ლონდონში საქართველოს რკინიგზის აქციების IPO გადაიდო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 May.'12 / 14:33

საქართველომ სახელმწიფოს კუთვნილი „საქართველოს რკინიგზის“ 25%–მდე აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველადი განთავსება (Initial Public Offering, IPO) გადადო.

„საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ამ ეტაპზე გადადოს ს.ს. „საქართველოს რკინიგზის“ IPO იმ გამოწვევების გამო, რაც ამჟამად კაპიტალის ბაზრებზე არსებობს", – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მოკლე განცხადებაში, რომელიც 24 მაისს გავრცელდა.

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 24 მაისს მთავრობის სხდომაზე გადავადების მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა: "25%–ის ფინანსურ ბაზრებზე გატანა გადავდეთ ჩვენ მომავლისათვის, áƒ áƒáƒªáƒ ბაზრებზე მდგომარეობა გამოსწორდება".

გასულ კვირას „საქართველოს რკინიგზამ“ ლონდონში IPO-ს წინ აქციათა ღირებულება დაადგინა. სახელმწიფოს კუთვნილმა სს „საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც რკინიგზის აქციათა გამყიდველად მოქმედებს, განაცხადა 16 მაისს, რომ აქციების პირველადი განთავსების შედეგად, რომელიც თავდაპირველად 24 მაისს იგეგმებოდა, 200-დან 250 მილიონ აშშ დოლარამდე თანხის მიღებას ელის.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში FTSE 100-ის ინდექსი (გაერთიანებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ასი უმსხვილესი კაპიტალიზაციის მქონე კომპანია), დაახლოებით, 3%-ით დაეცა, იტყობინება Reuters-ი.

რკინიგზის IPO-ს შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ საქართველოს რკინიგზის აქციებისადმი გარკვეული áƒ“აინტერესება არსებობდა, მათ შორის ერთ-ერთმა ინვესტორმა 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქციათა შეძენაზე ინტერესი გამოხატა, თუმცა პოტენციურ მყიდველთა საკმარისი რაოდენობა მაინც ვერ შეგროვდა იმ დროისთვის, როცა ინტერესის გამოხატვის ვადა ამოიწურა 23 მაისს.

Civil.Ge © 2001-2025