კონტროლის პალატა ივანიშვილთან დაკავშირებულ ავტოსატრასპორტო მომსახურების საკითხს სწავლობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 May.'12 / 18:06

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა 31 მაისს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების შპს „ბურჯის“ და შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ 4 მილიონი ლარის ოდენობის 214 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის საკითხის მონიტორინგს ახორციელებს. 

კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ საქმე ეხება ტოიოტა ჰაი ლუქსის, ჰიუნდაის, მერსედეს ბენცის მარკის ავტობუსების შესყიდვას და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მომსახურების გაწევას. 

„საკითხის შესწავლა განპირობებულია პოლიტიკური სუბიექტის საფინანსო დეკლარაციაში ფაქტობრივ ხარჯებთან შესაბამისობის თვალსაზრისით არსებული აუდიტორული რისკებით“, – განაცხადა კონტროლის პალატამ.

სამშენებლო კომპანია „ელიტა ბურჯი“, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ფირმებს და ორგანიზაციებს აერთიანებს, ერთხელ უკვე დააჯარიმა კონტროლის პალატამ 2.5 მილიონი ლარის ოდენობით – რაც ათმაგი ოდენობაა იმ თანხისა, რომელიც კონტროლის პალატამ ივანიშვილის მოძრაობისთვის „უკანონო შემოწირულობად“ მიიჩნია.

ჯარიმის ათმაგი ოდენობა ხუთმაგ ოდენობამდე შემცირდა მას შემდეგ, რაც პარტიების შესახებ კანონში ცვლილებები 29 მაისიდან ამოქმედდა.

თუ კონტროლის პალატა ჩათვლის, რომ ორმა კომპანიამ დაარღვია პოლიტიკური შემოწირულობის თაობაზე კანონმდებლობის დებულებები, მათ შესაძლოა განხილული თანხის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწიოთ – შედეგად ჯარიმის მოცულობა 20 მილიონი ლარი იქნება.

ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილთან  ასოცირებული ერთ–ერთი კომპანია, „მენეჯმენტ სერვისი“, კონტროლის პალატამ 4.76 მილიონი ლარით დააჯარიმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით. „მენეჯმენტ სერვისის“ განცხადებით, მან წააგო კონტროლის პალატის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი და ახლა ის გაკოტრების პირასაა, ვინაიდან ფინანსური ჯარიმის მოცულობა კომპანიის მთელ აქტივებს აღემატება.

მთლიანმა ფინანსურმა ჯარიმებმა, რომლებიც ივანიშვილს და მასთან ასოცირებულ კომპანიებს თუ ინდივიდუალურ პირებს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით დაეკისრათ, 11.38 მილიონი ლარი შეადგინა. 

ორი დღის წინ კონტროლის პალატამ გერმანიაში მცხოვრები ბიძინა გიორგობიანი 900 000 ევროთი დააჯარიმა იმ 90 000 ევროს შემოწირულობის გამო, რომელიც მან საქველმოქმედო ფონდის „ქომაგის“ სასარგებლოდ ჩარიცხა. კონტროლის პალატა მიიჩნევს, რომ "ქომაგი" áƒ˜áƒ•áƒáƒœáƒ˜áƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜áƒ¡ ოპოზიციურ კოალიციასთან არის დაკავშირებული. მართალია ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ახალი საქველმოქმედო ფონდი შესაძლოა ასოცირდებოდეს „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თქმით, გიორგობიანზე დაკისრებული ჯარიმა უკანონო იყო.

Civil.Ge © 2001-2024