჩვენი ბაზის ადგილას ანტიტერორისტულ ცენტრს. და სად არის ეს ყველაფერი? და როდესაც მე შევთავაზე მიხეილ ნიკოლაევიჩს: ‘მოდით ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, რომ ის იქნება ანტიტერორისტული ცენტრი’, მათ თქვა: „არაფერია ხელმოსაწერი’. მე ვთქვი: ‘ეს როგორ? ხელშეკრულება’. ‘თუ ჩვენ არ გვინდა შესრულება, მაშინ შეთანხმებაც მოვისროლეთ’. აი, გამარჯობა შენი! როგორ მოვილაპარაკოთ ასეთ ადამიანებთან? რაზე? ეს თითქმის პირდაპირი ლაპარაკია. მე ვიცი მიხეილ ნიკოლაევიჩი გაიგებს, რა თქმა უნდა, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ და უარყოფს ან როგორღაც იტყვის".

შემდეგ პუტინს ჟურნალისტების გარემოცვიდან რეპლიკის სახით მიხეილ სააკაშვილის ჰალსტუხთან დაკავშირებული ისტორია შეახსენეს.

„რაც არის, არის ეს ჰალსტუხი. ადამიანი ნერვიულობდა, არა უშავს, ხდება ხოლმე. ყველას შეიძლება დაემართოს. მე ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ ამას. მაგრამ, რაც მე ახლა მოვყევი, ეს სიმართლეა. არ დამიმატებია არცერთი სიტყვა. და როგორ მოველაპარაკოთ მას? რაზე?“ – განაცხადა მან, რის შემდეგაც მას ჰკითხეს: „ანუ ახალ პრეზიდენტს ელოდებით?“

„ქართველი ხალხი განსაზღვრავს ვინ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და არა ჩვენ. ჩვენ ჩვენი პოზიცია ვთვით, ჩამოვაყალიბეთ“, – განაცხადა მან და კიდევ ერთხელ გაიმეორა: „იმ ტრაგედიის ინიციატორები, რომელიც მოხდა, ჩვენ არ ვყოფილვართ, მაგრამ ალბათ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს რაღაც იმისათვის, რომ როგორღაც შეიცვალოს სიტუაცია“.

პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას კიდევ ერთ ეპიზოდში áƒáƒ®áƒ¡áƒ”ნა საქართველო, როცა ამბობდა, თუ რომელი ქვეყნის ლიდერებმა მიულოცეს მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. ჩამოთვლისას მან საქართველოც ახსენა, თუმცა შემდეგ გამოასწორა: „პარდონ, საქართველოდან, სამწუხაროდ, ჯერ არ დაურეკავთ“.   

 

Civil.Ge © 2001-2024