ბაჩო ახალაია ალასანიას ბრალდებას „ბოდვას“ უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Mar.'12 / 19:06

თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ხელისუფლების მიმართ ბრალდებებს შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე, „ბოდვა“ და „სისულელე“ უწოდა.

ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ 20 მარტს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა საარჩევნო მიზნებით სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე, რაშიც მან ბაჩო ახალაია და მისი ოჯახი დაადანაშაულა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს დაჯგუფებები პრეზიდენტის დავალებით იქმნება და ამის შესახებ გააჩნია კონკრეტული მასალები –  „სრული ინფორმაცია მათი დისლოკაციის, შემადგენლობის, შეიარაღების და დაფინანსების შესახებ“, რომელსაც განსაჯაროების გარეშე აწვდის უშიშროების საბჭოს რეაგირების მოსახდენად. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ დაჯგუფების წევრები ოფიციალურ სტრუქტურებში არ არიან რეგისტრირებული áƒ“ა შესაბამისად არ წარმოადგენენ სარეზერვო ძალებს.

ახალაიამ ამ ბრალდებების კომენტირებისას „ნებაყოფლობითი“ სარეზერვო ძალების ფორმირებაზე გააკეთა აქცენტი, რომლის ფორმირებაც „უკვე რამოდენიმე თვეა“ რაც მიმდინარეობს. áƒ—ავდაცვის სამინისტრომ პირველი განცხადება ნებაყოფლობითი რეზერვის გავლის მსურველთათვის ოქტომბრის ბოლოს გააკეთა

მინისტრის თქმით, ადამიანები „თვითონ გამოთქვავენ სურვილს იყვნენ სარეზერვო სამსახურში გამომდინარე თავიანთი პატრიოტული სულისკვეთებიდან“ და ისინი ანაზღაურებას არ იღებენ.  

“ჩვენ შეგნებულად კონკრეტული რეგიონებიდან იმიტომ დავიწყეთ, რომ ეს არის ადმინისტრაციული საზღვრები, კონფლიქტისპირა რეგიონები და როგორც ჩვენი ინტერესები, ისე მოსახლეობის ინტერესები ამ რეგიონებში უფრო მეტია, ვიდრე სხვაგან“, – განუცხადა მან 20 მარტს ჟურნალისტებს.

“ვისაც მოესურვება რაიმე სხვა სისულელეები ამ ყველაფერში ნახოს, მე ეხლა ამ სისულელების ბოდვას ვერავის ვერ დავუშლი. იბოდიალოს რამდენიც უნდა“, – დასძინა მან.

Civil.Ge © 2001-2024