მრეწველთა პარტია ივანიშვილის კოალიციას შეუერთდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Apr.'12 / 16:47

პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიციას – „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და ამ გაერთიანების "სრულუფლებიანი წევრი“ გახდა, განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“ 11 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში.

„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი ლუდის მწარმოებელი კომპანია „ყაზბეგის“ მფლობელი გოგი თოფაძეა. სულ ბოლოს ის პოლიტიკურად ყველაზე აქტიური 2010 წელს იყო, როდესაც თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობდა, რომლის დროსაც მისი ერთ–ერთი კონკურენტი ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია იყო. ამჟამად, áƒáƒšáƒáƒ¡áƒáƒœáƒ˜áƒáƒ¡ პარტიაც ივანიშვილის კოალიციაში შედის. თბილისის მერის არჩევნებში, რომელიც გიგი უგულავამ მოიგო, თოფაძემ ხმების, დაახლოებით, 5.2% მიიღო. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ თოფაძე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული არ ყოფილა.

თოფაძემ, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგია, განაცხადა 5 აპრილს, როდესაც მან „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანების გეგმები გაამხილა, რომ მისი ხედვები "ძალიან ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის პროგრამას", თუმცა საგარეო პოლიტიკის გარკვეულ საკითხებზე მათი შეხედულებები განსხვავდება.

„ჩვენ გვაქვს განსხვავება ნატოზე“, – განუცხადა თოფაძემ ჟურნალისტებს 5 აპრილს, „ჩემი აზრია და ჩემი პოლიტიკური პარტნიორების, რომ ნატოში ჩვენ ვერასოდეს ვერ შევალთ – ალბათ ნატო უფრო მალე დაიშლება [ვიდრე საქართველო შეუერთდება მას] – სანამ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ შევქმნით... ყველა ის განცხადება, რომ ‘ახლოს ვართ ნატოსთან’ არის [ხელისუფლების] პიარი; საქართველოს ნატოში არავინ არ მიიღებს ამ მდგომარეობით... მე მიმაჩნია, ნატო-ში სწრაფვამ დაღუპა საქართველო“.

მისი თქმით, საქართველო ვერ გახდება ნატოს წევრი, რადგანაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. „ჩვენ თუ ნატო-ში უნდა შევიდეთ, ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ორი ძირძველი მიწა; ისე ვერ შეხვალ ნატო-ში. მაშინ უნდა აღიარო, რომ მე ამას ვთმობ და ნატო-ში მიმიღეთ. რომელი ჯობია?“, – განაცხადა მან.

თოფაძე საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობის კატეგორიული წინააღმდეგია.

მან ასევე განაცხადა 5 აპრილს, რომ მთავარი მიზანია ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლა და მიუხედავად განსხვავებისა საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ამ მთავარი მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობაა საჭირო.   

მრეწველთა პარტია 13–წევრიან ცენტრალურ, საოლქო და საუბნო áƒ¡áƒáƒáƒ áƒ©áƒ”ვნო კომისიებში ერთი წევრით არის წარმოდგენილი. მრეწველებთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარების შემდეგ, ამჟამად, ივანიშვილის კოალიციას ფაქტიურად ორი წევრი ჰყავს áƒ¡áƒáƒáƒ áƒ©áƒ”ვნო კომისიებში – მეორე წევრი კონსერვატიული პარტიიდანაა, რომლის ლიდერი, ზვიად ძიძიგური ასევე წარმოდგენილია კოალიციაში.   

Civil.Ge © 2001-2024