IRI-ის კვლევის თანახმად, მმართველი პარტია მნიშვნელოვნად ლიდერობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 May.'12 / 19:05

ცოტა ხნის წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რომელმაც მედიაში გაჟონა, ნაციონალური მოძრაობა 45%–იანი მხარდაჭერით ლიდერობს, შემდეგ მოდის ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ 15%–ით და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა 9%–ით, იტყობინებიან ქართული მედია საშუალებები 3 მაისს.

USAID–ის დაფინანსებით განხორციელებული კვლევის თანახმად, რომელიც ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში კომპანია IPM-მა განახორციელა და რომელმაც პრესაში გაჟონა, რესპონდენტთა 7%–მა განაცხადა, რომ ისინი არც ერთ პარტიას არ მისცემენ ხმას, ხოლო 20%–მა ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე, ან განაცხადა, რომ მათ არ იციან, რომელ პარტიას მისცემენ ხმას.

კიდევ ერთი კვლევის თანახმად, რომელიც აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა, მმართველი პარტია 47%–იანი მხარდაჭერით ლიდერობს, შემდეგ მოდის „ქართული ოცნება“ 10%–ით და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა – 3%–ით. 

IRI-ის კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის კანდიდატი, რომლის áƒ•áƒ˜áƒœáƒáƒáƒ‘აც არ კონკრეტდება კითხვარში, 37%–იანი მხარდაჭერით სარგებლობს საპრეზიდენტო არჩევნები რომ კვლევის პერიოდში ჩატარებულიყო,  შემდეგ მოდის ბიძინა ივანიშვილი – 19%–ით და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე – 10%–ით.  

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არ ენდობა IRI–ის კვლევას, ისევე როგორც უნდობლობა გამოუცხადა NDI–ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას.

„ჩვენ არ ვენდობით ამ კვლევებს“, – განაცხადა "ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ 3 მაისს, „ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ორივე ინსტიტუტს – NDI–ს და IRI–ს... ეჭვს იწვევს ხშირად ის მეთოდოლოგია, რომლითაც ხდება ამ კვლევების ჩატარება, და შემდეგ ამ კვლევების შედეგების პრეზენტაცია“.

 

Civil.Ge © 2001-2024