თბილისში წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 May.'12 / 11:31


ფოტო: მაშველებს 13 მაისს შუაღამისას ორთაჭალის ადგილობრივი მკვიდრი საკუთარი სახლიდან გამოყავთ. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge 

ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, დაიღუპა თბილისში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, იტყობინება საგანგებო სიტუაციების სამსახური.

ფოტორეპორტაჟი წყალდიდობით ყველაზე მეტად დაზარალებული ორთაჭალიდან

ძლიერმა წვიმამ, რომელიც დედაქალაქში 12 მაისს დაახლოებით 22:00 საათზე áƒ“აიწყო, ორთაჭალაში მდებარე პატარა ქუჩაზე ნიაღვარი გამოიწვია, რის შედეგადაც მოვარდნილმა áƒ¬áƒ§áƒšáƒ˜áƒ¡ ნაკადმა áƒ’ორაკიდან გორგასლის ქუჩაზე რამდენიმე მანქანა გაიტაცა. 

წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე სხვა უბანშიც დატბორა ქუჩები, თუმცა ყველაზე მეტად ორთაჭალა დაზარალდა, სადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.

წყალდიდობა მოხდა ასევე დუშეთის რაიონშიც, სადაც áƒáƒ¡áƒ”ვე მეწყერი ჩამოწვა. áƒ«áƒšáƒ˜áƒ”რმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია ლაგოდეხის და ახმეტის რაიონებშიც, სადაც რამდენიმე სოფელში სახლები დაიტბორა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შინაური ცხოველები წყალმა წაიღო.

ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში სიცოცხლისთვის არასახიფათო დაზიანებებით შვიდი ადამიანი იქნა გადაყვანილი საავადმყოფოებში.

ძლიერი წვიმა დედაქალაქში სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის დროსაც, ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ნალექის მოცულობამ 93 მილიმეტრი შეადგინა. ბოლოს ამ რაოდენობის ნალექი თბილისში 2009 წელს დაფიქსირდა.

სოციალური მედიის გამოხმაურებას წყალდიდობასთან დაკავშირებით შეგიძლიას áƒ›áƒ˜áƒáƒ“ევნოთ თვალი Civil.ge–ს Storify–ის გვერდზე.

Civil.Ge © 2001-2024