მმართველი პარტიის წევრი ცხვრისა და ღვინის დარიგების გამო შეიძლება დაჯარიმდეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jun.'12 / 21:03

კონტროლის პალატამ განაცხადა 11 ივნისს, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა კახა ბარათაშვილმა კანონი დაარღვია, როდესაც აპრილში სააღდგომოდ რუსთავის რამდენიმე მკვიდრს საჩუქრად ღვინო და ცხვარი გადასცა.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ სახეზეა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევა, რომელიც უკრძალავს პარტიას რაიმე საქონლის ან მომსახურების უფასოდ გაწევას მოქალაქეებისთვის კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა კერძო პირის მეშვეობით.

კონტროლის პალატის თქმით, აღდგომის წინა დღეებში, რუსთავში რამდენიმე ქუჩაზე მოსახლეობას საჩუქრად 7 920 ლარის ღირებულების ღვინო და ცხვარი დაურიგა. სასამართლოს მიერ კონტროლის პალატის გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს 39 600 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება, რაც სადავო თანხის ხუთმაგი ოდენობაა.

პირველად რუსთავის ამომრჩევლებისთვის ღვინისა და ცხვრის დარიგების áƒ—ემა საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ მაისის დასაწყისში წამოწია. მაშინდელი ინფორმაციით, ცხვარი და 20 ლიტრი ღვინო რუსთავის მაცხოვრებელთა ნაწილს  áƒœáƒáƒªáƒ˜áƒáƒœáƒáƒšáƒ£áƒ áƒ˜ მოძრაობის წევრის თამაზ გველუკაშვილმა სახელით დაურიგდა. თუმცა, კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ღვინო და ცხვარი დაარიგა არა საკრებულოს წევრმა თამაზ გველუკაშვილმა, არამედ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კახა ბარათაშვილმა.

გასულ კვირას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) áƒ›áƒáƒ£áƒ¬áƒáƒ“ა კონტროლის პალატას, რომ იმ დახურული შეხვედრებსაც მიაქციოს ყურადღება, რომლებსაც ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირები áƒ‘ოლო დროს ამომრჩევლებთან მართავენ. მაისის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და სხვა ოფიციალური პირები ერთ–ერთ რესტორანში თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ექიმებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ექიმები აცხადებდნენ, რომ მათ შეხვედრაზე მიმდინარე რეფორმებსა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

საიამ განაცხადა, რომ ასეთ შეხვედრებზე ამომრჩევლების საკვებით გამასპინძლება პარტიების შესახებ კანონის დარღვევაა, რადგან პარტიას ეკრძალება საქართველოს მოქალაქისათვის უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების მიწოდება ან გავრცელება. ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ „შესაძლოა ასევე ადგილი ჰქონდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებსაც“, რაც სისხლის სამართლით დასჯადი ქმედებაა.

რუსთავის საკრებულოს წევრის დაჯარიმების შესახებ კონტროლის პალატის განცხადების გავრცელებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივნისს დაამტკიცა კონტროლის პალატის გადაწყვეტილება, რომლითაც ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს 148 68 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით.

Civil.Ge © 2001-2024