ივანიშვილი: 'ივნისის ბოლოს სიტუაცია იქნება გარდატეხილი'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Apr.'12 / 18:26
  • ივანიშვილის პარტია 21 აპრილს დაფუძნდება;
  • კოალიციამ "ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 46 ოფისი გახსნა;
  • კოალიცია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას მაისიდან გეგმავს.

ბიძინა ივანიშვილი საჩხერეში მხარდამჭერებს მიესალმება, 17 აპრილი. ფოტო: ივანიშვილის პრესსამდივნო. 

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 17 აპრილს განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს „ნელ–ნელა უკან დახევა“ უწევს და მისი კოალიციის აქტიურობით სიტუაციის გარდატეხა მოხერხდება.

21 აპრილს ივანიშვილი მისი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას დიდუბის საგამოფენო ცენტრში გეგმავს, მისი პრესსამდივნოს ინფორმაციით.

ივანიშვილს, რომელმაც მისი პარტიის საინიციატივო ჯგუფი თებერვალში წარადგინა, კვალავაც არ აქვს უფლება თავად დააფუძნოს პოლიტიკური პარტია, რადგან ის საფრანგეთის მოქალაქეა, ხოლო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მას არჩევნებში მონაწილეობის áƒ¡áƒáƒ¨áƒ£áƒáƒšáƒ”ბას საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე მისცემს, ჯერ კიდევ მისაღებია პარლამენტის მიერ. ის, თუ როგორც გადაწყდება პარტიის დაფუძნების იურიდიული მხარე, ჯერ გაურკვეველი რჩება.

მიუხედავად კრიტიკული განწყობისა შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილების მიმართ, ივანიშვილი სრულად გამოიყენებს იმ უფლებებს, რომელიც მას ცვლილების დამტკიცების შემდეგ მიენიჭება, განაცხადეს მისმა ადვოკატებმა გასულ კვირას. მისმა ერთ–ერთმა ადვოკატმა და ივანიშვილის მომავალი პარტიის წევრმა, არჩილ კბილაშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, ივანიშვილი მეტ სარგებელს ნახავს ამგვარი ვარიანტიდან, ვინაიდან ერთის მხრივ, ის საფრანგეთის მოქალაქედ დარჩება, მეორეს მხრივ კი მას საქართველოში პოლიტიკური უფლებები მიენიჭება.

17 აპრილს მის მშობლიურ საჩხერეში „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისმა კოალიციამ საგარეო თვალსაზრისით წარმატების მიღწევა უკვე მოახერხა áƒ˜áƒ›áƒ˜áƒ—, რომ „მაქსიმალურად კარგად ვაჩვენეთ ამერიკელებსაც და ევროპელებსაც სააკაშვილის რეალური სახე, მისი ცრუ დემოკრატია“.

ოფისთან ღია ცის ქვეშ შეკრებილ მხარდამჭერებს ივანიშვილმა ასევე განუცხადა, რომ იძულების შედეგია, რომ სააკაშვილმა არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე გაუგზავნა მოწვევა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელთა ჩამოსვლაც „მოგვცემს რეალურ საშუალებას დავაბალანსოთ სააკაშვილის ძალადობა“.

„რამდენიმე დღეში ჩვენ მოვახერხებთ და პრაქტიკულად ყველა რეგიონში გავხსნით ოფისს. ჩვენ გავაქტიურდებით თითოეულ შტაბში, გააქტიურებას მოახერხებს სამოქალაქო სექტორი ჩვენთან ერთად. ეს ყველაფერი კომპლექსურად მოგცემს იმის საშუალებას, რომ მაისში, ივნისის  შუა რიცხვებში და ივნისის ბოლოს მე გპირდებით, რომ სიტუაცია იქნება გარდატეხილი. ხალხს, თქვენ მოგეცემათ საშუალება საღად და თავისუფლად გამოთქვათ თქვენი აზრი... ჩვენ მოვახერხებთ, რომ პოლიციამ სწორი პოზიცია დაიჭიროს, ჩადგეს ხალხის სამსახურში და თავი დაანებოს საკუთარი ხალხის დათრგუნვას“, – განაცხადა მან.

თებერვლის ბოლოს ფორმირების შემდეგ კოალიციამ ქვეყნის მასშტაბით სულ ცოტა 36 áƒ áƒáƒ˜áƒáƒœáƒ£áƒšáƒ˜ ოფისი áƒ’ახსნა; ასევე ცენტრალური ოფისის გარდა, 10 ოფისი გაიხსნა თბილისშიც  – დედაქალაქის ყოველ საარჩევნო ოლქში.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას მაისის დასაწყისიდან დაიწყებს. ამის შემდეგ, განაცხადა უსუფაშვილმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თავიანთ  ოლქებში საარჩევნო კამპანიას დაიწყებენ  „ქართული ოცნების“ პროგრამაზე დაყრდნობით, რომელიც, მისი თქმით, იმ დროისთვის მზად იქნება.

მომავალ პარლამენტში 73 ადგილს ერთმანდატიან ოლქებში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული წესით გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ. სისტემით, სადაც მაჟორიტარი დეპუტატი „გამარჯვებულს ყველაფერი რჩება“ პრინციპით ირჩევა (კანდიდატმა შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 30% უნდა მიიღოს), 75 ერთმანდატიანი ოლქიდან 71–ში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მაშინ ოპოზიციის კანდიდატებმა თბილისის ორ ოლქში (ორივე ახალი მემარჯვენეების კანდიდატებმა მოიგეს),  და ასევე ცაგერის (სადაც მმართველ პარტიას კანდიდატი არ ჰყოლია) და ყაზბეგის ოლქებში მოიგეს არჩევნები. 2008 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, ოქტომბრის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩვენ მოვარხერხებთ იმას, რომ ხალხი გამოვიყვანოთ იმ შიშისგან, რომელსაც მოძალადე და მშიშარა სააკაშვილი ნერგავს და ქართველ ხალხს მიეცემა თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება და ოქტომბერში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავისტუმრებთ მშიშარა სააკაშვილს“, – განუცხადა ივანიშვილმა მხარდამჭერებს საჩხერეში, სადაც ხშირად სკანდირებდნენ „ბიძინა, ბიძინას“. 

თუმცა, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვება „ოცნების ძალიან პატარა ნაწილის“ ასრულება იქნება და შემდგომ „ძალიან ბევრი გვექნება გასაკეთებელი“.

მან  პირველი რიგის ამოცანებს შორის დაასახელა ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილება და დაბალანსება კონსტიტუციური ცვლილებების გზით, ასევე „რეალური თვითმმართველობის“ დანერგვა, რაც შესაძლებლობას შექმნის „ვისწავლოთ მართვა ქვემოდან“ და თუ არჩეული დეპუტატები ნდობას ვერ გაამართლებენ, „ჩვენ გვექნება უფლება გამოვიწვიოთ ისინი“. 

მან ასევე განაცხადა, რომ „მოსვლიდან სულ 2–3 თვეში“ მოხერხდება „რეალური სასამართლოს აღდგენა და დაიწყება განკითხვა იმ უსამართლობის, რომელიც ხორციელდებოდა ამ რამოდენიმე წლის განმავლობაში“. ივანიშვილმა პრიორიტეტულ ნაბიჯებს შორის ასევე დაასახელა მედიისა და ბიზნესის გათავისუფლება „ხელისუფლების ზეწოლისაგან“.

„ამას დასჭირდება ძალიან ცოტა დრო. ამას რამდენიმე თვეში მოვახერხებთ სულ“, – განაცხადა მან, „მე გპირდებით, რომ ძალიან მოკლე დროში შევქმნით რეალურ საინვესტიციო გარემოს, ჩვენ მოვიზიდავთ ინვესტიციებს და აღორძინდება ბიზნესი... რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების სიჭარბეს“.

მისი თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა „საშუალებას მოგცემს ჩვენი ბედი, ჩვენი სწრაფვა  ევროატლანტიკურ სივრცეში რეალურად განვახორციელოთ“.

„როდესაც ჩვენ გავმაგრდებით შიგნით, დავფუძნდებით დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ავაღორძინებთ ბიზნესს, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვეცდებით და არ შევაჩერებთ სწრაფვას ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისაკენ... ჩვენ უსაფრთხოებასაც, ჩვენ საგარეო პოლიტიკასაც ჭეშმარიტად დავაბალანსებთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, 17 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“, რომლის ლიდერმაც რამდენიმე ლობისტური კომპანია დაიქირავა აშშ–სა და ევროპაში, განაცხადა, რომ მისი ორი წარმომადგენელი áƒ’აემგზავრა ბრიუსელსა და ვაშინგტონში, რათა საქართველოს დასავლელ პარტნიორებს ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება და არჩევნების წინ áƒ¨áƒ”ქმნილი პრობლემები გააცნოს. რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ იგი ვაშინგტონსა და ნიუ–იორკში áƒáƒ¨áƒ¨–ის სენატის და ასევე აშშ–ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება, ხოლო რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ 17–20 აპრილს ბრიუსელსა და სტრასბურგს ეწვევა, სადაც ევროპარლამენტის წევრებს, ასევე ევროპის საჭოს და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდება.

Civil.Ge © 2001-2024