აშშ–ის ელჩის კომენტარი ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Apr.'12 / 13:18

აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი „სამართლიანად და სწრაფად“ მოაგვაროს.

„როგორც პრინციპის საკითხი, ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობა კანონის წინაშე თანასწორობის ძირითადი პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სამართლიანად და სწრაფად  გადაწყვიტოს ბატონი ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი“, – განუცხადა ბასმა ჟურნალისტებს 5 აპრილს მას შემდეგ, რაც მას ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებაზე ჰკითხეს.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განაცხადა 4 აპრილს, რომ ოპოზიციონერ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღება არ შეუძლია და áƒ áƒáƒ› მან მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს.

ივანიშვილმა დაგმო ეს გადაწყვეტილება როგორც „უსუსური და უაზრო“ და განაცხადა 5 აპრილს, რომ იგი კვლავ დარწმუნებულია, რომ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას და შეძლებს 21 აპრილს პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას.

Civil.Ge © 2001-2024