კონტროლის პალატამ „ქართუ ბანკი“ 822 040 ლარით დააჯარიმა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Mar.'12 / 19:52


"ქართუ ბანკის" სათაო ოფისი თბილისში. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge.

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 12 მარტს განაცხადა, რომ ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართულ ბანკი“ 822 040 ლარით დააჯარიმა პარტიების შესახებ „კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე“.

ეს უკვე áƒ¤áƒ˜áƒœáƒáƒœáƒ¡áƒ£áƒ áƒ˜ სანქციების გამოყენების áƒ›áƒ”ორე შემთხვევაა, რაც ჯამში ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 422 040 ლარის გადახდას გულისხმობს. თებერვლის ბოლოს ივანიშვილთან დაკავშირებული პირები შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდნენ.

თუმცა წინა შემთხვევისაგან áƒ’ანსხვავებით, ამჯერად შემოწირულობის განხორციელებას ადგილი არ ჰქონია.

კონტროლის პალატამ 12 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „კორუფციული სქემის“ მიხედვით, „ქართუ ბანკმა“ თავის ორ თანამშრომელს ჩაურიცხა დიდი ოდენობით პრემია - 82 204 ლარი, ამ თანხის  საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებისთვის“ შემდგომი გადარიცხვის მიზნით. შესაბამისი კომენტარები ბანკის ორივე თანამშრომელმა გასულ კვირას ნაციონალური ტელევიზიებისთვის გააკეთა, სადაც მათ ასევე აღნიშნეს, რომ არ აპირებდნენ თანხების „ქართული ოცნების“ ანგარიშზე გადარიცხვას.

კონტროლის პალატამ ასევე განაცხადა, რომ „ქართუ ბანკის“ თანამშრომელმა, ქურდაძემ პრემიის სახით მიიღო - 44 400 ლარი, ხოლო  ხუხუნეიშვილმა - 37 804 ლარი, თუმცა „შემდგომ მათ უარი განაცხადეს უკანონო გარიგებაში მონაწილეობის მიღებაზე“.

"ქართუ ბანკის" ხელმძღვანელობის თქმით, ეს ადამიანები პროვოცირებული იყვნენ და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლეს.

იმავდროულად, 12 მარტს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კონტროლის პალატა მათი სამოქალაქო აქტივისტების „ტერორში“ და „დაშინებაში“ დაადანაშაულეს.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა კოალიციიდან, თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ აქტივისტებს, რომელთაც, მისი მტკიცებით, არანაირი ფინანსური კავშირი არ აქვთ კოალიციასთან, მთელი საქართველოს მასშტაბით გასული დღე–ღამის განმავლობაში კონტროლის პალატაში დასაკითხად იბარებდნენ, როგორც „ფინანსურ მაქინაციებში მონაწილე სამართალდამრღვევებს“. ხიდაშელის თქმით, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ნებაყოფლობით საფუძველზე არიგებდნენ „ქართული ოცნების“ გაზეთებს ან აგროვებდნენ ივანიშვილის მოქალაქეობის მხარდამჭერ ხელმოწერებს.

მან მოუწოდა კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს  ნათია მოგელაძეს თავი დაანებოს ასეთ ადამიანებს, ხოლო დაკითხვის შემთხვევაში, ამ პროცესის ვიდეო–აუდიო ჩაწერა განახორციელოს.

“ჩვენ რეალურად სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც ყოველდღიურად ნათია მოგელაძე ჩადის ამ ადამიანების წინააღმდეგ დაკითხვების დროს, პირად ახდენს ტერორიზებას ამ ადამიანების, პირადად ემუქრება ამ ადამიანებს, მათ შორის დაპატიმრებით“, – განაცხადა ხიდაშელმა და პროკურატურას მისი ამ განცხადების საფუძველზე მოგელაძის წინააღმდეგ მოკვლევის დაწყებისკენ მოუწოდა.

დღესვე ხიდაშელმა 10 ათასი ლარი, ხოლო კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა 12 ათასი ლარის ოდენობის შემოწირულობა გადარიცხეს მათი პოლიტიკური კოალიციის ერთ–ერთი სუბიექტის სასარგებლოდ. მათი თქმით, ამ საჯარო აქციის შემდეგ ისინი დასაკითხად კონტროლის პალატის მიწვევას ელიან.

 

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024