„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია მასშტაბურად დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 May.'12 / 19:02

ბიძინა ივანიშვილის კოალიციის მხარდამჭერები 27 მაისს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. ფოტო ივანიშვილის Facebook–ის გვერდიდან.  

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ბრძოლა "მმართველი რეჟიმის" შესაცვლელად „ღირსების“ საკითხია áƒ“ა ეს პროცესი áƒ¨áƒ”უქცევად ხასიათს მიიღებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.

ივანიშვილმა 27 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ათიათასობით მხარდამჭერს, რომლებიც კოალიციის საარჩევნო კამპანიის დაწყების აღსანიშნავად ბოლო სამ წელიწადში საქართველოში გამართულ ყველაზე მასშტაბურ აქციაზე შეიკრიბნენ, სიტყვით მიმართა და დაპირდა, რომ მათ „იმედს არ გაუცრუებს“.

„შიშის დათრგუნვაზე ლაპარაკი იმ ხალხთან, იმ ქალაქში, რომელიც არ შეშინებია ყველაზე სასტიკ დამპყრობელსაც კი, სასაცილოა. არ შეიძლება ქართველებს ჰკადრო, რომ სააკაშვილის ეშინიათ“, – მიმართა მან მხარდამჭერებს, „რეალურად ეს შიში კი არ არის, ეს უნდობლობაა, რომელიც გაუჩნდა ჩვენს ხალხს, რადგან ბევრჯერ დარჩა პოლიტიკოსებისგან გაწბილებული. ამიტომ დღეს, პირველ რიგში, თქვენი ნდობა გვაქვს მოსაპოვებელი“.

მართალია თავისი გამოსვლის დასაწყისში მან გააკრიტიკა „უგუნური მმართველი“, რომელიც, მისი თქმით, „უკვე სერიოზული საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის“, მაგრამ ძირითადი აქცენტი მან მაინც კოალიციის სამომავლო პრიორიტეტებზე გააკეთა.

„ჩვენი მიზანია არა ვინმეს დამარცხება, არამედ საქართველოს გამარჯვება“, –განაცხადა მან და აღნიშნა, რომ „პოლიტიკური ბრძოლა მმართველი რეჟიმის შესაცვლელად ჩემი სურვილი კი არ არის, არამედ ჩემი მოვალეობაა“.

„საპარლამენტო არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, ყოფნა არ ყოფნის საკითხია ჩვენი ქვეყნისათვის“, – განაცხადა მან, „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“.

თუმცა ივანიშვილმა, რომლის ნათქვამსაც ხალხი ოვაციებითა და მისი სახელის სკანდირებით ხვდებოდა, განაცხადა, რომ გამარჯვებისთვის მარტო „სურვილი არ კმარა“ და ამისთვის საჭიროა „კარგად გააზრებული, მკაფიო გეგმა, რომელიც სურვილებსაც, თავგანწირვასაც და შრომასაც ერთ კალაპოტში მოაქცევს და ერთი მიზნისკენ მიმართავს“.
 
აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ ოქტომბრის შემდეგ, რაც მან პოლიტიკური განაცხადი გააკეთა, „ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც ვგეგმავდი“.

„ამ გააზრებული გეგმით მოვედით დღემდე და გარწმუნებთ, დღეიდან პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს, უკვე შეუძლებელია დაწყებული პროცესების შეჩერება, მით უფრო, ამ პროცესების შემობრუნება. ხელისუფლებამ რაც არ უნდა დაგეგმოს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ეს ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე მივა და ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ვიწყებთ“ – ეს ფრაზა ივანიშვილის ამავე სიტყვებით დასათაურებულ გამოსვლაში ყველაზე ხშირად ფიგურირებდა იმ საარჩევნო კამპანიის დამწყებ აქციაზე, რომელიც, მისი თქმით, ყველა სოფელს და ქალაქს მოედება და „შემოდგომისთვის მთელ საქართველოს ერთ მუშტად შევკრავთ“.

„ჩვენ ერთი წამითაც არ შევწყვეტთ მუშაობას. ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება  არც ერთი ქალაქი, არც ერთი სოფელი, ყველას შევხვდებით“, – განაცხადა მან და თბილისში დღეს გამართული აქციის მსგავსი შეკრება 7 ივნისისთვის ქუთაისში დააანონსა.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას იმისათვის, რომ მკვეთრად შევცვალოთ საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრება უკეთესობისკენ. მე ძალიან კარგად ვიცი როგორც უნდა გავაკეთო ეს“, – განაცხადა მან.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ კოალიციის ყველა საარჩევნო დაპირება „რეალური და კარგად გათვლილია“.

„ჩვენ არ დაგპირდებით არაფერს ისეთს, რისი შესრულებაც არ არის შესაძლებელი და რაც არ შეგვიძლია“, – მიმართა მან მხარდამჭერებს და იქვე აღნიშნა: „ჩვენ ვერ მოვახდენთ სასწაულს, მაგრამ გავაკეთებთ შესაძლებლის მაქსიმუმს“.

მან განაცხადა, რომ კოალიციას შემუშავებული აქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების დეტალური პროგრამა ყველა მიმართულებით და ეს გეგმები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იქნება გაჟღერებული.

თუმცა თავის გამოსვლაში ის საარჩევნო პროგრამის რამოდენიმე მიმართულებას ზოგადად მაინც შეეხო და განაცხადა, რომ „უმუშევრობის პრობლემა მოკლე ხანში მინიმუმამდე უნდა შემცირდეს“. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა მოქალაქეს სთავაზობს უფასო სამედიცინო მომსახურების სადაზღვევო პაკეტს; პედაგოგებს „სათანადო ხელფასს, სოციალური დაცვას“; შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც დაეხმარება სოფლის მეურნეობაში ყველა დასაქმებულს;  პენსიონერებს ექნებათ „ღირსეულად ცხოვრებისათვის“ სათანადო პენსია – მართალია მას პენსიის მინიმალური ოდენობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა კოალიციამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ეს ასაკით პენსიონერებისთვის მინიმუმ 220 ლარი იქნება.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ჩვენი ოცნებაა“ ყველა ადამიანის უფლებები იყოს დაცული, სასამართლო – სამართლიანი, მედია - დამოუკიდებელი, ბიზნესი - ხელშეუხებელი; ემიგრანტი ქართველების უკან დაბრუნება, დევნილთა თავიანთ სახლებში დაბრუნება.

"ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას  áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს გაერთიანებისთვის, რათა გამთლიანებული, დემოკრატიული და წელში გამართული საქართველო გახდეს ეროკავშირის, ნატოს, საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი", – განაცხადა მან.  

„ჩვენი ოცნება საერთოა - ქართველების, ოსების, აფხაზების,  ებრაელების,  აზერბაიჯანელების, სომხების, რუსების,  ბერძენებისა და სხვა ერების - მშვიდობიანად აღვადგინოთ ქვეყნის ერთიანობა და შევქმნათ ისეთი ქვეყანა, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის“, – განაცხადა ივანიშვილმა თავის ოცწუთიან გამოსვლაში.

ღონისძიების აქტიური ნაწილი მთლიანობაში ერთ საათსაც არ გაგრძელებულა და სხვა გამომსვლელებთან ერთად ასევე მოიცვა რამოდენიმე სიმღერა, მათ შორის საქართველოს ჰიმნი და ბერა ივანიშვილის გამოსვლა. აქციის დაწყება თავდაპირველად 15 საათისთვის იგეგმებოდა, თუმცა დაგვიანდა იმის გამო, რომ რუსთაველის გამზირიდან მომავალმა კოლონამ, რომლის მსვლელობაშიც ასევე მიიღო მონაწილეობა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად, თავისუფლების მოედანზე ძირითად აქციასთან შეერთება დააგვიანა. შეკრების დროს არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. აქციის დასრულების შემდეგ, ათიათასობით მოქალაქე მშვიდობიანად დაიშალა.

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ სახალხო კრების წარმომადგენლები პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან ერთად, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ჩვენი აქ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სოლიდარულნი ვართ ყველა აქციის მიმართ, რომელიც რეალურად მიმართული იქნება ხელისუფლების და რეჟიმის შეცვლისაკენ". აქციაში ასევე მონაწილეობდნენ ლევან და გია გაჩეჩილაძეები. 

27 მაისს დილით პრეზიდენტმა სააკაშვილმა áƒ›áƒ”წარმეებთან შეხვედრის დროს áƒ’ანაცხადა, რომ ყოველთვის იქნება რამდენიმე ათეული ათასი რეფორმებით უკმაყოფილო ადამიანი, მათ შორის ყოფილი პოლიციელები და ვარდების რევოლუციის შემდეგ სამსახურიდან დათხოვილი კორუმპირებული მოხელეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში.

Civil.Ge © 2001-2024