ივანიშვილს 22.42 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jun.'12 / 16:23

დაახლოებით ერთ საათში მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს 126.22 მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა, იმავე სასამართლომ კონტროლის პალატის კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაამტკიცა და მილიარდერი პოლიტიკოსი 22.42 მილიონი ლარით დააჯარიმა.

მეორე ჯარიმა იმ საქმესთან დაკავშირებით იქნა დაკისრებული, რომელიც ეხება „ქართული ოცნებისთვის“ ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების “ბურჯის” და “ელიტა ბურჯის” მიერ „239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანებით შეღავათიანი მომსახურების“ გაწევის ფაქტს. კონტროლის პალატამ გაწეული მომსახურება 2 242 994 ლარად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ივანიშვილის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ უკანონო შემოწირულობის განხორციელებას წარმოადგენს. ამ თანხის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა კიდევ გაორმაგდა, ვინაიდან კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ივანიშვილმა პარტიების áƒ¨áƒ”სახებ კანონი არაერთგზის áƒ“აარღვია.

ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლოს ორივე გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებენ, თუმცა ასევე მიანიშნეს, რომ მათ სარჩელს წარმატების შანსი არ აქვს და სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულეს.

Civil.Ge © 2001-2024