„ქართული ოცნების“ ორ აქტივისტს გირაო, სამს კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Jun.'12 / 11:33

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ ორ აქტივისტს გირაოს სახით 3 000 ლარის გადახდა დააკისრა 9 ივნისს მას შემდეგ, რაც წინა დღეს იმავე სასამართლომ სამ აქტივისტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ხუთივე მათგანს ბრალად ედება ამომრჩეველთა მოსყიდვა „ოცნების“ ფლაერების დარიგების დროს.

პოლიტიკოსებმა „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც ესწრებოდნენ ქუთაისში გამართულ სასამართლო სხდომას, განაცხადეს, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ორი აქტივისტის  – კობა ჯაბუას და ნინო ყურუას წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები ‘პროვოკატორი აგენტების’ გამოყენებით ხელისუფლების მიერ იყო გამოგონილი. 

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ უკანასკნელ პერიოდში მათი აქტივისტების დაკითხვები და დაპატიმრებები იმ დაშინების კამპანიის ნაწილი იყო, რომელსაც ხელისუფლება 10 ივნისს ქუთაისში ქართული ოცნების დაგეგმილი აქციის წინ აწარმოებდა.

 

Civil.Ge © 2001-2024