Forbes-მა ივანიშვილის ქონება 6.4 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Mar.'12 / 12:26

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილის ჟურნალ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს მილიარდერების სიაში 153–ე ადგილი უკავია, ხოლო მისი ქონება 6.4 მილიარდ აშშ დოლარად არის áƒ¨áƒ”ფასებული.

ივანიშვილის ქონება შარშანდელ ანალოგიურ სიაში 5.5 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული. 

ივანიშვილი, რომელიც ამჟამად საფრანგეთის მოქალაქეა და ხელისუფლებისგან საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე პასუხს ელოდება, საფრანგეთში მეექვსე უმდიდრესი ადამიანია,  Forbes-ის მიხედვით. ჟურნალი ასევე აქვეყნებს áƒ•áƒ áƒªáƒ”ლ სტატიას ივანიშვილის შესახებ.

7 მარტს გამოქვეყნებული წლევანდელ სიაში სულ 1 226 ადამიანია შესული.  

 

Civil.Ge © 2001-2024