„გლობალ TV“–ის ამერიკელი თანამფლობელი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Jun.'12 / 13:14

კომპანია „გლობალ TV“–ის ამერიკელი თანამფლობელი ალექსანდრე რონჟესი, რომელიც გუშინ აშშ–ში გამგზავრების წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფულის გათეთრების შესაძლო ფაქტის გამო დააკავეს მოწმის სახით, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

დაკითხვის შემდეგ, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ხუთ საათზე მეტ ხანს ახორციელებდა, რონჟესის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გამომძიებლები ძირითადად საკუთრების გაყიდვის  შესახებ სვამდნენ კითხვებს და დაკითხვა დიდხანს იმის გამო გაგრძელდა, áƒ áƒáƒ› ის თარჯიმნის დახმარებით მიმდინარეობდა, áƒ˜áƒ¢áƒ§áƒáƒ‘ინებოდა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“.

მას ჰკითხავდნენ საქმეზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებას უკავშირდებოდა, საიდანაც მიღებული შემოსავლის – 3.1 მლნ ლარის  – მნიშვნელოვანი ნაწილი, სამსახურის თქმით, რონჟესმა საბანკო ანგარიშიდან გაიტანა და საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა ამ თანხის დეკლარირება.

განსხვავებით ქართულენოვანი განცხადებისაგან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განცხადებაში, რომელიც ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა, აღნიშნა, რომ „ამოწმებს საკუთრების გაყიდვის ღირებულებას პოტენციური ფულის გათეთრების კონტექსტში“. áƒ£áƒ¬áƒ§áƒ”ბის თქმით, 3.1 მილიონი ლარი, რამდენადაც საკუთრება áƒ’აიყიდა, მის ამჟამინდელ საბაზრო ღირებულებას ორჯერ აღემატება.

საკუთრება კომპანია ლიზინგ XXI–მა შეიძინა, რომლის მფლობელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ფირმაა.

განცხადებაში, რომელიც პრეს–რელიზების გავრცელების სამსახურის მეშვეობით „გლობალ TV“–ის სახელით გავრცელდა,  ნათქვამია, რომ ოფიციალურმა პირებმა რონჟესს „გაყიდვიდან მიღებული ფულის თაობაზე ჰკითხეს, რომელიც მან სეიფში განათავსა, და განუწყვეტლივ ითხოვდნენ მისგან, რომ მათთვის სეიფი ეჩვენებინა, სადაც შემოსავლის ნაწილი ინახებოდა ნაღდი ფულის სახით“.
  
„ადგილობრივი ადვოკატების და აშშ–ის საკონსულო სამსახურის ჩარევის შემდეგ, რონჟესი გაათავისუფლეს დაახლოებით შუაღამისას“, – ნათქვამია განცხადებაში.     

რონჟესმა, რომელსაც ბრალი არ წაუყენეს, 12 ივნისს თბილისში პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ „გლობალ TV“ ხელისუფლების მხრიდან შექმნილი სერიოზული სირთულეების წინაშე დადგა.

„გლობალ TV”-ის აქციების 66.8%–ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია; აქციების 16% საქართველოს სამ მოქალაქეს შორისაა გადანაწილებული, ხოლო 17.2%–ს აშშ-ის მოქალაქე ალექსანდრე რონჟესი ფლობს.

“გლობალ TV”-ი ერთადერთი საკაბელო კომპანიაა, რომელზეც ივანიშვილის მეუღლის კუთვნილი ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ გადის.

2012 წლის მარტში "გლობალ TV"–ს, რომელიც თავისი კლიენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით სატელიტურ ანტენებსაც ამონტაჟებს, მოუწია რამდენიმე ქართული ტელევიზიის, მათ შორის „რუსთავი 2“–ის და „იმედის“, საკაბელო ქსელიდან გამორთვა, ამ არხების თხოვნის საფუძველზე. "გლობალ TV"–მ განაცხადა, რომ ეს განზრახ გაკეთდა, რათა მისი აბონენტები სხვა საკაბელო ქსელში გადასულიყვნენ, ხოლო ახალი აბონენტები არ ჩართულიყვნენ, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა იმ აბონენტების რაოდენობის შეზღუდვას, რომელთაც წვდომა ექნებოდათ „მეცხრე არხზე“. ეს არხი ასევე ხელმისაწვდომია სატელიტით და ინტერნეტით.

მოგვიანებით, „რუსთავი 2“–მა და „იმედმა“ სასამართლოში „გლობალ TV“–ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს და განაცხადეს, რომ ის ფაქტი, რომ „გლობალ TV“–ის სატელიტური თეფშების მეშვეობით მაყურებლები კვლავ იღებდნენ „რუსთავი 2“–ს და „იმედს“ მათი სიგნალების რეტრალნსლირებას ნიშნავდა.

სატელიტიდან „რუსთავი 2“–ის და „იმედის“ არაკოდირებული სიგნალების მიღება თავისუფლადაა შესაძლებელი თურქული სატელიტური კომპანია Turksat–ის მეშვეობით.

„გლობალ TV“–მ წააგო სასამართლოში საქმე. áƒ™áƒáƒ›áƒžáƒáƒœáƒ˜áƒ˜áƒ¡ თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება აბსურდული იყო, რადგანაც áƒ™áƒáƒ›áƒžáƒáƒœáƒ˜áƒ მხოლოდ სატელიტური თეფშების áƒžáƒ áƒáƒ•áƒáƒ˜áƒ“ერია და მის შესაძლებლობებს აღემატება იმის გაკონტროლება, თუ რომელი სატელევიზიო არხის სიგნალს მიიღებს კლიენტი. კომპანიამ განაცხადა, რომ ტექნიკურად ერთადერთი გზა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის დაყენებული სატელიტური ანტენების დემონტაჟია. 

12 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე რონჟესმა ამ და სხვა პრობლემებზეც ისაუბრა, რომელთაც, მისი თქმით, ხელისუფლება „გლობალ TV“–ს მას შემდეგ უქმნის, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში წავიდა.

Civil.Ge © 2001-2024