Amnesty International-ი კონტროლის პალატის ქმედებების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Mar.'12 / 18:59

Amnesty International-მა განაცხადა 16 მარტს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციური აქტივისტების და მხარდამჭერების „ფართომასშტაბიანი დაბარება“, რათა მათ „პასუხი გასცენ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების და საქმიანობების შესახებ კითხვებს, დაშინების ეფექტს ქმნის და თავისუფალი გამოხატვისა და შეკრების უფლებათა დარღვევის რისკს ქმნის“.

კონტროლის პალატამ მიმდინარე კვირას, áƒ áƒ”გიონებში ივანიშვილის კოალიციის ათობით, ზოგიერთი მონაცემებით ასზე მეტი, აქტივისტი და მხარდამჭერი დაიბარა, როგორც თავად აცხადებს, ოპოზიციური პარტიების ფინანსების მონიტორინგის მიზნით.

„Amnesty International-ი შეშფოთებულია იმის გამო, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ოპოზიციური პარტიების წევრების  და მხარდამჭერების ფართომასშტაბიან დაკითხვას თან ახლდა áƒªáƒœáƒáƒ‘ები იმის შესახებ რომ áƒ”ს ხდებოდა სამართლებრივი გარანტიების დარღვევით და ოპოზიციის მხარდამჭერთა დაშინებით“, – áƒáƒ¦áƒœáƒ˜áƒ¨áƒœáƒáƒ•áƒ¡ ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი განცხადებაში.

Amnesty International–მა განაცხადა, რომ მან მიიღო ცნობები, რომ დაკითხვა ხშირად „აგრესიული ფორმით მიმდინარეობდა, პოლიციის უამრავი წარმომადგენლის თანდასწრებით, რომლის დროსაც ხდებოდა ადამიანების არასასურველი áƒ©áƒ®áƒ áƒ”კა და მათი პირადი პოლიტიკური შეხედულებების და საქმიანობების შესახებ კითხვების დასმა და ხშირად ეს ხდებოდა ადვოკატის ყოლის უფლების არ ქონის ფონზე“.

„მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წევრების და სავარაუდო მხარდამჭერების შერჩევითი შემოწმება, ის ფორმა, რომლითაც ბევრი შემოწმება განხორციელდა, დასმული კითხვების შინაარსი და იმ პირთა დიდი რაოდენობა, რომლებიც დასაკითხად დაიბარეს, გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ, რომ ეს ოპერაცია პოლიტიკურად მოტივირებულია და ოპოზიციური პარტიების ამჟამინდელი და პოტენციური მხარდამჭერების დაშინებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა Amnesty International–მა.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „უზრუნველყოს, რომ ინდივიდუალური პირების დაკითხვის კუთხით კონტროლის პალატის უფლებამოსილებები მხოლოდ კანონის მიზნებისთვის და მის ფარგლებში გამოიყენებოდეს“.

Civil.Ge © 2001-2024