„გლობალ TV“–ის ამერიკელი მეწილე თბილისის აეროპორტში დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Jun.'12 / 18:11

საკაბელო ოპერატორი კომპანია „გლობალ TV“–ის ამერიკელი თანამფლობელი ალექსანდრე რონჟესი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ–ში გამგზავრების წინ მაშინ დააკავეს, როდესაც იგი საპასპორტო შემოწმებას გადიოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ ალექსანდრე რონჟესი მოწმის სახით იკითხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, რომელზეც გამოძიება ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რონჟესმა 2004 წელს 180 000 ლარად თბილისში შეძენილი უძრავი ქონება 2012 წლის 8 ივნისს 3 100 000 ლარად მიყიდა შპს „ლიზინგი 21“–ს და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც „საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს“.

„ვინაიდან მან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლალირება, მიზანშეწონილია ალექსანდრე რონჟესი მოწმის სახით იქნეს დაკითხული“, – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადეს, რომ ალექსანდრე რონჟესი დაკავებული არ იყო და ის მოწმის სახით იკითხებოდა.

ვიდრე საგამოძიებო სამსახური განცხადებას გაავრცელებდა, „გლობალ TV“–ის განვითარების და მარკეტინგის დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ განაცხადა, რომ áƒ“აკავების მოტივები უცნობი იყო. 

ალექსანდრე რონჟესი ამჟამადაც აეროპორტის შენობაში იმყოფება ადვოკატების თანხლებით. 

გლობალ TV”-ის აქციების 66.8%–ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია; აქციების 16% საქართველოს სამ მოქალაქეს შორისაა გადანაწილებული, ხოლო 17.2%–ს áƒáƒ¨áƒ¨-ის მოქალაქე ალექსანდრე რონჟესი ფლობს.

"გლობალ TV" áƒ¡áƒáƒ™áƒáƒ‘ელო ოპერატორია, რომელიც თავისი კლიენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით სატელიტურ ანტენებსაც ამონტაჟებს.

126.22 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა ივანიშვილს, კონტროლის პალატის თქმით, “გლობალ TV”-ის მიერ áƒ›áƒ˜áƒšáƒ˜áƒáƒ áƒ“ელი ოპოზიციონერის áƒ¤áƒ˜áƒœáƒáƒœáƒ¡áƒ”ბის გამოყენებით „ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგების“ გამო დაეკისრა.

“გლობალ TV”-ი ერთადერთი საკაბელო კომპანიაა, რომელზეც ივანიშვილის მეუღლის კუთვნილი ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ გადის.

Civil.Ge © 2001-2024