ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი დეპუტატებმა განიხილეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 May.'12 / 19:06

საქართველოში პასიური და აქტიური საარჩევნო უფლებით 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ასევე ისარგებლებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ის მოქალაქეები, რომლებიც დაბადებულები არიან საქართველოში, 10 წელი უცხოვრიათ და ბოლო 3 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში.

ამის შესახებ საუბარია კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტში, რომელიც დროებითი ნორმის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე აძლევს უფლებას მონაწილეობა მიიღოს როგორც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო, ისე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 

ამასთან, პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 21 წლიდან, ნაცვლად კონსტიტუციით ამჟამად განსაზღვრული 25–წლიანი ასაკობრივი ცენზისა.

სწორედ ასაკის დაწევის საკითხზე იყო მარტის ბოლოს თავდაპირველად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება. მისი ერთთვიანი საერთო–სახალხო განხილვის სავალდებულო პროცედურა ახალი დაწყებული იყო, როცა 4 აპრილს ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე ხელისუფლების უარის კვალდაკვალ, საპარლამენტო უმცირესობის წამყვანმა პარტიამ – ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისიას მიმართა áƒ¬áƒ˜áƒœáƒáƒ“ადებით, რაც ივანიშვილისთვის, როგორც საქართველოში დაბადებული საფრანგეთის მოქალაქისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას გააჩენდა.

თუმცა ქრისტიან–დემოკრატების წინადადება მხოლოდ დეპუტატად კენჭისყრის შესაძლებლობას ითვალისწინებდა და არა აქტიურ საარჩევნო უფლებას, რაც არჩევნებში ხმის მიცემას გულისხმობს – ეს დებულება დამატებულია პროექტის იმ ვარიანტში, რომლის პლენარულ სხდომაზე გატანასაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე დაუჭირა მხარი.

ამასთან, მოქმედი კონსტიტუცია ასევე განსაზღვრავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუმცა ამ ნორმის შეცვლაზე პროექტის ტექსტში ამ ეტაპზე არაფერია ნათქვამი. 

„ჩვენ უნდა დავასრულოთ ყოველგვარი სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ვინმეს უკრძალავენ არჩევნებში მონაწილეობას ან რაიმე პოლიტიკურ აქტიურობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს პავლე კუბლაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან.

იმისათვის, ივანიშვილმა სრულად ისარგებლოს ყველა იმ პოლიტიკური უფლებებით, რაც საქართველოს მოქალაქისთვის არის კანონმდებლობით გარანტირებული, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების გარდა áƒ¡áƒáƒ­áƒ˜áƒ áƒ გახდება მთელი რიგი ცვლილებების შეტანა სხვადასხვა კანონებში.

Civil.Ge © 2001-2024