„ეს შენ გეხება" კლინტონს თხოვნით მიმართავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Jun.'12 / 17:25

დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა და უფლებადამცველმა ჯგუფებმა, რომლებმაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით თებერვლიდან კამპანია „ეს შენ გეხება“ წამოიწყეს, მოუწოდეს აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებების საკითხი ბათუმში 5 ივნისს საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე დააყენოს. 

თვის დასაწყისში კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებათა კომპლექსური წინადადებებით მიმართეს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებასთან, საარჩევნო ადმინისტრაციების გამჭირვალობის უზრუნველყოფასთან, საარჩევნო პერიოდში სუბიექტებისთვის მედია–თანაბრობის  უზრუნველყოფასა და მაუწყებლობის ტრანზიტის საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის დაგეგმილ ვიზიტამდე, áƒ™áƒáƒ›áƒžáƒáƒœáƒ˜áƒáƒ¨áƒ˜ ჩართულმა ორგანიზაციებმა 1 ივნისს ჰილარი კლინტონის სახელზე მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება „აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისათვის“ და საკანონმდებლო ცვლილებების შემოთავაზებული პაკეტი, მიღების შემთხვევაში, „მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“.

მიმართვაში ჯგუფი ყურადღებას ამახვილეს წინადადების იმ ნაწილზე, რომელიც მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში must-carry-ს და must-offer-ის პრინციპების დანერგვას ეხება, რომელიც საკაბელო ქსელებს ავალდებულებს, რომ საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორცილონ, ხოლო მაუწყებლებმა ამ კომპანიებს áƒ áƒ”ტრანსლირების უფლება მისცენ. 

ეს შემოთავაზება ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარეობს, როდესაც ზოგიერთ ტელეკომპანიას საკაბელო ქსელები მაუწყებლობის საშუალებას არ აძლევენ, ხოლო ცალკეულმა არხებმა თავად თქვეს უარი, რომ ერთ–ერთი საკაბელო áƒ¥áƒ¡áƒ”ლით გასულიყვნენ ეთერში.

ამჟამად, Silk TV–ს და áƒ™áƒáƒ•áƒ™áƒáƒ¡áƒ£áƒ¡ TV–ს ქსელებზე ტელეკომპანია „მაესტრო“ მიუწვდომელია, რასაც áƒ”ს áƒ¢áƒ”ლევიზია áƒžáƒáƒšáƒ˜áƒ¢áƒ˜áƒ™áƒ£áƒ áƒáƒ“ მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა, მაყურებელთა უმეტესობისთვის მიუწვდომელია, ვინაიდან ის მხოლოდ ერთი საკაბელო ქსელის – „გლობალ TV” მეშვეობით მაუწყებლობს. ამ უკანასკნელის თანამფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმაა.

თავად „გლობალ TV“–ის მეშვეობით მაუწყებლობაზე კომერციული მიზეზით უარი თქვეს ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2“–მა. თუმცა „გლობალ TV“–მ განაცხადა, რომ ეს განზრახ გაკეთდა, რათა აბონენტები სხვა საკაბელო კომპანიაში გადასულიყვნენ და „გლობალ TV“–ის პოტენციური კლიენტები დაეკარგა, რაც საბოლოო ჯამში, "მეცხრე არხის" áƒ›áƒáƒ§áƒ£áƒ áƒ”ბელთა რაოდენობის შეზღუდვას ისახავდა მიზნად. 

„ქვეყანაში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად კვლავ რჩება მოსახლეობისათვის პლურალისტური მედია გარემოს ხელმისაწვდომობა“, – ნათქვამია მიმართვაში ჰილარი კლინტონის მიმართ, სადაც ამის დასტურად აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის წლევანდელი ანგარიშია მოყვანილი, რომლის თანახმადაც: "მრავალფეროვან და თავისუფალ მედიაზე მოქალაქეებს შეზღუდულად მიუწვდებოდათ ხელი“ საქართველოში. 

„აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად პარლამენტისათვის წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში, სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინიციატივა მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში must-carry-ს და must-offer-ის პრინციპების დანერგვის თაობაზე, რომლის მიღება უზრუნევლყოფს საქართველოს მოსახლეობისათვის დამოუკიდებელი ტელევიზიების ხელმისაწვდომობას“, – ნათქვამია მიმართვაში.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ აღნიშნული წინადადების გაზიარება მნიშვნელოვანწილად მოხსნის კითხვებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირების თაობაზე“, – აცხადებენ მიმართვის ავტორები.

„ქვეყანაში ჩასატარებელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარების და პლურალისტური მედია გარემოს განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოხარული ვიქნებით, თუკი საქართველოში თქვენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისას გამონახავთ საშუალებას გამოხატოთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია კლინტონისადმი მიმართვაში.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა უკვე გამოხატეს თავიანთი საწინააღმდეგო პოზიცია must-carry-ს და must-offer-ის პრინციპების დანერგვის თაობაზე. მათი თქმით, áƒáƒ› რეგულაციის მიღება áƒ™áƒ”რძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევის ტოლფასი იქნება.

 

Civil.Ge © 2001-2024