ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ამოქმედდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 May.'12 / 12:10

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები მას შემდეგ ამოქმედდა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა.

ცვლილებები, რომელიც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე áƒ£áƒ¤áƒšáƒ”ბას აძლევს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, როგორც საქართველოში დაბადებულმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის, საფრანგეთის მოქალაქემ, რომელიც ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, „საკანონმდებლო მაცნეში“ 29 მაისს გამოქვეყნდა.

შვიდი დღით ადრე, 22 მაისს, როცა პარლამენტმა აღნიშნულ ცვლილებებს მესამე მოსმენით უყარა კენჭი, ივანიშვილმა მოუწოდა áƒ›áƒ˜áƒ®áƒ”ილ სააკაშვილს ვეტოს უფლება გამოეყენებინა, რადგან ამ „აბსურდული“ ინიციატივის საფუძველზე არჩევნებში მაინც არ მიიღებდა მონაწილეობას და სანაცვლოდ, ამ უფლების მოპოვებისთვის კვლავ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ეცდებოდა ორმაგი მოქალაქეობის პროცედურის გზით – ამ პროცედურის გამოყენება მას ხელისუფლებამ მას შემდეგ ურჩია, რაც ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიცემაზე უარი უთხრა.

მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყველა ბარიერი მოუხსნა ივანიშვილს და ახლა მისი გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას.

იმავდროულად, საკონსტიტუციო ცვლილებით, სადეპუტატო ასაკი 25–დან 21 წლამდე დაიწია.

Civil.Ge © 2001-2024