ივანიშვილის კომპანია 4.76 მილიონი ლარით დაჯარიმდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 May.'12 / 23:55

„მენეჯმენტ სერვისი“, ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან  ასოცირებული ერთ–ერთი კომპანია, კონტროლის პალატამ 4.76 მილიონი ლარით დააჯარიმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით, განაცხადეს ივანიშვილის ადვოკატებმა და კონტროლის პალატამ 15 მაისს.

კონტროლის პალატამ, რომელიც პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგს ახორციელებს, განაცხადა, რომ კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება, მათ შორის ოფისების დაქირავება და მათი გარემონტება, "იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს". 

"გამოვლინდა, რომ აღნიშნული ბიზნეს გარიგებები არ იყო მოგებაზე ორიენტირებული და შესაბამისად, არ ემსახურებოდა კომპანიის სამეწარმეო მიზნებს", – განაცხადა კონტროლის პალატამ.  

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ „მენეჯმეტ სერვისი“ შუამავლის როლს ასრულებდა „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებული რამდენიმე პოლიტიკური პარტიისთვის ქვეყნის მასშტაბით ოფისების დასაქირავებლად.

„მენეჯმენტ სერვისმა" საქართველოს მასშტაბით 60 ადგილას იქირავა საოფისე ფართები, რომლებიც შემდეგ "ქართულმა ოცნებას" მიაქირავა. 

ივანიშვილის ერთ–ერთმა ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ კონტროლის პალატამ იმ მიზეზით დააჯარიმა კომპანია, რომ თითქოს ის „ქართულ ოცნებას“ მომსახურებას უფასოდ ან შეღავათიან ფასებში უწევდა. მისი თქმით, კონტროლის პალატამ ამგვარ მომსახურებად ჩათვალა ის მცირედი სარემონტო სამუშაოები, რომლებიც კომპანიამ რამდენიმე ოფისში განახორციელა. 

კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ "მენეჯმენტ სერვისის" áƒ›áƒ˜áƒ”რ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები  476 619 áƒšáƒáƒ áƒáƒ“ შეფასდა "ყველაზე დაბალი ხარისხის სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულებით". 

სწორედ ამ თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა კონტროლის პალატამ "მენეჯმენტ სერვისი" პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობის გამო, რაც უწყების თქმით, სარემონტო სამუშაოების უსასყიდლო მომსახურებაში გამოიხატა. 

ბარამიძემ ასევე განაცხადა, რომ კონტროლის პალატის გადაწყვეტილება „უკანონო“ და „უსაფუძვლოა“ და ადვოკატები áƒ›áƒáƒ¡ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

თუმცა, მან ანალოგიურ საქმეებთან დაკავშირებით áƒ¬áƒáƒ áƒ¡áƒ£áƒš გამოცდილებაზე დაყრდნობით ასევე განაცხადა, რომ áƒ“არწმუნებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო, ისევე როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები, კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას ხანმოკლე დროში განიხილავენ და ძალაში დატოვებენ.

„მენეჯმენტ სერვისს“ 30 დღის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა, თუმცა ის ამას ვერ გადაიხდის. კომპანიას არ გააჩნია ამდენი აქტივი, რომ გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ძალაში შევა გადაწყვეტილება, კომპანია იქნება გაკოტრებული“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ. 

ივანიშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ „მენეჯმენტ სერვისის“ შესაძლო გაკოტრებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას კოალიცია „ქართული ოცნების“ 60 ოფისის ფუნქციონირებას, რომლებიც კოალიციაში შემავალმა áƒžáƒáƒšáƒ˜áƒ¢áƒ˜áƒ™áƒ£áƒ áƒ›áƒ სუბიექტებმა ამ კომპანიის შუამავლობით იქირავეს. 

„ამ დარტყმის მიყენებით, ბუნებრივია, ის პირდაპირ აყენებს ზიანს „ქართულ ოცნებას“. კონტროლის პალატის მთავარი მიზეზი, რის გამოც მან გადაწყვიტა ამ მართლაც უპრეცედენტო ჯარიმის დაკისრება, არის ის, რომ შპს „მენეჯმენტ სერვისის“ გაკოტრებით რეალურად დარტყმის ქვეშ დააყენოს „ქართული ოცნება“, რადგანაც ის ხელშეკრულებები, რომლითაც დაქირავებული აქვთ ოფისები „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს, გაუქმდეს“, – განაცხადა ბესელიამ.
   
„მენეჯმენტ სერვისის“ ინფორმაციით, მისი საქმიანობის სფეროები მოიცავს უძრავ ქონებას, ასევე ბათუმის დელფინარიუმის და ქობულეთის გასართობი პარკის მართვას.

ამ ბოლო ჯარიმის ჩათვლით, მთლიანმა ფინანსურმა ჯარიმებმა, რომლებიც ივანიშვილს და მასთან ასოცირებულ კომპანიებს თუ ინდივიდუალურ პირებს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით დაეკისრათ, 11.38 მილიონი ლარი შეადგინა. 

Civil.Ge © 2001-2024